თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2014, 08:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1977,
კომენტარები: 9
კრერანდი:"წითლებს შეუძლიათ პროგრესირება"
პედი კრერანდი "იუნაიტედზე" საუბრობს.
კრერანდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პედი კრერანდი გაგებით ეკიდება საბერძნეთში განცდილ მარცხს და თვლის, რომ "ეშმაკებს" ჯერ კიდევ შესწევთ ყველაფრის გამოსწორებისა და მეოთხეთ ფინალში გასვლის ძალა.

MUTV-სთან ინტერვიუში პედი კრერანდი აბსოლუტურად დაეთანხმა დევიდ მოიესის განცხადებას, რომელშიც შოტლანდიელი სპეციალისტი ამბობს:"ეს საშინელი თამაში იყო".

"პირველ რიგში ფეხბურთელებმა უნდა გააცნობიერონ ეს ყველაფერი. ისინი უბრალოდ ვერაფერს აკეთებდნენ იმ ღამით."

"ყველანი გაოცებულნი ვართ - "კრისტალ პალასთან" მატჩის შემდეგ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს გამარჯვება ბიჭებს თავდაჯერებულობას შემატებდათ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა."

"ევროპის სამშობლოში გასვლითი შეხვედრის ჩატარება რთულია. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ. ისიც უნდა ვთქვა, რომ "ოლიმპიაკოსი" საშინლად კარგად თამაშობდა. მე ვფიქრობდი, რომ მათი გულშემატკივრები ფანტასტიურები იყვნენ და იქ არსებული სიტუაცია მთლიანად მათთვის იყო განკუთვნილი. ისინი ამით სულდგმულებდნენ, ჩვენ კი ვერა. არაფერია დასამწუხრებელი. ჩვენ უბრალოდ ცუდად ვითამაშეთ და ის მივიღეთ რაც დავიმსახურეთ."

კრერანდის გაოცება იმითაც იყო გამოწვეული, რომ ევროპაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ცუდად არ გამოიყურებოდა და ამის დასტურად "ლევერკუზენსაც" კი სძლიეს "ბაი არენაზე" 0-5.

"ევროპაში შესანიშნავად გამოვიყურებოდით და ჩვენი საუკეთესო შეხვედრა გასვლით მატჩებში უფრო ვაჩვენეთ, ვიდრე საშინაოში."

"ახლა კი "ოლდ ტრაფორდზე" დიდი, დიდი მატჩის მოლოდინში ვართ. ეს მატჩი დიდი იმ გაგებითაა, რომ 1/4 ფინალი ძალიან შორს ჩანს, ასე რომ "იუნაიტედმა" რაღაც უნდა გააკეთოს "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ."


კრერანდმა ისიც დაამატა, რომ რობინ ვან პერსის რომ თავისი შანსი გამოეყენებინა ახლა საქმე გაცილებით მარტივად იქნებოდა მოიესის ბიჭებისთვის.

"არამგონია ვინმე იმაზე მეტად იმედგაცრუებული ყოფილიყო, ვიდრე რობინი. ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა 2-0 ნაცვლად 2-1 რომ დავმარცხებულიყავით"

"მიუხედავად იმისა რომ სამი გოლის გატანა ძალიან რთულია, მე მაინც მჯერა "იუნაიტედის", თუ რა თქმა უნდა გულშემატკივრებიც მხარში დაუდგებიან და ეს ასეც იქნება."


manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 თებერვალი 2014 08:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰოი წითლები! ყურად იღეთ სიტყვანი ესე და ნუ ჩაავლიებთ ფუჭად. მე მწამს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 თებერვალი 2014 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვერ დავეთანხმები იმაში, რო ოლიმპიაკოსი კარგად თამაშობდა. ჩვენ ვითამაშეთ საზიზღრათ, თორე ოლიმპიაკოს კარგად ნამდვილად არ უთამაშია. რავიცი ერთი გოლი რო გაგვიტანონ ოლდტრაფორდზე, ალბათ იქ დამთავრდება ყველაფერი...
0
№3
ავტორი: RojoDiablo
27 თებერვალი 2014 09:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ar unda gagvitanon brat...aqac tu gagvitanes morcha. 4 gols 4 tamashshi dzlivs vagdebt da axla ert tamashshi da plei-ofis raundshi ar arsebulia.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
27 თებერვალი 2014 10:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლიმპიაკოსმა ვერ ვიტყვი რომ იმენა მაგრად ითამაშა. დამსახურებულად მოიგეს მაგრამ იმის ფონზე რომ ჩვენ ფაქტიურად არაფერს ვაკეთებდით ალბათ ეგრე ჩანდა. ჩემი აზრია ეს

არ ვიცი ოლდ ტრაფორდზე რ ამოხდება, იმედია გავალთ, მაგრამ მერე? ამ თამაშით ბაიერნს ან ბარსლეონას შევხვდეთ მერე? ან ნებისმიერს
0
№5
ავტორი: chudikone
27 თებერვალი 2014 13:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ოლიმპიაკოსთან მაინც ნუ გამოვარდებით, ეს სირცხვილი მაინც დავძლიოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Manchester_M
27 თებერვალი 2014 15:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
chudikone,
ბაზარი არაა მეც მირჩევნია რომ ოლიმპიაკოს გავცდეთ და ბარსელონასთან 5-0 წავაგოთ . :X და მაინც არ მგონია რომ წავაგებთ ეგრე
0
№7
ავტორი: davita
27 თებერვალი 2014 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ამ ჩმორებს მაინც გავცდეთ რაა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№8
ავტორი: red devil
27 თებერვალი 2014 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Amatt egre nu uyurebt eseti tamashit shansi ar gvaq
0
№9
ავტორი: ლადო
27 თებერვალი 2014 19:46
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ოლიმპიაკოსზე სუსტი ვინღა უნდა შეგვხვედროდა, შალკეც კი გახევს ოლიმპიაკოსს და მერე დაუშვათ და გავცდით? მერე რა გუნდები რჩებინა რეალი, ბარსელონა, პსჟ, ბაიერნი, ასეთ მანჩესტერს ატლეტიკოც დაახევს ბურთს თავზე და გალატასარაიც...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top