რა მოუვიდა გრანდს, რომლის შენებას ფერგიუსონმა 27 წელი შეალია.
როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფერგიუსონის შემცვლელად დევიდ მოიესი აირჩია, ბევრი გულშემატკივარი გაოგნებული დარჩა. "ევერტონის" ყოფილ მწრთვნელს არცერთი ტიტული არ მოუგია და არც "ჩემპიონთა ლიგაში" უთამაშია.
ფერგიუსონის შეცვლას ვერავინ შეძლებს. დღეს, გულშემატკივარი აშკარად ხედავს, რომ ყოფილსა და ამჟამინდელ მწრთვნელებს შორის დიდი სხვაობაა, თუმცა პრესა მაინც წერს:
"ისინი ერთი ფესვიდან მოდიან." მაგრამ ყველას იმედი გაუცრუვდა. მოიესი ახლოსაც კი ვერ მივა ფერგიუსონამდე. სერ ალექსი მოგებისთვის იყო დაბადებული, ის მოგებისთვის იბრძოდა, როგორც თავად ფერგი აცხადებდა, "მანჩესტერს" წარმატება სისხლად და ოფლად სდიოდა. რა ხდება მოიესის შემთხვევაში? მოიესი წარუმატებლობის მეტს არაფერს აჩვენებს მსოფლიოს.
უამრავ ასეთ სურათს ნახავთ ინტერნეტ-სივრცეში, სადაც მოიესის მომხრეები ამ შედეგების საშუალებით ცდილობენ მის დაცვას.უამრავი შედარება გაკეთდა ფერგიუსონის და მოიესის ჩატარებულ პირველ მატჩებს შორის. ხალხი თავს იიმედებდა და ამბობდა: "არაუშავს, ფერგის სამი წელი დასჭირდა ტიტულის მოსაგებად, ახლა კი ყველა ვხედავთ რისი მიღწევა შეძლო მან, ამიტომაც მოთმინებით უნდა ვიყოთ და მოიესსაც მივცეთ დრო." თავიდან, ყველას ეღიმებოდა, როცა ეს სიტყვები ესმოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი უკვე ყველას აღიზიანებდნენ. კლუბი ვალდებულიც კი იყო ფერგიუსონისთვის მხარი დაეჭირა, იმიტომ რომ მას უკვე დამტკიცებული ჰქონდა რისი გაკეთება შეეძლო, მოიესმა კი მსოფლიოს დღემდე ვერ დაანახა თუ შესწევს რაიმეს ძალა. კლუბი იყო ვალდებული გვედში დადგომოდა ფერგიუსონს, რადგან მან კრიზისში მყოფი, განადგურებული გუნდი ჩაიბარა, იმ დროს, როცა მოიესი ჩემპიონებს იბარებს. სწორად ამიტომ, მოიესისთვის იმავდე დროის მიცემა და ამ ორი მწრთვნელის პირველი თამაშების შედარება უბრალოდ სასაცილოა და მეტი არაფერი.

და მაინც, მოიესი არის კაცი, რომელიც აირჩია ფერგიუსონმა და ხალხს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. წითელმა არმიამაც არ დააყოვნა და ეჭვების მიუხედავად ბოლომდე გვერდში დაუდგა ახალ მწრთვნელს. ჩვენ ყველამ ვიცოდით, გუნდს ცვლილებისა და გაწმენდისთვის დრო სჭირდებოდა, სწორად ამიტომაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მოგების, წაგების, თუ ფრეს შემთხვევაში, თითოეული ფანი მხარს უჭერდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა ის საიდან უყურებდა მას, ბარიდან, სტადიონიდან, სახლიდან... ყველა გულშემატკივარი ბოლომდე მღეროდა:
"Come on David Moyes, Play Like Fergie Boys!!"(მოიეს ითამაშე ისე, როგორც თამაშობდნენ ფერგის ბიჭები.) არ ჰქონდა მათთვის მნიშვნელობა იმას, თუ როგორი იმედგამაცრუებელი იყო შედეგი. "იუნაიტედმა" წააგო "მანჩესტერ სიტისთან", "ლივერპულთან", "ვესტ ბრომვიჩთან", "ნიუკასლთან" და "სუონსისთან", თუმცა გულშემატკივრები მოთმინებას ირჩევდნენ.
გულშემატკივარი მოიესს საკუთარი თავის რწმენისკენ მოუწოდებს.
მაშინაც კი, როცა "იუნაიტედი" სამარცხვინოდ დამარცხდა საბერძნეთში, ფანებმა უკმაყოფილება არ გამოთქვეს სტადიონზე. თუ თქვენ ამ მატჩის შემდგომ რეაქციას შეადარებთ "ლილისთან" 1-0 მარცხს 2005 წლის ნოემბერში, თქვენ მიხვდებით, თუ რა ზეწოლას გადაურჩა მოიესი მანჩესტერული სამყაროსგან.
განსხვავება ამ და იმ სეზონს შორის ის არის, რომ იმ წელს, "იუნაიტედმა" მეორე ადგილზე დაასრულა "პრემიერ ლიგა", მოიგეს "ლიგის თასი", 12 ფინალური თამაშიდან 9 მოიგება, 1 წაგება და 2 ფრე. იმ სეზონში "იუნაიეტდმა" კიდევ ერთი ქამბექი შემოგვთავაზა. მაგრამ ამ სეზონში გუნდში სიტუაცია უფრო მეტად უარესდება. 2013 წლის ბოლო დღეს, "იუნაიტედი" "ჩელსის" მხოლოდ 3 ქულით, ხოლო ლიდერებს 7 ქულით ჩამორჩებოდნენ. ხოლო სულ რაღაც 8 კვირაში ჩვენ "ჩელსისგან" 15 ქულა გვაშორებს.
საიდან დაიწყო კლუბის ჩავარდნა?
ბოლო ორი თვე "იუნაიტედისთვის" სრული კატასტროფა იყო, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უარესი ორი თვე ბოლო ათი წლის მანძილზე. გუნდმა ყველანაირი წარმატების შანსი დაკარგა. ფერგის წასვლის დღიდან, ყველამ კარგად იცოდა, რომ ჩვენ "პრემიერ ლიგის" გვირგვინს წელს ვერ დავიდგამდით, მაგრამ ჯერ კიდევ 2013 წელს არცერთ გულშემატკივარს არ ეპარებოდა ეჭვი, რომ "იუნაიტედი" ოთხეულში თავისუფლად მოხვდებოდა.
ყველაფერი 2014 წელს დაიწყო. ახალ წელს "მამლებმა" საჩუქარი გაუმზადეს "წითელ ეშმაკუნებს" და 2-1 მარცხი აგემეს საკუთარ სტადიონზე. ოთხი დღის შემდეგ, "ინგლისის თასიდანაც" გამოვვარდით "სუონსისთან" 2-1 მარცხის შემდეგ. წარუმატებლობა აქ არ დამთავრებულა და კიდევ ერთი მარცხი ახლა უკვე გასვლაზე "სანდერლენდთან". ოთხი დღის შემდეგ დადებულმა შედეგმა, თითქოს გულშემატკივრებს იმედი გაუჩინა. "იუნაიტედმა" "სუონსის" სამაგიერო გადაუხადა და 2-0 მოუგო, თითქოს კლუბში უკვე ყველაფერი უნდა დალაგებულიყო და ჩემპიონები ბრუნდებოდნენ კიდეც, მაგრამ "არისტოკრატებმა" "ეშმაკებს" სიხარული არ აცალეს და "წითლები" 3-1 დამარცხდნენ ლონდონში. კრახი ისევ გრძელდება. "იუნაიტედმა" "სანდერლენდთან" მეორე მატჩიც წააგო პენლებში და კიდევ ერთი თასი დატოვა. ყველაზე ცუდი ამ მომენტში ფანების განწყობა იყო. მათ თითქოს შვება იგრძნეს, რადგან "მანჩესტერ სიტისთან" აღარ მოუწევდათ თამაში ფინალში. აქამდე ყოველთვის მებრძოლ "იუნაიტედის" ფანებს, რომლებიც მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ "მანჩესტერი" წითელია, შეეშინდათ.
შემდეგი თამაშის მოგება შეძლო "იუნაიტედმა", მისი ლეგენდის, ოლე გუნარის გუნდის, "კარდიფის" წინააღმდეგ, მაგრამ სიხარულს კვლავ მწუხარება მოყვა და "წითლები" "სტოკ სიტიმ" დაამარცხა. მაგრამ ამდენი მარცხისდა მიუხედავად მოიესს შეუდრეკელი ფანები ედგნენ მხარში, რომლებიც ბოლომდე მხარს უჭერდნენ გუნდს.
თუმცა მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ფანების უმეტესობისთვის, "ფულჰემთან" 2-2 შედეგი, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ალბათ გახსოვთ როგორ ცდილობდა "იუნაიტედი" 45 წუთის მანძილზე მეტოქის კარის დალაშქვრას, თუმცა ვერაფერი მოახერხა. სეზონის მანძილზე მოიესს ბევრი უსიამოვნო განცხადება გაუკეთებია, მაგრამ ფანებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი მაინც "ფულჰემთან" მატჩის შემდგომ იყო:
"მე ყველაფერს ისე გავაგრძელებ, როგორც დღეს გავაკეთეთ, რადგანაც ვფიქრობ, რომ ეს სწორი ტაქტიკა იყო. ჩვენ იმავეს გავიმეორებთ, ჩვენ დავაზუსტებთ გადაწყვეტილების სისწორეს-მოვამზადებთ ფეხბურთელებს უკეთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება."
მოიესი მატჩის დროს.განვაგრძოთ იმავე თამაში? ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ვფლობდით ბურთს, მაგრამ არცერთი შეტევა გოლით არ დაბოლოებულა(2 გოლის გატანის შემდგომ) და ეს მოხდა ვისთან? ეს მოხდა კლუბთან, რომელიც დღეს-დღეობით "პრემეირ ლიგაში" აუტსაიდერია. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, მათ უნდა შეეცვალათ ყველაფერი თამაშის მანძილზე, ან ახლო მომავალში მაინც.
მოიესი ნამდვილად ღირსეულად ედგა "ევერტონს" სათავეში. თუმცა "ევერტონი" "იუნაიტედი" არ არის. ყველა გულშემატკივარი მოხარული იქნებოდა მისი მუშაობით, თუ ისინი ჩემპიონების მაგივრად, იმ გუნდის ფანები იქნებოდნენ, რომლებისთვისაც ცხრილის შუაში ყოფნა ჩემპიონობის ტოლფასია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს "მანჩესტერია"! და სწორად ამიტომ, ის ვერაფერს ვერ სთავაზობს გულშემატკივარს.
ჩვენ მოთმინება არ გვაკლია. ჩვენ სეზონის დასაწყისშივე ვიცოდით როგორ გაუჭირდებოდა მოიესს, როგორ გაუჭირდებოდა "იუნაიტედს" თავისი მაცოცხლებელი ძალის გარეშე. ეს კარგად ვიცოდით და ტიტულების მოგებას პირველივე წელს არ ვითხოვთ, უბრალოდ რაზეც გული შეგვტკივა არის ის, რომ გუნდში სიტუაცია უკეთესობისკენ კი არა უარესობისკენ მიდის. ჩვენ სწორ გზას არ ვადგავათ. ძველი "იუნაიტედისგან" დღეს მაყურებელი მხოლოდ ჩრდილს ხედავს და როდესაც შენ გუნდში გყავს ისეთი დონის ფეხბურთელები როგორებიცაა პერსი, რუნი, მატა და იანუზაი, შენ უკვე აღარაფერი გეპატიება. შესაძლოა გაგვიჭირდეს გრანდებთან თამაში, ისიც ახალი მწრთვნელის ფაქტორის გამო, მაგრამ არ გვეპატიება ისეთ გუნდებთან წაგება, რომლებსაც გუნდში იმის მსგავსი არაფერი აქვს, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელის სახით.
ფანტასტიური ოთხეული."მანჩესტერ იუნაიტედის" სახელის გაელვება ყველასთვის შიშისმომგვრელი იყო, მაგრამ ეს თითქოს დასასრულისკენ მიექანება. ჩვენ ჩემპიონობის გვირგვინი გვადგას, თუმცა ბოლო 12 თამაშში, მხოლოდ 3 მოგება და 7 დამარცხება გვაქვს. რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი მომავლისგან? "ლივერპულს" 14 ქულით ჩამოვრჩებით და ნუთუ შესაძლებელია ამ ხარვეზის აღმოფხვრა დარჩენილ დროში? რისთვის ვთამაშობთ დღეს? უნდა ველოდოთ რაიმე წარმატებას? ერთადერთი წარმატების შანსი "ჩემპიონთა ლიგა" გახლდათ, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ გულშემატკივრებიც, ფეხბურთელებიც და ხელმძღვანელობაც, თუმცა "ოლიმპიაკოსთან" მარცხის შემდეგ ბევრი უკვე დანებდა. წავაგეთ როგორ "ოლიმპიაკოსთან"? კლუბთან, რომელმაც ბომბარდირი გაყიდა და ისე გამოვიდა მოედანზე ჩვენთან სათამაშოდ. ეს ოცნებაც თითქოს ნელ-ნელა ნადგურდება.

ფერგიუსონმა ამ კლუბის აშენებისთვის 27 წელი შეუძლებელი შეძლო და აუხდენელი ოცნება აახდინა, მოიესი კი ანტირეკორდს ანტირეკორდზე ამყარებს. 1978 წლის შემდეგ, პირველად წააგო "ვესტ ბრომვიჩთან" სახლში, პირველად წააგო "ნიუკასლთან" 1972 წლის შემდეგ, პირველი წაგება "ევერტონთან" 1992 წლიდან, "იუნაიტედის" ისტორიაში პირველი მარცხი "სუონსისთან"(და ისტორიაში მეორედ გამოვარდა "ინგლისის თასის" მესამე რაუნდიდან ბოლო 29 წლის მანძილზე), პირველი წაგება "სტოკ სიტისთან" 1984 წლის შემდეგ და პირველი წაგება ბერძნებთან. ამას რომ თავი გავანებოთ, 2001 წლის შემდეგ "იუნაიტედს" სამი თამაში ზედიზედ არ წაუგია(და ესეც მაშინ მოხდა, როცა ტიტული თითქმის უკვე აწეული ჰქონდათ). წელს კი უკვე მოვახერხეთ 8 თამაშის წაგება "პრემიერ ლიგაში", ეს რეკორდი კი ჯერ მოიესს არ მოუხსნია. წაგებული თამაშების რაოდენობა წლის მანძილზე 9 ფიქსირდება, 2001-02 და 2003-04 წლებში.
ამას მხოლოდ უიღბლობას ვერ დავაბრალებთ. ვერც იმას ვიტყვით, რომ ფეხბურთელები არაფერ შუაში არიან. უეინ რუნი და დენი უელბეკი – ორად–ორი ფეხბურთელი, რომლებმაც პროგრესირება მოახერხეს გასული სეზონის შემდეგ.
ჯერჯერობით ევერტონის ყოფილმა მწრთვნელმა და ფეხბურთელმა ვერ დაამტკიცეს, რომ "იუნაიტედის" ღირსი არიან.
დავუბრუნდეთ ისევ მოიესს და ტრანსფერებს. ზაფხულში "იუნაიტედმა" მარუან ფელაინი შეიძინა და იოზილი ხელიდან გაუშვა. გლაიზერებს არ სურთ ინვესტიციების ჩადება. კლუბში კი საშინელი სიტუაციაა. გადავხედოთ გრანდებს, შევადაროთ მათი და ჩვენი ფორმა, დავინახავთ აშკარა განსხვავებას. ეს არ არის შემადგენლობა, რომლებიც ჩემპიონებს შეეფერება, ყველა კი ფერგიუსონი არ არის, რომ ამ შემადგენლობით ჩემპიონობა შეძლოს. წარმოიდგინეთ "იუნაიტედის" სათავეში მოურინიო ან გვარდიოლა. რომელიმე ჩვენგანს სჯერა, რომ ამ შემთხვევაში "წითლების" ერთადერთი შენაძენი მარუან ფელაინი იქნებოდა?
ასეთი და სხვადასხვა პროტესტებით გულშემატკივარი მოიესის გაშვებას ითხოვს.ბევრს სურს, რომ მოიესმა დატოვოს კლუბი. ბევრს უკვე იმედი აღარ აქვს, რომ "იუნაიტედი" ამ სეზონში გაბრწყინდება, მაგრამ გულის სიღრმეში ყველას სურს, რომ არასწორი აღმოჩნდეს, ყველას სჯერა მაინც თავის კლუბის, იქამდე სანამ თეორიული შანსი მაინც იარსებებს მათი წარმატების. ჩვენ ვიცოდით, რომ რთული სეზონი გველოდა, ვიცოდით წელს რაღაც განსხვავებულს ვნახავდით, მაგრამ ყველაზე საშინელ ღამის კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით კლუბს ასეთ მდგომარეობაში, ფეხბურთელებს ასეთ ფორმაში, ასეთ სამარცხვინო შედეგებს.
და მაინც, ჩვენ ყოველთვის მხარში ვედგებით ჩვენს კლუბს, ყოველთვის ბოლომდე ვიმღერებთ მათთვის და მოიესსაც ვუმღერებთ, იმიტომ რომ მას "იუნაიტედის" მწრთვნელი ჰქვია. მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, კოშმარიდან თავს დავაღწევთ და კვლავ გავიბრწყინებთ!
ManUtdBlog