თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2014, 10:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1915,
კომენტარები: 7
კერიკი იმედს არ კარგავს
მაიკლ კერიკი განადგურებულია "ოლიმპიაკოსთან" მატჩის შემდგომ, თუმცა ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება.
კერიკი იმედს არ კარგავს
მაიკლ კერიკი განადგურებულია "ოლიმპიაკოსთან" განცდილი 2-0 მარცხის შემდეგ, თუმცა ფიქრობს, რომ "იუნაიტედს" ჯერ კიდევ აქვს ყველაფრის გამოსწორების ძალა.

"წითლებმა" ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარეს და შესაბამისად ალეხანდრო დომინგესისა და ჯოულ კემპბელის გოლების შემდეგ კიდევ უფრო დაშორდნენ 1/4 ფინალს.

კერიკი თვლის, რომ "იუნაიტედი" არასაკმარისად კარგი იყო. იმას ვერ აჩვენებდა რაც შეუძლიათ და სჯერა, რომ დევიდ მოიესის ბიჭები ყველაფერს სამ კვირაში გამოასწორებენ.

"ეს იმედგაცრუების საღამო იყო. ჩვენ იმ იმედით ჩამოვედით, რომ მოვიგებდით და ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ. მეორე ტაიმში არ გავაქტიურებულვართ, სანამ ეს უკვე გვიანი აღარ აღმოჩნდა."

"ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვიყავით პირველი ტაიმის განმავლობაში, თუმცა მეტოქის საჯარიმოსთან რეალურ მომენტებს ვერ ქმნიდით და ვერც პრობლემებს ვუქმნიდით "ოლიმპიაკოსს". არც მათ შეუქმნიათ რაიმე რეალური პრობლემა და (დომინგესის) გოლიც არაფრისგან გავიდა.

"მეორე ტაიმიც ცუდად დავიწყეთ: ჩვენ ცოტათი დაუდევრად ვითამაშეთ და მეტოქემ მეორე გოლიც გაგვიტანა, რამაც საბოლოოდ გაგვტეხა."

"მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" იმედით ვბრუნდებით და მეორე მატჩში ყველაფერს გადავწყვეტთ. არასწორად არ გამიგოთ: სამი გოლის გატანა რთულია ამ ტურნიტზე, მაგრამ ეს ადრეც გაგვიკეთებია და ახლაც შეგვიძლია."


რობინ ვან პერსის არაჩვეულებრივი შანსი მიეცა საგარეო მატჩში გოლი გაეტანა, მაგრამ ჰოლანდიელმა ვერ გამოიყენა.

კერიკი ამბობს, რომ არ ღირს მთელი წარუმატებლობის თავდამსხმელებზე გადაბრალება და პასუხისმგებელი ყველაა გუნდში.

"რობინს ნუ დაადანაშაულებთ. ის შანსებს ქმნიდა და შეეძლო გაეტანა, მაგრამ დღეს არ იყო მისი დღე."

"თქვენ ელოდებით ალბათ, რომ ვინმეს დავდებ ბრალს, მაგრამ როგორც მოთამაშეებს, არ გვაქვს კარგი შედეგები. ეს გუნდია და აქ ყველა ერთნაირადაა პასუხისმგებელი. აი როგორ უნდა გაგვასამართლოთ და ჩვენ ვიცით ეს."

"ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურ მოთამაშეებად ჩამოვყალიბდით, ეს სეზონი კი არ გამოდგა კარგი. ყველა მხრიდან კრიტიკა გვესმის."

"ყველას აქვს ჩავარდნა. ჩვენ უკან უნდა ჩამოვიტოვოთ ეს ყველაფერი და მჯერა, რომ ამას გავაკეთებთ."
- განაცხადა კერიკმა ITV-სა და Sky Sports-თან ინტერვიუში.
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
26 თებერვალი 2014 12:29
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ხო ესე თუ ითამაშებთ მაგარი შანსი გექნებათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 თებერვალი 2014 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რომც გავცდეთ ოლიმპიაკოს მერე რაა??? წარმოიდგინეთ მეოთხედფინალში რეალი, ბარსა ან ბაიერნი რო შეგხვდეს...წარმოდგენაც არ მინდა რა იქნება, ეგეთ საცოდაობას ჩემი გული ვერ გაუძლებს sad
0
№3
ავტორი: Shako Jones
26 თებერვალი 2014 13:47
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ყოჩაღ ეს რა გვითხარი კერიკ <3
0
№4
ავტორი: GeorgeBest
26 თებერვალი 2014 14:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარსი ვერ დავარტყით იმენა. 1 მომენტი შეიქმნა მარტო და ისიც გაანიავეს. ბურთი ვერ აჰქონდათ წინ. იანგი–ქლევერლისნაირი უნიჭო ხალხი კაი ხანია არ მინახავს გუნდში, ეს სმოლინგი კიდე არაა ფლანგის მცველი და არაა ის დონე რო მაგ კაცს რამე მოსთხოვო მაგ პოზიციაზე
0
№5
ავტორი: chudikone
26 თებერვალი 2014 15:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დამღლელია ყოველი თამაშის მერე ასეთი ინტერვიუების კითხვა, ჩვენც გვაქვს მოთმინება და თქვენც უნდა იქონიოთ ნამუსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Manchester_M
26 თებერვალი 2014 18:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სრული უაზრობა რავიცი რა ვთქვა გუშინდელი მანჩესტერის თამაშს რა დავარქვა არ უნდოდათ უმრავლესობას თამაში ერთეულები იყო დაინტერესებული იმით რომ შედეგო ყოფილიყო და ეს კატასწროფა :X
0
№7
ავტორი: red devil
26 თებერვალი 2014 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Yvelaze metad sheni da clervelis brali iyo
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top