"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი თავის ყოფილ გუნდზე საუბრობს.შეგახსნებთ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ბერბატოვმა დატოვა "წითელი ეშმაკები" და "ფულემში" გადაბარგდა.ბერბატოვმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 149 მატჩი ჩაატარა და 57 გოლის გატანა შეძლო.
"სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება,როდესაც ვთამაშობდი "იუნაიტედის" რიგებში ყოველთვის ვცდილობდი მწვრთნელების,გულშემატკივრების და რაც მთავარია ჩემი იმედები გამემართლებინა,მაგრამ ბოლო წლებში საქმე ნელ-ნელა უკან მიდიოდა."
ბერბატოვი 2010/11 წლებში "წითელი ეშმაკების" მაისურით პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა და ამის შესახებაც ისაუბრა ბერბატოვმა.
"2010/11 წლებში მე გავხდი პრემიერ ლიგის ბომბარდირი და სიმართლე გითხრათ არასოდეს მიოცნებია სათადარიგო მოთამაშედ ყოფნა.ეხლა მთავარი ისაა,რომ მე უკვე "ფულემის" მოთამაშე ვარ და ყველანაირად შევეცდები ამ გუნდის იმედები გავამართლო." - დაასრულა ბერბატოვმა