თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2014, 17:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 23
მოიესი კლუბის მხარდაჭერას ინარჩუნებს
წაგებების მიუხედავად მოიესს მაინც ენდობიან.
მოიესი კლუბის მხარდაჭერას ინარჩუნებს
მიუხედავად "ოლიმპიაკოსთან" განცდილი მარცხისა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მაინც უცცხადებს ნდობას დევიდ მოიესს.

გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედი" არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია პრემიერ-ლიგაში, თანაც ორივე ეროვნული თასიდან გამოვარდა, მოსალოდნელი იყო, რომ სეზონის გადარჩენა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატებით იყო შესაძლებელი.

თუმცა გუშინ "წითელი ეშმაკები" 1/8 ფინალურ შეხვედრაში "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდნენ. დიდ სირთულეს არ წარმოადგენს იმის მიხვედრა, რომ მოიესის გუნდს 1/4 ფინალში გასვლა ძალიან გაუჭირდება.

მიუხედავად ამისა, გუშინდელ მარცხს ოდნავადაც არ შეურყევია მოიესის პოზიციები. როგორც The Guardian იუწყება, "იუნაიტედის" ბოსები ძველებურადვე ენდობიან შოტლანდიელს.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
23 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 თებერვალი 2014 17:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ისტორია მეორდება თქო როგორ ცთქვა...ფერგის ამის ნახევარი გუნდიც არ ჰყავდა, ამას კი ჰყავსდა ერთნაირად ვითარდება მოვლენები. თუ ნდობას გმაოუცხადებენ მჯერა რომ ნელ-ნელა გაამართლებს და მეც მირჩევნია დარჩეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 თებერვალი 2014 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხოო მანამდე ვენდოთ, სანამ ჩემპიონშიპში არ გადავალთ areyoukiddingme
0
№3
ავტორი: LizarD
26 თებერვალი 2014 17:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
man7utd7,
ამას ყავს მაგრამ სხვა გუნდებს უკეთესბი ყავთ, იმ დროში არ იყვნენ პრემიერ ლიგაში ასეთი ძლიერი მოთამაშეები.
ვახო ( G G M U),
შენ რა გინდა რომ ეგრევე თასები მოეგო? მე პირადად ველოდებოდი ასეთ ჩავარდნას . გუნდის ფეხბურთელები რომ შეადარო სხვა გრადნების ფეხბურთელებს ყველა უარესია. შეტევას თუ არ ჩავთვლით.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 თებერვალი 2014 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
LizarD,
ეგრევე თასებს არავინ სთხოვს მოიესს, ელემენტარულ ფეხბურთის თამაშს ვითხოვ. თუ ყველა უარესია აბა ფერგიმ როგორ მოიგო ზუსტად ამ ფეხბურთელებით პრემიერ ლიგაა??? ისე როგორ უნდა დააქციო გუნდი რო ჩემპიონი გუნდი ელემნტარულ ფეხბურთს ვერ თამაშობდეს???
0
№5
ავტორი: RojoDiablo
26 თებერვალი 2014 17:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
LizarD,
სხვა გუნდებს უკეთესები ჰყავთ? მერე რაა. ადრეც იყვნენ ეგ უკეთესები. მოიესს გრანდთან მუშაობა არ შეუძლია. ევერტონში როცა იყო იქ გმაოვიდოდა, ჩაკეტავდა და ფრეც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა. აქ არაა ბრატ ეგრე. აქ დიდი გუნდია, დიდი წითლები ვართ და ჩვენ სხვა რამეს ვითხოვთ. ვინ თქვა დააწექი და თასები მოიგეო. თამაში მაჩვენეთ კაცო...გამიხსენე მატჩი როცა ორჯერ დავარტყით სულ კარებში აქამდე...მეც ვუცხადებ ნდობას მოიესს, მაგრამ პერსპექტივა მინდა, რომ რწმენა მქონდეს მომვალში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: red devil
26 თებერვალი 2014 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Erti sityvit da ori pasuxit magrad dagverxa %)
0
№7
ავტორი: dachi_mu
26 თებერვალი 2014 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
აუ პროსტა ვინც წერს ფეღბურთელები არ გვივარგაო ამ ცხოვრების გესმით რამე?რას ბოდავთ? რა ამაზრზენ რაღაცეებს იძახით? კაი სიტი გაძლიერდა ჩელსი გაძლიერდა ლივერპულიც და არსენალიც,კაი წავაგეთ ევერტონთან სახლში,წავაგეთ ნიუკასლთან სახლში საუთჰემტონს ვერ მოვუგეთ წავაგეთ სტოკ სიტისთან და აღარ გავაგრძელებ დანაჩენს ეხა ეს ქულები დაამატეთ ეხა დღევანდელ ქულებს და ნახავთ რომელ ადგილზე იქნებოდა გუნდი.და ბოდვას თუ მორჩებით კაი იქნება... :) :)
0
№8
ავტორი: LizarD
26 თებერვალი 2014 18:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
dachi_mu,
მე ვთქვი და აჯობებს პირდაპირ მომმართო და აუ პროსტა ვინ წერს არაა საჭირო. შეტევის გარდა რომელი ფეხბურთელია მაღალი დონის დღეს მანჩესტერში შეგიძლია მითხრა?
ვახო ( G G M U),
საქმეც ეგაა ფერგი ფერგია, ვერ შეცვლის ვერავინ ფერგის 1 წელში. ვერ ხედავ ფეგის გარეშე რა ნაგავია გუნდი? ფეგი გენია იყო... მოიესს არ ვამართლებ, კიდევ ერთხელ ვამბობ და არც მისი ბევრი გადაწყვეტილება მომწონს, უბრალოდ როგორ ამ გუნდის მხარდამჭერი არ ვაპირებ ლივერპულის/ჩელსის და სხვა გუნდის ფანების მსგავსად ვაგინო მწვრთნელებს და ფეხბურთელებს. წაგება წაგებაა და მთლიანად გუნდს მოეთხოვება. არაა საჭირო ლანძღვა გინდება, უბრალოდ მხარს თუ უჭერ ბოლომდე უნდა დაუჭირო, ეგ არის მაქსიმუმი რაც გულშემატკივარს მოეთხოვება, თუ არ გევასება კიდე ნურც უგულშემატკივრებ. ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე ვამბობ რომ მოიესის გარდა ბევრია გასაკიცხი მთელ მანჩესტერში. მწვრთნელის ადგილზე რომ ვიყო გუნდიდან მინიმუმ 7 ფეხბურთელს გავუშვებდი.
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 თებერვალი 2014 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
LizarD,
ფერგი გენია იყო, მაგრამ ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობდნენ-ეგ ერთი, ეხლა მეორე-როცა გუნდი იღუპება ჩუმად ვიყოთ და ვადიდოთ მოიესი ხოო?? და მესამე- დამიჯერე ბრატ არავისგან არ მესწავლება მანჩესტერის გულშემატკივრობა და გუნდის მხარში დადგომა.
0
№10
ავტორი: Malboro463
26 თებერვალი 2014 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
man7utd7,
იმ დროს ადარებ ამ დროს როცა კანტონა 1 მილიონიც არ ღირდა და ეხლა ვიღაც ლაწირაკი ასი მილიონი ღირს? ლიგის გარეშე რო დარჩება გუნდი მერე იქ ვინ უნდა გადავიდეს მაშIნ ხელფასები უდან შესთავაზო ძან დიდი რასაც გლეიზერები არ იზავნე და მაგის ტრ აკიც არ აქვთ
არსებულის შენარჩუნებაზე მოუწევს ფიქრი
ფერგიმ ფეხვურთელები გაზარდა ამას სულ სხვანირი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს ამ შემადგენლობითაც გუნდი ასეთ ფეხბურთს არ უდნა თამაშOბდეს სუსტი ტრენერია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top