თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2014, 13:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1698,
კომენტარები: 10
ევროტურნირით თუ არა, ამხანაგურით მაინც
"იუნაიტედი" ფულს სხვა გზით გამოიმუშავებს.
ევროტურნირით თუ არა, ამხანაგურით მაინც
The Telegraph-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედი" ვერ მოახერხებს ევროტურნირებზე გასვლას, კლუბი მსოფლიოს მასშტაბით მოაწყობს ტურნეებს და ევროტურნირებზე მისაღები პოტენციური თანხის კომპენსაციას ამხანაგური მატჩებიდან შეეცდება.

ყველაზე დაბალი შეფასების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილი "იუნაიტედი" სულ ცოტა 30 მლნ. ფუნტს დაკარგავს.

ამავდროულად აშშ-ში დაგეგმილი ტურნე, რომლის დროსაც "იუნაიტედი" 5 მატჩს ჩაატარებს, "წითელი ეშმაკების" ყულაბაში 12 მლნ. ფუნტს შეიტანს. 2008 წელს საუდის არაბეთის გუნდმა, "ალ-ჰილალმა" 2 მლნ. ფუნტი გადაუხადა "იუნაიტედს" რათა ამ ორ კლუბს ამხანაგური მატჩი ჩაეტარებინათ.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ წელსაც იქნება ასეთი შემოთავაზებები და როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები ევროპის ლიგაზე, ან ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის გამო პოტენციური თანხის კომპენსირების საშუალება გახდება.

აღსანიშნავია, რომ მომავალ სეზონში ევროთასებს შესაძლოა სხვა დიდი კლუბებიც დააკლდნენ: "ლიონი", "პსვ", "მილანი" და "ვალენსია". თითოეული მათგანი შესაძლოა "იუნაიტედის" პოტენციური მოწინააღმდეგეები გახდნენ.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 მარტი 2014 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მილანი კიდე ხოო, მაგრამ სად პსვ, ლიონი, ვალენსია და სად მანჩესტერი??? როგორ არ მინდა ლიგის გარეშე დარჩენა sad
0
№2
ავტორი: Manchester_M
1 მარტი 2014 15:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
თანდათან ყველაფრის იმედი გადაიწურა :D
0
№3
ავტორი: GeorgeBest
1 მარტი 2014 15:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმ თანხის ამოღება რასაც ლიგის მიღმა დარჩენით დავკარგავთ არამგონია გაუჭირდეთ, მითუმეტეს რომც ვერ ამოიღონ რაც ამ წლების მანძილზე ვალები იხადეს და ფული აგროვეს მაგ ჩემისებმა გაიმეტონ ეხლა ტრანსფერებისთვის
0
№4
ავტორი: captain
1 მარტი 2014 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მთავარია ფულის საშოვნელად ტრასაზე არ დადგნენ და დანარჩენი არა უშავს
0
№5
ავტორი: Manchester United 14
1 მარტი 2014 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ეჰ უკვე იმედიც არ აქვთ არაფრის facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№6
ავტორი: Jubo
1 მარტი 2014 18:29
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რას გვიშვება მოიესი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: love united
1 მარტი 2014 18:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა დღეში ვართ...
0
№8
ავტორი: red devil
1 მარტი 2014 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Fulis meti ra aqvtmagat magram liga manchesteris gareshe ;(
0
№9
ავტორი: ლადო
2 მარტი 2014 10:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ დაღუპულები ვართ
0
№10
ავტორი: Shako Jones
2 მარტი 2014 18:36
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
hahahaha dedasgitirebt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top