მოგესალმებათ საიტის ადმინისტრაცია. Redarmy.ge აგრძელებს განახლებას და კიდევ ერთ ახალ პროექტს სთავაზობს მომხმარებლებს. ამჯერად ეს გახლავთ უეინ რუნის ოფიციალური საიტის ქართული ანალოგი, სადაც დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ კლუბის ლიდერის და ინგლისის ნაკრების ფორვარდზე.
ახლა მოკლედ საიტის დანიშნულებაზე და მის ფუნქციებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში შეგიძლიათ იხილოთ უეინ რუნის შესახებ უახლესი ინფორმაცია, რომელიც საიტის მთავარ გვერდზეა განთავსებული. შეგიძლიათ გაეცნოთ სტატისტიკას, სადაც დაწვრილებით იხილავთ მის სტატისტიკას განვილილი კარიერიდან. შეხვდებით ბიოგრაფიას და გალერეას, რომელიც ყოველი თამაშის მერე განახლდება.