თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2014, 15:56
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1886,
კომენტარები: 3
ფეხბურთელი, რომელმაც ფელაინის ფეხბურთი შეაყვარა.
ფელაინის მეტად საინტერესო ინტერვიუ და ზიდანის შესანიშნავი გოლი.
ფეხბურთელი, რომელმაც ფელაინის ფეხბურთი შეაყვარა.
ყველა ფეხბურთელს ბავშვობაში თავისი იდეალი ჰყავდა. შესაძლოა მათ ამ იდეალებისთვის არ მიებაძათ, მაგრამ ისინი იყვნენ პიროვნებები, რომლებმაც შთააგონეს ფეხბურთის სიყვარული. მარუან ფელაინიც არ ყოფილა გამონაკლისი და მან MUTV-თან მის იდეალზე ისაუბრა.

"როდესაც მე უფრო ახლაგაზრდა ვიყავი, ჩემი ფეხბურთის იდეალი ზინედინ ზიდანი გახლდათ. უამრავი დიდებული ფეხბურთელი არსებობს, მაგრალითად რონალდუ და მესი, მაგრამ მე ყოველთვის ზიდანი მიყვარდა. ის ერთადერთია ჩემთვის. ყველაფერი რასაც ის აკეთებდა თითქოს ძალიან მარტივი იყო. როცა ის თამაშობდა, გეგონებოდათ, რომ ის მოედანზე კი არა ბაღში იყო. მისი ყურება თამაშისას მშვენიერება იყო !"


ზიდანის გოლი "ლევერკუზენის" კარში 2002 წელი.

"ის თუ როგორ აკონტროლებდა ზიდანი ბურთს დღემდე დაუჯერებელია ჩემთვის. მისი კარიერიდან ჩემთვის გამორჩეული გოლი არის მისი გოლი "ლევერკუზენის" კარში 2002 წლის ფინალში. როგორ უყურებდა ის ბურთს, როგორ გაუშვა ბადისკენ.. ეს საოცარი გოლი გახლდათ. ის უბრალოდ ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლის ყურებაც მიყვარდა და მსიამოვნებდა. ძალიან ცოტას იპოვით მისნაირს. უფრო მეტიც, არამგონია მისნაირი არსებობდეს."

"მე ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ შევხვდი მას რამდენიმე წლის წინ. ეს საოცარი გრძნობა იყო და მე სურათიც კი გადავიღე. ის დიდებული ადამიანია დიდებულ ფეხბურთელთან ერთად. ჩვენ ცოტა ხანი მიმოწერაც კი გვქონდა. ის ისტორიაში შევა ისე, როგორც ერთ–ერთი გამორჩეული და ხალხისთვის საყვარელი ფეხბურთელი,"
–დაასრულა ფელაინიმ.

ManUtd.com
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 მარტი 2014 16:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენი ჯობია ვაღიარებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
5 მარტი 2014 17:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გემოვნება ნამდვილად აქვს, ზიზუს თამაშის ნახვა დიდი სიამოვნება იყო და ბედნიერია ყველა ვინც მის ეპოქას მოესწრო
0
№3
ავტორი: red devil
5 მარტი 2014 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Felline magari kacia da imedia gaixsneba unitedshi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top