თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2014, 16:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1955,
კომენტარები: 8
იანუზაის კერპები
იანუზაი თავის კერპებზე საუბრობს.
იანუზაის კერპები
ბავშვობაში დიდ მოთამაშეებზე დაკვირვება მიყვარდა. ამიტომ ზინედინ ზიდანს, ხუან რომან რიკელმესა და კაკას ვაკვირდბეოდი. რთულია რომელიმეს გამოყოფა, ამიტომ თითოეულ მათგანს ვაკრივდებოდი და მომწონდა მათი თამაშის სტილი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ზიდანმა 1998 წელს საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. მის გვიანდელ კარიერაში კი იშვიათად ვუყურებდი მის თამაშებს.

პატარაობაში ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და ყურებითაც კი უდიდეს სიამოვნებას ვღებულობდი. თუ კი ვინმე ისე თამაშობს, როგორც რონალდინიო, ყველას სურს მისი ხილვა, რადგან ვიცი, რომ რონალდინიოს ბურთით ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია. იშვიათად ვპოულობდი მარცხენა ფეხით კარგად მოთამაშე ფეხბურთელებს, ამიტომაც ძირითადად მარჯვენა ფეხით მოთამაშეებს ვაკვირდებოდი - კრიშტიანუ რონალდუსა და დევიდ ბექჰემს. მე უდიდესი მოთამაშეებით ვარ გარშემორტყმული "იუნაიტედში" და ყოველ დღე რაღაცას ვსწავლობ.

ზიდანი, რიკელმე და კაკა 10 ნომრიანის პოზიციაზე მოთამაშეები იყვნენ. ეს კი ის პოზიციაა, რომელზე მოთამაშე ფეხბურთელებიც ყველაზე მეტად მიყვარს. მეც ვითამაშე ერთხელ "ნორვიჩის" წინააღმდეგ ამ პოზიციაზე და ძალიან გახარებული ვიყავი, მაგრამ ფლანგზე თამაში გაცილებით მირჩევნია და უკეთესადაც გამომდის. მე სხვადასხვა პოზიციაზე შემიძლია თამაში - რეზერვებში ცენტ-ფორვარდი ვიყავი და ვფიქრობ კარგადაც გამოვიყურებოდი. პირველ რიგში გუნდისთვის ყველაფერი უნდა გაიღო და მე არაფერს ვიშურებდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - რეალიზაციაზე ბევრს ვმუშაობდი. მწვრთნელმა შანსი მომცა და მსურდა მისი ბოლომდე გამოყენება.

manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
4 მარტი 2014 16:37
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ზიდანი ძალიან კლასნი იყო...იმედია მალე შენც სხვა ფეხბურთელების კერპი გახდები
0
№2
ავტორი: Jubo
4 მარტი 2014 17:29
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
შენც მაგათზე არანაკლები უნდა გამოხვიდე derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: red devil
4 მარტი 2014 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Zidani martlac ro udzlieresi iyo
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
4 მარტი 2014 19:06
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კაკასნაირი იქნებოდეს მეტი არაფერი მინდა <3
0
№5
ავტორი: GeorgeBest
4 მარტი 2014 20:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რონალდუს თამაშებს უყუროს მანჩესტერში და მიბაძოს :დ ბექჰემი სხვა დონე იყო და მაგის მიბაძვას ნუ ეცდები
0
№6
ავტორი: love united
4 მარტი 2014 21:18
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოუმატე ადნან და ერთ 20 წელში ვინმე ახალგაზრდა რომ ჩამოთვლის თავის კერპებს შენც გამოერევი მაგათში :დ
0
№7
ავტორი: რედი
5 მარტი 2014 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
რონალდინიო ნამდვილი ჯადოქარი იყო:):):)) ყველაზე მეტად მისი თამაშით ვიყავი მოხიბლული):):) სამწუხაროდ დღეს მისი მსგავსი ფეხბურთელი არ არსებობს
0
№8
ავტორი: zatara
5 მარტი 2014 03:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
გვეკაიფება? O.ო 1998ში ეგ ფეხბურთს როგორ უყურებდა ტიპი ალბათ ვერც ლაპარაკობდა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top