თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2014, 18:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2042,
კომენტარები: 7
განათხოვრებული "წითლები"
"ეშმაკების" weekend-ი.
განათხოვრებული
19 წლის ჯეკ ბარმბი აგრძელებს "ჰარტლპულ იუნატედის" რიგებში წარმატებულ გამოსვლას. ახალგაზარდა ფორვარდმა თავის დროებით გუნდში მეორე გოლის გატანა მოახერხა და "ტორკი იუნაიტედი" 3:0 დაამარცხა.

"პასუშ დე ფერეირასა" და მარიტიმუს" შეხვედრაში თავის გამოჩენა მოახერხა ბებემ, რომელმაც 85-ე წუთზე გაიტანა გოლი.

შაბათი დღე წარმატებული გამოდმა ჯესი ლინგარდისთვისაც. "ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონში" სადებიუტო შეხვედრაში ჯესიმ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც შემდეგ გოლში გარდასახეს. ეს გოლი საბოლოოდ გამაჯვების გოლი აღმოჩნდა, ხოლო "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ტომაშ კუშჩაკი, თავისი გუნდს დაეხმარა ანგარიშის 1:0 შენარჩუნებაში.

მარნიკ ვერმიილი გამოცდილებას ჰოლანდიაში იღებს, რომელიც "ნეკის" ძირითადი შემადგენლობის მცველად იქცა. მიუხედავად "ზვოლესთან" მოპოვებული ერთი ქულისა (3:3) "ნეკი" მაინც კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება. ერედივიზის უკანასკნელ გუნდს მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

აი ტომ ლოულენსს კი ნამდვილად არ სწყალობს ბედი - ტელეარხებმა BBC-მ და Sky-მ სწორედ მას მიაწერეს "რედინგისა" და "იოვილ თაუნის" შეხვედრაში გატანილი ავტოგოლი (1:1). ამ შეხვედრაში სტუმრებმა შეხვედრა 8 მოთამაშით დაასრულეს. თუმცა ლოურენსი ამას არ ეთანხმება და ტვიტერზე წერს: "მინდა სიტუაციაში გაგარკვიოთ - მე არ გამიტანია ეს გოლი, მე ბურთთან არ ვყოფილვარ." ლოურენს მხარს უჭერენ "იოვილის" გულშემატკივრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ გოლი "ევერტონიდან" იჯარით აყვანილმა ფეხბურთელმა, ჯონ ლანდსტრემმა გაიტანა.

სემ ჯონსტონს კი 5-ჯერ მოუხდა "დონკასტერ როვერსისა" და "ბორნმუთის" მატჩში კარიდან ბურთის გამოტანა. თუმცა სხვადასხვა გამოცემების მტკიცებით, "იუნაიტედის" ახალგაზრდა მეკარე არც-ერთ გოლში არაა დამნაშავე და პირიქით, ის ძალიან კარგადაც გამოიყურბეოდა.

ვერც კიკო მაკედა დაიკვეხნის წარმატებით. მისმა "ბირმინგემმა" მინიმალური ანგარიშით წააგო შეხვედრა "იპსვიჩ თაუნის" წინააღმდეგ. ახალგაზრდა იტალიელი 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ტაილერ ბლეკეტი ,რომელიც ასევე "ცისფერების" შემადგენლობაში გამოდის, სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

"ქპრ"-სა და "ლიდს იუნაიტედის" დაპირისპირებაში უილ კინი შეცვლაზე შემოვიდა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სემ ბირნმა 64 წუთი დაჰყო მოედანზე "კარლაილ იუნაიტედისა" და "ბრენტფორდის" შეხვედრაში, რომელიც ნულოვანი ფრით დასრულდა. ხოლო ჩარნი ეკანგამენე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

"კარდიფ სიტისა" და "ტოტენჰემის" შეხვედრაში უილფრიდ ზაჰამ მთელი 90 წუთი სათადარიგოში გაატარა.

ხოლო ანდერსონს მხოლოდ უკანასკნელი 33 წუთი ერგო სათამაშოდ "ფიორენტინასა" და "ლაციოს"
შორის შეხვედრაში (0:1)

manutd.ru
სიახლეები, სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
4 მარტი 2014 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Zaha satadarigoze rato iyo? Lingardi magari kacia
0
№2
ავტორი: RojoDiablo
4 მარტი 2014 18:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
red devil,
prosta ar daayena. araferi ar awuxebs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Malboro463
4 მარტი 2014 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ზაჰამ წინა თამაში ვერ ითამაშა ზესოერად და არ ენდო
0
№4
ავტორი: Best 7
4 მარტი 2014 19:59
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
zaha aqac saTadarigoze zis wink
0
№5
ავტორი: GeorgeBest
4 მარტი 2014 20:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლინგარდი მაგარი ძმაა და იმედია მომავალი წლიდან მისცემენ შანსს
0
№6
ავტორი: red_girl
4 მარტი 2014 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
zaha :-D chiridan chirshi
0
№7
ავტორი: davita
5 მარტი 2014 08:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ლინგარდი უკვე ძლიერდება მაგრამ შეძლებს ეპლ-ზე თამაშს ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top