თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2014, 09:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2000,
კომენტარები: 10
ვან გაალი "იუნაიტედში"?
"მანჩესტერ იუნაიტედი" დევიდ მოიესს ვან გაალით ჩაანაცვლებს?
ვან გაალი
იმ შემთხვევაში, თუ სეზონის ბოლოს "იუნაიტედს" დევიდ მოიესი დატოვებს, მის შემცვლელად ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი განიხილება.

"ოლიმპიაკოსთან" განცდილმა მარცხმა, კიდევ უფრო გაამძაფრა მოიესზე ისედაც მწვავე ზეწოლა - ნათელია, რომ დევიდი თავის დავალებას ღირსეულად ვერ ართმევს თავს.

მეორე მხრივ თუ შევხედავთ, "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლამდე მოიესს მსგავს დონეზე არასდროს ჰქონდა ნამუშევარი. ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა, ყველა ტურნირზე მიზნად გამარჯვების დასახვა - ყველაფერი ეს ახალია მოიესისთვის.

ასეთი გამოცდილებით კი ნამდვილად დაიკვეხნის 62 წლის ლუის ვან გაალი, რომელიც წარსულში "აიაქსს", "ბარსელონასა" და "ბაიერნს" წვრთნიდა. ბოლო კვირების განმავლობაში ლუისმა არაერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერე პრემიერ-ლიგაში სურს ძალების მოსინჯვა.

როგორც Daily Mirror იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა სახალხოდ მხარს უჭერს დევიდ მოიესს, მის გაშვებაზე მაინც ფიქრობენ. ამ ვაკანსიას კი ვან გაალი დაიკავებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვან გაალი ზაფხულში ნამდვილად დატოვებს ჰოლანდიის ნაკრებს, მის ადგილს კი გუუს ჰიდინკი დაიკავებს. ხმა დაირხა, რომ ვან გაალი "ტოტენჰემს" ჩაიბარებდა, მაგრამ "იუნაიტედის" ვარიანტი გაცილებით მიმზიდველი ჩანს ამ უაკანსკნელის რესურსებისა და ამბიციების გათვალისწინებით.

რომელ კლუბშიც არ უნდა გადავიდეს ლუის ვან გაალი, მის ასისტენტად ფრანკ დე ბური განიხილება - "აიაქსის" ამჟამინდელი მწვრთნელი. თავის დროზე ფრანკ დე ბური თამაშობდა ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "აიაქსში", "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრებში.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2014 09:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კაი ვარიანტია. მაგარ სამწვრთნელო შტაბს ააწყობს და ასეთი გამოცდილების მქონე კაციც გამოგვადგება. თანაც ნორმალურ ფეხბურთს გვათამაშებს, შემტევს და სანახაობრივს. ახლა უვე მინდა ეს მოიყვანონ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Rosso Diavolo
2 მარტი 2014 09:49
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჭორია უეჭველი !! არამგონია რო ვან გაალმა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების დატოვება ისურვოს, მაგრამ არცესაა გამორიცხული !!!
0
№3
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2014 09:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიო,
თავად განაცხადაო ბრატ. მაგარი userbar გაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Rosso Diavolo
2 მარტი 2014 09:56
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
man7utd7,

გაიხარე ;)
0
№5
ავტორი: Malboro463
2 მარტი 2014 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ტოტენჰემის ვარიანტს განვიხილავო და მანჩესტერიდან რო მიღოს შემოტავაზება არამგონია უარტი თქვას :დ
0
№6
ავტორი: ლადო
2 მარტი 2014 10:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მოეშვით რაა ოცნებას მოიესს ჯერ არ გაუშვებებნ კლუბიდან...
0
№7
ავტორი: Manchester_M
2 მარტი 2014 12:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ლადო,
უნდა გაუშვან რამდენი წელის ჩაგდება უნდა აპატიონ არ იზამენ თორე ახლავე დასატოვებელი აქ თანამდებობა :)
0
№8
ავტორი: chudikone
2 მარტი 2014 12:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არიქა იქნებ გვეშველს რამე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Macklemore
2 მარტი 2014 17:27
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია და მაგარი იქნებოდა თავიდანვე ეს რო მოსულიყო, მაგრამ მოიესს არავინ გაუშვებს ჯერ!!
0
№10
ავტორი: GeorgeBest
2 მარტი 2014 18:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ გაუშვებენ წელს და შემცლელი ან კლოპი ან რომელიმე მანჩესტერელი მინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top