"სპორტინგის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა უილიამ კარვალიომ დაადასტურა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი და იგი კლუბს სავარაუდოდ ზაფხულში შეუერთდება.
დევიდ მოიესი ძალიან ბევრ ნახევარმცველს აკვირდებოდა, თუმცა საბოლოო არჩევანი პორტუგალიელზე გააკეთეს, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია კლუბში. შოტლანდიელს მასში მინიმუმ 45 მილიონის გადახდა მოუწევს, რადგან მის კონტრაქტში სწორედ ეს თანხა არის ჩაწერილი.
"ძალიან სასიამოვნოა, როდესა გაქებენ და გესმის, რომ შენით დიდი კლუბი ინტერესდება. არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას, ეს შეიძლება იყოს იუნაიტედი ან რეალი. თუმცა ახლა მხოლოდ სპორტინგზე ვფიქრობ და ყველაფერს გავაკეთებ ამ კლუბისთვის. სეზონის ბოლოს ვნახავთ თუ რა მოხდება"._განაცხადა კარვალიომ.