22 წლის "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელი გამოიძახეს ნაკრებში, ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიის წინააღმდეგ. ის საოცარ სეზონს ატარებს "ლა ლიგაში".
ფრანგმა ვინგერმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინგლისურ კლუბებზე და მისთვის "იუნაიტედი", "არსენალი" და "ლივერპული" იბრძვიან.
ფრიო აკვრიდებოდა გრიზმენს და ამტკიცებს, რომ ბრაზილიაში ის გაიბრწყინებს.
"გრიზმენი უეჭველად მოუტანს ნაკრებს წარმატებას. ის ძალიან კრეატიულია და საოცარი ტექნიკა აქვს, ხოლო ის ხარვეზები, რომელიც მას ჰქონდა, უკვე გამოასწორა."
"ფრანგმა 15 გოლის გატანა მოახერხა "ლა ლიგაში". ასეთ დიდებულ ჩემპიონატში კი შენ ამდენ გოლს რეალური უნარების გარეშე ვერ გაიტან."
ფრიომ ის ნაკრებში დაბრუნების გამოც შეაქო:
"მას არასდროს ულაპარაკია ამის შესახებ. ის ბევრს მუშაობდა და დაიმსახურა ადგილი ნაკრებში. თუმცა მისი ძალის ნაკლებობა შესაძლოა დიდი პრობლემა გახდეს ჩვენთვის."
ფრანგ ვინგერზე "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა და ახლანდელმა სკაუტმა, გრიმენდიმაც ისაუბრა:
"მას უდავოდ აქვს რაღაც. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ისიც შესამჩნევია, რომ "ჩემპიონა ლიგის" თამაშებში გრანდების წინააღმდეგ ის ბევრს წვალობდა. განსაკუთრებით "მანჩესტერ იუნაიტედთან"".
მცირე ინფორმაცია გრიზმენზე მიმდინარე სეზონის მიხედვით:
ჩატარებული მატჩები - 36(4) გოლები - 20 ასისტი - 3 ყვითელი ბარათი - 3 წითელი ბარათი - 0