თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2014, 14:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1768,
კომენტარები: 6
მანჩესტერელები ნაკრებში
"მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე მოთამაშე სანაკრებო მატჩებს ჩაატარებს.
მანჩესტერელები ნაკრებში
დარენ ფლეთჩერი შეუერთდა იმ ფეხბურთელთა სიას, ვინც საკუთარი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამოვა. 2012 წლის შემდეგ ფლეთჩერი პირველად მოხდა შოტლანდიის ნაკრებში. ის ოთხშაბათს პოლონეთისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ინგლისის ნაკრები "უემბლიზე" დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ მატჩში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ უეინ რუნიმ, კრის სმოლინგმა, მაიკლ კერიკმა, ტომ კლევერლიმ და დენი ველბეკმა.

რობინ ვან პერსი და პატრის ევრა შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჰოლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში.

მარუან ფელაინი კი ფორმის აღდგენას ბელგიის ნაკრებში შეეცდება. ბელგია კოტ დ'ივუარს დაუპირსპირდება.

ხუან მატამ კი შესაძლოა იტალიის წინააღმდეგ ჩაატაროს მატჩი ესპანეთის ნაკრების მაისურით.

ატლანტაში მექსიკის ნაკრები ნიგერიის ნაკრებს დაუპირისპირდება და ამ მატჩში ხავიერ ერნანდესიც მიიღებს მონაწილეობას.

ანტონიო ვალენსია კი შეეცდება ეკვადორის ნაკრებს დაეხმაროს ავსტრალიასთან.

შინჯი კაგავას იაპონიის ნაკრები ახალ ზელანდიას შეხვდება.

ინგლისის ნაკრების 21 წლამდელთა ნაკრებში კი უილფრიდ ზაჰა, ჯესი ლინგარდი, სემ ჯონსტონი და მაიკლ კინი გამოძახეს, რომლებიც უელსელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

ჯეიმს უილსონი ინგლისის 19 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს. მისი გუნდი თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

manutd.ru
სიახლეები, ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2014 14:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმედია ეს მატჩები მხოლოდ კარგ ფორმაში მყოფებს დააბრუნებს ფეხბურთელებს და არა ტრავმებით შეწუხებულებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Macklemore
28 თებერვალი 2014 14:31
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაია. ჯონსს გაუტრაკა ამ ტრავმებმა რა! იმედია მუნდიალზე წავა ფილიც და 6 წარმომადგენელი გვეყოლება ინგლისში!
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 თებერვალი 2014 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯანმრთელები დაბრუნდნენ და არ მინდა მეტი არაფერი.
0
№4
ავტორი: davita
28 თებერვალი 2014 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
Good :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: Paul Scholes 22
1 მარტი 2014 09:48
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
21წლამდელები ძაალიან მაგრები გვყავსს... კინი-ლინგარდი უძლიერესია.იმედია მომავალი სეზონიდან ვიხილავთ პირველ გუნდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№6
ავტორი: ლადო
2 მარტი 2014 09:33
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია ეს თამაშები დაეხმარებთა ფეხბურთელებს და ტრავმებს თუ არ აიკიდებენ კარგი იქნება...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top