"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ "ოლიმპიაკოსთან" განცდილი მარცხისგან გმაოწვეული პასუხისმგებლობა, თანაბრად გადაენაწილებინათ.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში განცდილი მარცხის შემდგომ დევიდ მოიესმა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაიკისრა.
თუმცა კერიკი აცხადებს, რომ საქმე იმაში კი არაა, რომ დევიდ მოიესს სერ ალექსის დონემდე ვერ აჰყავს გუნდი ან რომ მოიესი ნაკლებად ფლობს ტაქტიკას - საქმე ფეხბურთელებშია.
"არც სერ ალექსი თამაშობდა ჩვენს ნაცვლად. ამ წაგებაზე ჩვენვე უნდა ვაგოთ პასუხი, ჩვენვე უნდა გამოვსწორდეთ და მორჩა."
"რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ, მოთამაშეები მაღალ შედეგებს ვაჩვენებდით, მაგრამ ეს სეზონი წარუმატებელი გამოდგა."
"ჩვენ კრიტიკის ობიექტები უნდა ვიყოთ. ყველა მხრიდან უნდა გვაკრიტიკებდნენ. ამას ყველა თავისებურად უყურებს და ყველა თავისებურ სიამოვნებას იღებს, ამიტომაც უნდა გავუძლოთ ამას და პასუხები ვიპოვოთ. მჯერა, ეს შეგვიძლია." - განაცხადა კერიკმა Sky Sports-თან ინტერვიუში.