სერ ალექსმა რაიან გიგზი ”მანჩესტერში” პენალტს ყველაზე კარგად ურტყამსო ...
სერ ალექს ფერგიუსონი თვლის, რომ გუნდის საუკეთესო პენალის დამრტყმელი რაიან გიგზია.
ბოლოს, უელსელმა ბებერმა ლომმა, თავისი პირველი პენალტი კრახით დაასრულა ”საუტჰემპტონთან”, რომლებსაც კარში ტიმ ფლაუერსი ედგა. მაგრამ ამის შემდეგ გიგზმა არაერთხელ დაამტკიცა რომ პენალს კარგად ურტყამს, მაგალითად ”ჩელსისთან” მატჩში.
პენალტის მთავარ დამრტყმელად მაინც რუნი დარჩება, რადგან გიგზი იშვიათად გამოდის მოედანზე. ”წითელი ეშმაკების” 10-მა ნომერმა 17 პენალი გამოიყენა 25 დან. ბოლოს მან ”ბრაგას” გაუტანა. ნანიმ და ვან პერსიმაც მოსინჯეს თავისი ძალები, მაგრამ კარგად მოგეხსენებიათ, ნანიმ ”გალათასარაისთან” ვერ აჯობა ფერნანდო მუსლერას, ხოლო პერსიმ ”საუტჰემპტონთან” ვერ აჯობა კელვინ დევისს.
”ვფიქრობ, რუნი მეთანხმება იმაში რომ მას გასაუმჯობესებელი აქვს პენალის დარტყმის ტექნიკა. ”ბრაგასთან” მან მოახერხა ბურთის გატანა, მაგრამ გაუმართლა, რადგან ფეხი დაუცდა. პენალი ყოველთვის უნდა გამოიყენო. გასხვავებაა ბურთის აცილებასა და ბურთის მეკარის მოგერიაბასადმი. თუ შენ ააცილე ესეიგი პრობლემა შენშია, ხოლო თუ მეკარემ მოხსნა - ბრავო მეკარეს, ამაში მე რათქმაუნდა ვიგულისხმე, რომ დარტყმა არ უნდა იყოს იოლი.”
”რუნიზე შეიძლება ითქვას, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა იტანს ის გოლს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თუ სამოყვარულო კლუბის პირველ თამაშში. მას ყოველთვის სურს გატანა, მაგრამ თუ მას არ გამოუვიდა, ეს არ მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგობარეობაზე. ეს თვისება ბევრ ფეხბურთელს არ გააჩნია, რაც ნამდვილად დასანანია”
”ვფიქრობ გიგზი ჩვენი საუკეთესო დამრტყმელია. ”საუტჰემპტონთან” მატჩის გარდა, რომელიც 1992 წელს გაიმართა, არმახსოვს მომენტი რომელიც მას პენალტი აეცილებინა. ცხადია, რაიანი არ თამაშობს ყოველ კვირას, მაგრამ მის გამოყენებას მე ვაპირებ ისე, როგორც ამერიკულ ფეხბურთში აკეთებენ”
წყარო:
Manutd