თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2014, 09:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2436,
კომენტარები: 7
მოიესს რვა ახალწვეული სურს
მომავალ სეზონში დევიდ მოიესი რვა მოთამაშეს დაიმატებს.
მოიესს რვა ახალწვეული სურს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დევიდ მოიესი კლუბს რვა ახალი ფეხბურთელით გააძლიერებს.

ზედიზედ მეორე ზაფხულს "ოლდ ტრაფორდზე" სერიოზული რეფორმები მოხდება. თუკი შარშან საუბარი იყო სამწვრთნელო შტაბის გამოცვლაზე, ახლა საუბარია შემადგენლობის "ხერხემლის" შეცვლაზე.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, "იუნაიტედი" არამარტო ნემანია ვიდიჩს გაუშვებს, რომელმაც უკვე განაცხადა ამის შესახებ, არამედ პატრის ევრას, რიო ფერდინანდს, ანდერსონს, ნანის, კაგავას, ხავიერ ერნანდესსა და რობინ ვან პერსისაც.

მასობრივი გაშვებები იმის მანიშნებელი იქნება, რომ "წითელი ეშმაკები" წინასასეზონო შეკრებას შეთხელებული შემადგენლობით დაიწყებენ. ამიტომ მოიესსა და აღმასრულებელ დირექტორს, ვუდვორდს მოუწევთ დიდი ჯაფის ჩადება, რომ გუნდი გააძლიერონ.

წყაროს ცნობით მოიესი 8 ახალ მოთამაშეს მოიწვევს კლუბში, რომელთაგან ერთ-ერთი ტონი კროოსი იქნება.

fapl.ru
სიახლეები, სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 მარტი 2014 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა, ნანი და კაგავა-ამ ფეხბურთელებმა უნდა დაგვტოვონ. ჩიჩარიტოზე კიდე შეიძლება დავა, მაგრამ აი პერსიმ რატო უნდა დაგვტოვოს ვერ ვხდები. გასაგებია, რომ წელს ვერააა ფორმაში, მაგრამ ჩემი აზრით რუნი-პერსის დუეტი კიდევ საჭიროა გუნდში და მინიმუმ ერთი სეზონი პერსი კიდე ითამაშებს უმაღლეს დონეზე.

ხოო მართლა ამ სიაში იანგი და ქლევერლი რატო არ მოხვდნენ??? belay
0
№2
ავტორი: Macklemore
5 მარტი 2014 11:22
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გუნდი უეჭველად უნდა გადახალისდეს! არააქვს მნიშვნელობა მოიესი იქნება თუ სხვა, მწვრთნელს კარგი შემადგენლობა უნდა ჰყავდეს გუნდში, რაც მოიესს არ ყავს!
0
№3
ავტორი: CITYHUNTER
5 მარტი 2014 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
imitom rom porma dakarga d cavani upro mgelia :d

roisi kroos gundogan carvaliomangaaal garay shou cavani am shemadgenlobas 200 milioni eyopa :d
0
№4
ავტორი: ლადო
5 მარტი 2014 14:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სმოლინგს, ვიდიჩს, ევრას, რიოს, ქლევერლის, იანგს, ამათ უეჭველი გავუშვებდი და ამათ შEმცვლელებს მოვიყვანდი...იმედია სწორედ აარჩვს ფეხბურთელებს
0
№5
ავტორი: VaRdo
5 მარტი 2014 15:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იანგი და ქლევერლი გაუშვი და მადლობელი ვიქნები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: GeorgeBest
5 მარტი 2014 17:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სწორი ტრანსფერები უნდა განხორციელდეს, ეს ვინც გამოჩნდება და ლიჟბი წამოვიდეს ეგრე არ უნდა ყაროს ფული

3–4 მაღალი კლასის ფეხბურთელი საკმარისი იქნება და იმედია მოახერხებენ
0
№7
ავტორი: RedGirl
5 მარტი 2014 17:38
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ახლა იმედია ტყუილა ფულის ხარჯვას არ დაიწყებენ. დაითრიონ მართა წესიერი და ღირსეული. კროოოს <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top