თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2014, 04:20
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2143,
კომენტარები: 8
ჩიჩარიტო შეშფოთებულია
მექსიკელმა უარყო ჭორები მისი მხრიდან ვან პერსის გაკრიტიკების თაობაზე.
ჩიჩარიტო შეშფოთებულია
როგორც მოგეხსენებათ, "იუნაიტედმა" კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩი დათმო გასულ სამშაბათს და კიდევ უფრო შეიმცირა იმის შანსები, რომ გუნდი მიმდინარე სეზონში რაიმე თასს აღმართავს.

მატჩის დამთავრების შემდეგ, უამრავმა კომენტარმა და შეფასებამ გაიჟღერა, თუმცა ალბათ ყველასათვის ყურადსაღები, მაინც თავად ფეხბურთელების განცხადებებია. რობინ ვან პერსიმ, რომელმაც მატჩის მიწურულს რეალური საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან, განავხადა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მისი თანაგუნდელები მის ზონაში მოძრაობენ და ხელს უშლიან მას გუნდისთვის სარგებლის მოტანაში.

არც არის გასაკვირი, რომ ამ კომენტარსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ხავიერ ერნანდესის კომენტარი იყო, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, სულაც არ იყო კავშირში რობინ ვან პერსის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან. მექსიკელმა თავის Instagram-ზე მსგავსი სათაურის ფოტო განათავსა: "თანაგუნდელების გარეშე, შენ არაფერს წარმოადგენ ფეხბურთში. იყავი ყოველთვის მადლიერი..."



ყვითელ პრესას მორიგი სალაპარაკო მიეცა. შეიქმნა ისეთი ილუზია, თითქოსდა გუნდში განხეთქილებები არსებობდეს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია. ამაში დარწმუნების საბაბს ისევ ხავიერ ერნანდესის განცხადება გვაძლევს, რომელიც მან ამჯერად Twitter-ზე განათავსა:






განცხადება ქართულ ენაზე ასე ჟღერს: "რატომ იღებს პრესა ყველაფერს სხვა კონტექსტში ? ჩემს კომენტარს Instagram-ზე არავითარი კავშირი აქვს რობინთან. ჩვენ დიდებული თანაგუნდელები ვართ, რომლებიც ერთსა და იმავე რამეს ვემსახურებით, გუნდს! და იმისდა მიუხედავად, რომ გუნდი ცუდად გამოიყურება, არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამ ყველაფრის უარესად დანახვა სურთ."

წყარო: Twitter
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
28 თებერვალი 2014 04:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ძალიან კარგი. რადროს განხეთქილებები იყო ეხლა : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: ლადო
28 თებერვალი 2014 08:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რავიცი, რავიცი...ნუ სიტყვებს ვეღარ ვპოულობ უკვე რომ რა დავწერო....კარგია რომ განხეთქილება არაა გუნდში და როგორც რეალი იყო დაყოფილი ეგრე არ ვართ დაყოფილები
0
№3
ავტორი: davita
28 თებერვალი 2014 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ჩიჩა ათამაშოს რაა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№4
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2014 08:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგია თუ ეს სიმართლეა. არ მინდა უთანხმოება კლუბში ნაღდად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
28 თებერვალი 2014 09:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია, მაგრამ ჯობია ყველაფრისგან თავი შეიკავონ ხოლმე, თუნდაც პერსიმ. ამ დროს ესე საჯაროდ აკლია გუნდს ცენზურაობების ლაპარაკი და ეგაა
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 თებერვალი 2014 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია რო ყველაფერი გაირკვა, ეხლა ისე გვჭირდება ერთად დგომა როგორც არასდროს. კონფლიქტის დრო ნაღდად არააა მითუმეტეტს ფეხბურთელებს შორის.
0
№7
ავტორი: Manchester_M
28 თებერვალი 2014 13:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
http://www.youtube.com/watch?v=urUEeDsCRnk უყურეთ და შეაფასეთ :)
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
28 თებერვალი 2014 16:05
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ათამაშოს რა ეს კაცი !!!
<3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top