თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2014, 18:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2724,
კომენტარები: 15
კლოპი კლუბის დატოვებას ფიქრობს
კლოპს "იუნაიტედს" უკავშირებენ.
კლოპი კლუბის დატოვებას ფიქრობს
იურგენ კლოპის მიერ მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით, რომელსაც მან "ბორუსიაში" მიაღწია, კლოპის მომავალი სპეკულაციების მსხვერპლი ხდება და ბრიტანულ პრესაში აღარაფერი იბეჭდება გარდა კლოპის შესაძლო გადმობარგებისა "მანჩესტერ იუნაიტედში".

"სიგნალ იდუნა პარკზე" გატარებული პერიოდის განმავლობაში კლოპმა ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, ერთხელ გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გააღწია, რითაც რეკომენდაცია გაუწია საკუთარ თავს, როგორც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს.

თუმცა 46 წლის სპეციალისტი ამტკიცებს, რომ დორტმუნდში ბედნიერია. მიუხედავად იმისა, რომ მეორე წელმაც შესაძლოა ტიტულების გარეშე ჩაიაროს, კლუბის დატოვება კლოპის უკანასკნელი საფიქრალია.

FIFA.com-თან ინტერვიუში კლოპმა განაცხადა, რომ გადახედავდა გერმანიის ნაკრების სათავეში ჩადგომის ვარიანტს, მაგრამ ისიც დაამატა, რომ გერმანიას უკვე ჰყავს ფანტასტიური მწვრთნელი, იოაჰიმ ლიობის სახით.

"არა ახლა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ძალიან მიმზიდველი შემოთავაზება იქნებოდა." - განაცხადა კლოპმა, როცა მას ჰკითხეს მზად იყო თუ არა ამ საქმითვის ხელი მოეკიდა.

"მე ბედნიერი ვარ გერმანიაში ცხოვრებით. მე ვფიქრობ, ეს ფანტასტიური ქვეყანაა და აქაური ხალხიც თბილია."

"ისინი რომ აღფრთოვანებულიყვნენ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემი დანიშვნით, ამ საკითხს გადავხედავდი, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი რამ უნდა მოხდეს."

"ხუმრობა იქით იყოს და ჩვენ დიდებული მწვრთნელი გვყავს ნაკრების სათავეში, ჩემი "დორტმუნდული" სამუშაოც გასაოცარია, ასე რომ ყველაფერი რიგზეა."


manutd8.com
სიახლეები, ახალი ამბები, ჭორები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 თებერვალი 2014 18:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე მაგრად მევასება ეს მწვრთნელი. გავრცელდა ჭორები თითქოს რაღაცას გეგმავენო...თანაც ბრიტანული პრესა რო რამეს დაწეს, რაღაცად ღირს. მაგრამა რამგონია შეგვეფერებოდეს. ისე მაგარი ექსცენტრიული ტიპია, მარა არა იუნაიტედის სტილში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: რედი
27 თებერვალი 2014 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
მომწონს მისი სტილი:):) შემტევ, სწრაფ და დალაგებულ(ბოლო თამაშები კი ჩააგდო მაგრამ მაინც ასეა) ფეხბურთს ათამაშებს გუნდს
0
№3
ავტორი: Malboro463
27 თებერვალი 2014 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
კარგი იქნება თუ მოვა. ლიოვიც არა ცუდი ვარიანტი მოეს კი აჯობებს :დ
0
№4
ავტორი: red devil
27 თებერვალი 2014 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au neta es gadmovides da ar minda meti aravin
0
№5
ავტორი: gilmour
27 თებერვალი 2014 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მგონი ჩვენ ფეხბურთელებს ასეთი მკაცრი თავკაცი ჭირდებათ და არა მოიესისნაირი რბილი ხასიათის, როგორც ფერგი იღებდა მაქსიმუმს ყველა ფეხბურთელიდან ისეთი მიდგომა გვჭირდება ახლა.
0
№6
ავტორი: ლადო
27 თებერვალი 2014 19:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მაგარი მოტივატორი მწვრთნელია ვგიჯდები ამ მწვრთნელზე....დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამას იუნაიტედის სატავეში, ესეც მოუს პონტია, მაგრამ მოუზე ცოტა გამოუცდელია
0
№7
ავტორი: Berba 9
27 თებერვალი 2014 19:58
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
თუ სიამოვნებს გერმანიაში ყოფნა დარჩეს არაა პრობლემა. კლოპი არც ლევანდოვსკია და არც გიოცე, უყვარს დორტმუნდი აშკარად და თუ დარჩება კარგს იზავს. მაგრამ მოიესი მაინც გასაშვებია და რა აზრი აქვს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: tedo naneishvili
27 თებერვალი 2014 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
კაი მწვრთნელია, მაგრამ მოიესს არ გაუშვებენ პირველივე წელს .))) რეალი ხო არ ვართ :3
0
№9
ავტორი: Manchester_M
27 თებერვალი 2014 21:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
tedo naneishvili,
რეალი არ ხარ და გახდები ბოკა ხუნიორსი ოლიმპიაკოსთან თამაშმა აჩვენა რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება.

ადმინ გულის გამოსაკეთებლად დაწერე ეს თუ სიმართლის მარცვალი მაინც დევს ამ სტატიაში ? თან კლოპმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ეგ სად წწავა ?
0
№10
ავტორი: lefty
27 თებერვალი 2014 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ეს ყველაზე მაგარი ვარიანტია თუ გვეღირსა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top