თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2014, 14:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1832,
კომენტარები: 6
"იუნაიტედმა" რიოსა და ვიდიჩის შემცვლელი იპოვა?
გერმანელი მცველი "იუნაიტედში"?
გინტერი ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მცველია "ბუნდესლიგაში". გერმანელი ნაკრებშიც გამოიძახეს და ოთხშაბათს ჩილეს წინააღმდეგ რამდენიმე წუთიც მოუწია სტადიონზე ყოფნა.

20 წლის ახალგაზრდა მცველით "ბაიერნი" და "დორტმუნდია" დაინტერესებული. ჭორების თანახმად ზაფხულში გერმანელის შესაძენად დიდი ბრძოლები გაიმართება.

გინტერს მის მომავალზე საუბარი არ სურს, თუმცა აღიარებს, რომ დიდ კლუბში გადასვლა მისი ოცნებაა. გერმანელი იმასაც ამბობს, რომ ეს არ იქნება "ბაიერნი".

"მე არ შემიძლია რომ სახალხოდ განვიხილო მოლაპარაკებები, ეს მიხურულ კარს მიღმა უნდა დარჩეს,"–განუცხადა ცენტრალურმა მცველმა "SkySports"-ს.

"მე ნამდვილად გაოცებული და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ დიდებული კლუბები არიან ჩემით დაინტერესებულნი. ეს დიდი პატივია. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ დიდ კლუბში თამაშია. ეს საიდუმლო არ არის. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს "ბაიერნი" არ იქნება. და კიდევ, დიდ კლუბშ თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა."–დაასრულა გინტერმა.

"SkySports"–ის განცხადებით, გინტერის ერთ–ერთი საოცნებო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედია". შესაძლოა ახალგაზრდა მცველი სულ მალე ვიხილოთ "იუნაიტედში", რადგან "წითლებს" ამ პოზიციაზე ნამდვილად სჭირდებათ ახალი ფეხბურთელი რიოსა და ვიდიჩის ნაცვლად.

SkySports
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
6 მარტი 2014 15:01
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძაან მაგარი იქნება თუ წამოვიდა! 20 წლისაა და უკვე გერმანიის ნაკრებში მოხვდა, თან ფრაიბურგიდან! 188 სანტიმეტრია და 85 კილო, კაი ჯანიანია და იმედია ეს ტრანსფერი განხორციელდება!!!

ყოჩაღ მარი!
0
№2
ავტორი: RedGirl
6 მარტი 2014 15:13
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Macklemore,
მე ვიცი რისთვისაც ყოჩაღ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: Macklemore
6 მარტი 2014 15:17
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
RedGirl,
:D :D :D
0
№4
ავტორი: love united
6 მარტი 2014 15:33
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
არ მაქვს ამის თამაში ნანახი.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
7 მარტი 2014 00:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი კაცია ეს, ზაფხულში ვიაქტიურებთ მაგრამ ეს ლიგაზე ვერ მოხვედრა მაგრად შეგვიშლის ხელს
0
№6
ავტორი: Manchester_M
7 მარტი 2014 13:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმდენი შემცვლელი ნახეს და ამათგან ერთიც თუ იყიდეს კაია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top