თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2014, 14:20
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 3093,
კომენტარები: 10
90 მილიონი 4 მცველის სანაცვლოდ
მოიესი გრანდიოზულ ტრანსფერს ამზადებს
90 მილიონი 4 მცველის სანაცვლოდ
"მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვა ამ სეზონში მარგად ვერ გამოიყურება, ამის მთავარი მიზეზი კი მცველების ასაკი გახლავთ. დაუბარია ევრაზე, ვიდიჩზე და ფერდინანდზე. ამ სიახლეში შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც "იუნაიტედის" დაცვას გადაახალისებენ.

მოიესს უკვე გადაწყვეტილი აქვს სამი მცველის გაშვება, ისინი კლუბს ზაფხულში დატოვებენ. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ მარჯვენა მცველიც შეიცვალოს.

1) მანგალა, სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ფუნტი.


ფრანგი მცველის გაყიდვას "პორტო" დიდ თანხებში აპირებს. პორტუგალიურმა კლუბმა მისი სატრანსფერო ფასი ხელოვნურად გაზარდა, თუმცა ამ ფეხბურთელში მართლაც არის უდიდესი ტალანტი.

22 წლის მცველი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს ევროპაში, მას შეუძლია კარგად ჩაანაცვლოს ნემანია ვიდიჩი და "იუნაიტედი" კრიზისიდან ამოიყვანოს.

ყველაფერი თავად მანგალაზე იქნება დამოკიდებული, რომელივ უკვე გრძნობს, რიმ პორტუგალიის დატოვების დრო დადგა.

90 მილიონი 4 მცველის სანაცვლოდ


2) ეზეკიელ გარაი- 17 მილიონი ფუნტი


არგენტინელი მცველი ამ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა მის კარიერას ახსოვს წარუმატებელი სეზონებიც. მან "რეალში" თავისი შესაძლებლობების მახევარიც ვერ წარმოაჩინა და სწორედ ამიტომ დაბრუნდა პორტუგალიაში.

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პირტუგალიური სატრანსფერო ბაზარი უცხო არ არის, თავის დროზე "ეშმაკებმა" შეიძინეს რონალდო, ნანი და ანდერსონი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, გარაი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ "ბენფიკა" ცხრილის სათავეშია.

90 მილიონი 4 მცველის სანაცვლოდ


3) ლუკ შოუ- 20 მილიონი ფუნტი.


მას შემდეგ რაც დევიდ მოიესმა ბეინსის შეძენა ვერ შეძლო ლუკ შოუს ტრანსფერზე გადაერთო. შოტლანდიელს გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ ზაფხულს პატრის ევრას გაუშვებს, სწორედ ამიტომ ეძებს მარცხენა მცველს.

შოუს სატრანსფერო ფასი საკმაოდ დიდია, თუმცა ლაპარაკია ახალგაზრდა ფეხბურთელზე. რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა პრემიერ ლიგაში და თავის ნიჭს ყოველ მატჩში ამტკიცებს.

90 მილიონი 4 მცველის სანაცვლოდ


4) კოულმენი- 20 მილიონი ფუნტი.



ირლანდიელი ფეხბურთელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს "ევერტონში" და რობერტო მარტინესისთვის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

კოულმენი კვირაში მხოლოდ 60 000ს იღებს, თუმცა მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ფუნტია. 25 წლის ფეხბურთელი ბევრად აღემატება რაფაელსა და კრის სმოლინგს, რომლებიც "იუნაიტედის" მარჯვენა ფლანგს იცავენ.
სიახლეები, ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: lefty
26 თებერვალი 2014 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
რის ტრანსფერი ამას ერთი თამაშის მომზადება არ შეუძლია cerealguy
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 თებერვალი 2014 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სისულელეა, სანამ მოიესი არ წავა თუ გინდა 190 მილიონი დახარჯონ არაფერი გვეშველება.
0
№3
ავტორი: gilmour
26 თებერვალი 2014 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გარაი არ მევასება, და კოულმენიც ვერ ჯობია რაფაელს, მანგალა მინდა რო გადმოვიდეს მაგარია.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
26 თებერვალი 2014 15:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ანუ ეს ნიშნავს რომ მთელი დაცვის ხაზის შეცვლას გეგმავს...ჩემი აზრით ევრას გაშვება არ ღის. მარა შოუ მაინც მოიყვანონ, გამოგვადგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: chudikone
26 თებერვალი 2014 15:51
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოიესი წავიდეს და წლის საუკეთესო ტრანსფერი ეგ იქნება, დამიჯერეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: LizarD
26 თებერვალი 2014 17:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ვახო ( G G M U),
chudikone,
მოიესის ლანძღვა მაგარი ადვილია როცა მანჩესტერის ცენტრალური დაცვა გიყვართ ხო? როგორ შეიძლება ვიდიჩის და ფერდინანდის დადანაშაულება. ორივე გოლი მაგათი არედან გავიდა. მოიესი ვერ მართავს გუნდს მაღალ დონეზე მაგრამ ყველაფრის მაგ ადამიანზე შეტენვა არ შეიძლება. რომელი ნახევარმცველი ყავს იუნაიტედს რომ შეტევამდე ბურთი მიიტანოს ნორმალურად. მაგას არავინ უყურებს.
0
№7
ავტორი: red devil
26 თებერვალი 2014 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Mangala da shou daitrion jobia yvelapers
0
№8
ავტორი: Manchester United 14
26 თებერვალი 2014 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
chudikone,
მართალი ხარ მოიეს რა უნდა მანჩესტერში მოიესი ადგილი ჩიხურაში ან ცხინვალის სპარტაკშია biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№9
ავტორი: messi rooney
26 თებერვალი 2014 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
moyes out!!!!!!!!!!
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
26 თებერვალი 2014 22:38
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მოიესის წასვლა იქნება წლის ტრანსფერი რა !!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top