თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2014, 10:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1876,
კომენტარები: 10
რობსონი: "ოლიმპიაკოსს უნდა გავცდეთ"
ბრაიან რობსონი წარსულს იხსენებს.
რობსონი:
ბრაიან რობსონმა გაიხსენა თუ როგორ მოახერხეს ორ ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა "ბარსელონასთან" 1984 წელს.

"იუნაიტედის" თამაში ათენში ნამდვილი საშინელება იყო. მოთამაშეებმა არ უნდა დაადანაშაულონ მწვრთნელი, ან რაიმე სხვა გასამართლებელი საშუალება ეძებონ. სიმართლე ისაა, რომ გუნდი ვერ აჩვენებს იმას, რაც უნდა აჩვენოს და ეს უნდა ვაღიაროთ. "ოლდ ტრაფორდზე" საპასუხო შეხვედრაში ბიჭებმა ყველაფერი უნდა აჩვენონ რაც შეუძლიათ, გულშემატკივრების, კლუბისთვის და მწვრთნელისთვის."

"1984 წელს მეც ვყოფილვარ მსგავსს სიტუაციაში. "ბარსელონასთან" პირველ მატჩში რამდენიმე კარგი მომენტი გავაფუჭე და საპასუხო შეხვედრაში დანაშაულის გრძნობით გავედი მოედანზე. როცა ინგლისში დავბრუნდით, ბრიტანულმა გაზეთებმა დაწერეს, რომ მე უბრალოდ არაფერი შემიძლია. ეს კი პირველ გვერდზე გამოაქვეყნეს."

"კრიტიკის ქარცეცხლში გამახვიეს იმის გამო, რომ ერთი მომენტი გავაფუჭე. ერთი-ერთზე გავედი და მომეჩვენა, რომ მსაჯმა თამაში შეაჩერა. მე უბრალოდ ბურთი მოვჭერი და მეკარეს მივეცი. მაგრამ მომესმა. ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციაში ისე ვიჭერ თავს, თითქოს სასტვენის ხმა ვერ გავიგე და შეტევას ვასრულებ. მაგრამ ამჯერად უბრალოდ გავჩერდი და ბურთი მივეცი. საშინელი მომენტი, სიძულვილი, რომელიც ჩქეფდა ჩემში საპასუხო მატჩის წინ."


რობსონი: "ოლიმპიაკოსს უნდა გავცდეთ"


"ერთადერთი, რაც საპასუხო შეხვედრიდან მახსოვს, ეს არის "ოლდ ტრაფორდზე" არსებული დაუჯერებელი ატმოსფერო. არც მანამდე, არც მას შემდეგ არ მინახავს მსგავსი სიტუაცია ტრიბუნებზე. მთელი სტადიონი მღეროდა. შესაძლოა ეს მარადონას კარიერაში სულაც არ იყო საუკეთესო საღამო, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მას არავითარი შანსი არ დაუტოვეს. შეხვედრის შემდეგ ოთხფეხზე დავდიოდით. მოედანზე მაქსიმუმი დავდეთ."

"მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს ხელშიაყვანილი დავყავდი. რა თქმა უნდა თანამედროვე უსაფრთხოების პირობებში გულშემატკივარი ვერ შემოვა მოედანზე და რობინ ვან პერსის ან რუნის ვერ გადაეხვევა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათ მომხრეებს სიხარულის მიზეზი მისცენ. "ოლიმპიაკოსი" "ბარსელონა" არაა - რბილად რომ ვთქვათ. ჩვენი ბიჭები ვალდებულნი არიან შემდეგ ეტაპზე გავიდნენ."


რობსონი: "ოლიმპიაკოსს უნდა გავცდეთ"


რობსონი: "ოლიმპიაკოსს უნდა გავცდეთ"


1984 წელს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" შორის გამართული პირველი შეხვედრა 0-2 დასრულდა ესპანლეთა სასარგებლოდ. საპასუხო შეხვედრაში კი "წითელმა ეშმაკებმა" 3-0 იმარჯვეს, ხოლო ბრაიან რობსონმა დუბლი შეასრულა.

წყარო: redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
2 მარტი 2014 10:42
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ისევ დამასწარი !! :X
0
№2
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2014 10:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ერთი ასეთი თავდადება გვჭირდება. არ ვიტყვი სასწაულის მოხდენა თქო. ოლიმპიაკოსი ოლიმპიაკოსი ა და აქ სასწაული არ გჭირდება, აქ მხოლოდ მონდომება, თავდადება, თავდაჯერებულობაა საჭირო...ტუმცა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე სწორედ ესაა ჩვენი სასწაული. ფეხბურთელებს სწორედ ის აკლიათ რაც მოგებისთვისაა საჭირო.

გიო,
wink შემდეგში მითხარი ხოლმე თუ წერ რამეს და აღარ დავდებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ლადო
2 მარტი 2014 10:57
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჟილკა აღარ აქვთ ფეხბურთელებს, იმედია ეს სამარცხვინო წაგებას ვუწოდებ, კარგად აისახება ფეხბურთელებზე
0
№4
ავტორი: LizarD
2 მარტი 2014 11:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მართალი ილაპარაკა. საჭიროა უბრალოდ და მორჩა.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
2 მარტი 2014 12:08
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მოიესის ბრალია ყველაფერი რა !!!
0
№6
ავტორი: Manchester_M
2 მარტი 2014 12:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ოლტრაფორტზეც გაგვიჭირდება ოლიმპიაკოსის დამარცხება :X თუ ასე ითამაშეს :) 3-0 უნდა მოვიგოთ
0
№7
ავტორი: chudikone
2 მარტი 2014 12:50
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნამდვილი ლეგენდა love კარგი სამტივაციო სიტყვები ილაპარაკა და კარგი მაგალითიც მოგვიყვანა, რავიცი, მე მაინც მაქვს იმედი რო გავალთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: GeorgeBest
2 მარტი 2014 18:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აუ ბარსასთან რა ითამაშა ამან love ეგ მართლა უმაგრესი თამაში იყო. მოუსმინონ ამას ერთი ადგილი გაანძრიონ, ოლიპიაკოსია დ აოლდ ტრაფორდზე ვართ ბოლოს დ აობლოს
0
№9
ავტორი: Best 7
2 მარტი 2014 19:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
moies datukse erti magrad fexburtelebi
0
№10
ავტორი: RedGirl
3 მარტი 2014 01:26
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აი წესით ოლდ ტრაფორდზე უნდა ინანოს ოლიმპიაკოსმა ის ორი გატანილი ბურთი სულ თავბედი უნდა ვაწყევლინოთ რა ! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top