"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ყოველ ორშაბათს ხუან მატას ბლოგის ჩანაწეწრებს აქვეყნებს. ერთ-ერთი ასეთი დღესაც გავრცელდა.
"კრისტალ პალასთან" გამარჯვების შემდეგ ჩვენ ვერ მოვახერხეთ წარმატების მიღწევა "ოლიმპიაკოსთან". ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ნამდვილ ტკივილს განვიცდიდი, რადგან არ შემეძლო პარტნიორებს დავხმარებოდი და მხოლოდ სახლიდან ვადევნებდი თვალს ამ მატჩს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იქნება, "ოლდ ტრაფორდზე" მატჩი საერთო წარმატების მიღწევის იმედს კიდევ ტოვებს. გულშემატკივრები ყოველთვის ფანტასტიურ მხარდაჭერას გვიცხადებენ. დარწმუნებული ვარ ბერძნებთანაც ასე იქნება."
"მარტი ჩვენთვის რთული თვე იქნება. წინ ბევრი დაძაბული შეხვედრაა, რომელთა რიცხვში "სიტისთან" და "ლივერპულთან" გასამართი შეხვედრებიც შედის. ვიცით, რომ სატურნირო ცხრილში მაღლა უნდა ავიწიოთ, ამიტომაც მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ მოედანზე."
"დიდი მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მოხარული ვარ რეგულარული თამაშით და ჩემი კარიერით ვტკბები. იმედი მაქვს უახლოეს დროში ოპტიმალურ ფორმას მივაღწევ."