წითლები თამაშამდე ძალიან მოტივირებულნი იყვნენ და გეგმაში ჰქონდათ ბერძნების წინააღმდეგ კიდე ერთი მატჩის მოგებით დაგვირგვინება, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მოიესის ბიჭები ფიქრობდნენ და გამარჯვების მაგივრად ბიჭები სამარცხვინიდ დამარცხდნენ ორი ბურთის სხვაობით. "იუნაიტედის" ბოსმა აღიარა, რომ მისმა გუნდმა არ დადო საკმარისი სტადიონზე და წითლების ერთადერთი რეალური შანსი რობინ ვან პერსის დარტყმა იყო, რომელიც ჰოლანდიელმა ვერ გამოიყენა.
"ეს უარესი იყო მატჩებს შორის, რომელიც მე "იუნაიტედთან" ერთად ჩამიტარებია ამაზე ორი აზრი არ არსებობს,"-განაცხადა მოიესმა მატჩის შემდგომ.
"ჩვენ მართლაც ცუდი წარმოდგენა ვაჩვენეთ. თამაში ცუდად დავიწყეთ პირველივე წუთებიდან და ამ მატჩიდან ჩვენ არაფერი დაგვიმსახურებია. არ ვიცი რა ვთქვა. გუშინდელ მატჩში თითქმის ვერავინ ვერ ითამაშა კარგად, ჩვენ უბრალოდ საშინელი მატჩი ჩავატარეთ."
"მე გაოცებული ვარ გუშინდელი თამაშით. ჩვენ თითქოს კარგი ფორმითა და კარგი განწყობით შევხვდით თამაშს, თუმცა გუშინდელმა მატჩმა სხვა რამ დაგვიმტკიცა"-დაასრულა მოესმა.