თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2014, 17:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2204,
კომენტარები: 6
პერსი:"ჩვენი თამაში მოჩვენებითია"
პერსის "იუნაიტედის" თამაშზე საუბრობს.
პერსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი აცხადებს, რომ მისი კლუბი მიმდინარე სეზონში მოჩვენებით ფეხბურთს თამაშობს.

"იუნაიტედის" უკანაკნელ წარუმატებლობას ბევრი ადამიანი დევიდ მოიესს აბრალებს. თუმცა პერსი თვლის, რომ ეს მწვრთნელი კი არა მთელი გუნდის ბრალია. არც ერთი ფეხბურთელი არ დგას მოწოდების სიმაღლეზე.

"ჩვენ მოჩვენებითად ვთამაშობთ და მოჩვენებით ადგილს ვიკავებთ პრემიერ-ლიგაში. ჩვენ ყველა სათასო ტურნირიდან გამოვვარდით და ჩემპიონთა ლიგაზეც მძიმე სიტუაციაში ვართ. იმედგაცრუებულნი ვართ და სამწუხაროდ ეს ყველასთვის წარუმატებელი სეზონია."

"მართალია ხანდახან კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ, მაგრამ იშვიათად. და არც გვიმართლებს. თუმცა ეს არაა გამართლება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს სიტუაცია."

"ის (მოიესი) კლუბში ახალმოსულია და მას დრო აუცილებლად სჭირდება. ის თავდაუზოგავად მუშაობს, როგორც ჩვენ ყველა. საერთოდ ადვილია ყველაფრის მწვრთნელზე გადაბრალება, მაგრამ მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ჩვენ ჩვენი საქმე მოედანზე უნდა ვაკეთოთ." განაცხადა პერსიმ The Sun-თან ინტერვიუში.


fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
27 თებერვალი 2014 17:50
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან მაგარი კაცი ხარ პერსი! ყველა კრიტიკოსი გააჩუმე და სიმართლის მოსმენა ისწავლეთ, ყველას ნუ აკრიტიკებთ ეგრევე. მართალია მოესი გასაკრიტიკებელი კი არა გასაშვებია გუნდიდან, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ რო ფეხბურთელებს უბრალოდ ეზარებათ თამაში.

სუსტი მწვრთვნელი + უმოტივაციო ფეხბურთელები = მანჩესტერი დღეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Malboro463
27 თებერვალი 2014 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
თავის ადგილზე არ დგას ალბათ მოესიდა იმიტო კიდათ ფეხბურთელებს და ეზარებათ თამაში
0
№3
ავტორი: Z A C K™
27 თებერვალი 2014 18:37
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
იცოცხლე ლაპარაკი კი იცით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№4
ავტორი: რედი
27 თებერვალი 2014 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ამისი სიტყვებიდან გამომდინარე უკვე ვიცი სეზონის ბოლოს რასაც იტყვის :@:@:@უეჭველი წავა გუნდიდან
0
№5
ავტორი: red devil
27 თებერვალი 2014 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ravi ra unda vtqva moies avtoriteti ar aq tavis gundshi da magis bralia
0
№6
ავტორი: Manchester_M
27 თებერვალი 2014 21:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აუ შემოულაწუნეთ რა მთელ მანჩესტერს თავის ფეხბურთელიან მწვრთვნელებიანად რა :@
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top