თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2014, 13:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2255,
კომენტარები: 11
"წითლები" საერთაშორისო არენაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების საერთაშორი წარმატება.
მარუან ფელაინიმ თავის გამოჩენა მოახერხა ბელგიის ნაკრების რიგებში. მატჩში, რომელიც ანგარიშით 2-2 დასრულდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა დრის მერტენსის მოწოდებული ბურთი კარის ბადეში მე-17 წუთზე გაგზავნა თავური დარტყმით.



ანტონიო ვალენსიას ეკვადორმა საოცარი comeback მოახდინა აუსტრალიასთან მატჩში. ეკუადორელები 32 წუთისთვის უკვე 3-0 მარცხდებოდნენ, მაგრამ იპოვეს ძალა და შეხვედრა 4-3 მოიგეს. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ანტონიო ვალენსიამაც, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 90 წუთზე შეცვლაზე შემოსულ ედისონ მენდესს საგოლე პასი მისცა. აუსტრალიელები 56 წუთის შემდეგ კაცთნაკლულები თამაშობდნენ.

დარენ ფლეთჩერის დაბრუნება შოტლანდიის ნაკრებში მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსვლით მოხდა. დარენი სკოტ ბრაუნთან ერთად მოედნის ცენტრს აკონტოლებდნენ. შედეგად კი შოტლანდიამ 1-0 დაამარცხა პოლონეთის ნაკრები.

პატრის ევრა და რობინ ვან პერსი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პარიზში, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებების შეხვედრაში (2:0). ვან პერსი შეხვედრის წინ ავად გახდა, მაგრამ მან მაინც მოახერხა მთელი 90 წუთის განმავლობაში თამაში, თუმცა საფრანგეთის ნაკრების მცველებმა თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს.

ინგლისის ნაკრებმა 1-0 სძლია დანიის ნაკრებს. კრის სმოლინგმა შეხვედრა ძირითადში, ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიწყო და კარგადაც გამოიყურებოდა. უეინ რუნის რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მათ შორის საჯარიმო დარტყმებიდანაც, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა თავის გამოჩენა. რუნი მოგვიანებით დენი ველბეკმა ჩაანაცვლა, რომლის დარტყმულის შემდეგ კასპერ შმეიხელმა ერთ-ერთო საუკეთესო სეივი განახორციელა. თუმცა, დანიელ სტარიჯმა მაინც შეძლო ბარიერის გადალახვა ადამ ლალანას ჩაწოდების შემდეგ.



შინჯი კაგავას იაპონიის ნაკრებმა ახალი ზელნადიის ნაკრები 4-2 დაამარცხა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან თავის გამოჩენა მოახერხა შინჯი კაგავამ. "იუნაიტედის" ფეხბურთელის გოლით იაპონელები 2 ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ.



ხავიერ ერნანდესის მექსიკის ნაკრებმა ნიგერიასთან 0-0 ითამაშა. ჩიჩარიტო პირველი ტაიმის შემდეგ ტრავმის გამო შეიცვალა.



manutd.com
სიახლეები, სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
6 მარტი 2014 13:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვალემ მაგრად ითამაშა გუშინ, მაგან გაათანაბრა და 92 წუთზე მაგის პასით გაიტანეს გოლი. დანარჩენებმაც მშვენივრად ითამაშეს.
0
№2
ავტორი: რედი
6 მარტი 2014 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
რუნის რა ჭირს? რატომ ვეღარ თამაშობს ძველებურად?
0
№3
ავტორი: chudikone
6 მარტი 2014 14:06
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფელაინი იმედია მანჩესტერშიც გაიტანს და აკრიფავს ნელ ნელა..
ციტატა: რედი
რუნის რა ჭირს? რატომ ვეღარ თამაშობს ძველებურად?

არაფერი, ყველა მატჩში ვერ გაიტანს გოლს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: GeorgeBest
6 მარტი 2014 14:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რედი,
სადაც საჭიროა იქ მშვენიერია დაიკიდე

მთავარია ამ ეტაპზე იუნაიტედს დაეხმაროს ძველებურად. მოედანზე თავს არ ზოგავს და საუკეთესოა დღეს. ფელაინიმ კლუბსი გაიტანოს მაგ ხემ

ჩიჩას ტრავმა ნეტა სერიოზულია? მაინც არ ათამაშებენ ვიცი მაგრამ :დ
0
№5
ავტორი: Jubo
6 მარტი 2014 14:52
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რუნიმ სამჯერ შორიდან ისე დაარტყა გადაცმული ქლევერლი მეგონა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
6 მარტი 2014 17:26
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ფელაინი ნაკრებში იგიჟებს თავს და ჩვეენთან ვერაფერს შვრება
0
№7
ავტორი: Malboro463
6 მარტი 2014 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
Macklemore,
უყურე თუ მარტო სტატისტიკით გამოგაქვს დასკვნა ვალენსიაზე?
აუსტრალიას კაცი გაუგდეს თორე ეკვადორი მაგ თამაშის შემომტრიალებელი არ იყო
0
№8
ავტორი: Macklemore
6 მარტი 2014 18:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Middlesbro,
ვუყურე. მაგ მატჩის სტატისტიკა არ მოიპოვება, ნუ მე ვერ ვნახე და 3-3ზე ჩავრთე, ბოლო გოლიც ვალენსიას პასით გავიდა და წინა 2 გოლში თუ მიიღო მონაწილეობა არვიცი.
0
№9
ავტორი: Malboro463
6 მარტი 2014 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
გიო,
ვინც ახალი ვერავინ ვერაფერს შვრება მოესი ვერ იყენებს გუნდს ტაქტიკა ჭირდება ყვეალს თავისი დავალება უნდა მისცე ვისაც რა ოიზიციაზე შეუძლია თამაში იქ უნდა დაყენო მოესის გუნდში კი ვინ სად დგას და რა მოვალეობას ასრულებს ვერ გაიგებ კაცი

Macklemore,
გოლი არ გაუტანაი მას და საგოლე გადაცემისა რა გითხრა არ მინახავს თამაში. ეხლა მიმოხილვებს ვუყურებ და მივალ მაქამდეც
0
№10
ავტორი: Manchester United 14
6 მარტი 2014 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კაგავა სასტავში დაყენონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top