PAUL ENSORGE მოიესის ტაქტიკას განიხილავს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" არაოფიციალურ საიტზე გავრცელდა საინტერესო სტატია, რომლის ავტორიც PAUL ENSORGE გახლავთ. ვფიქრობ ღირს მისი აზრის მოსმენა. წაიკითხეტ და დააფიქსირეთ საკუთარი აზრი.
დღეს დევიდ მოიესი შეეცდება შტურმით აიღოს "ოლიმპიაკოსი" და მის განკარგულებაში საინტერესო ტაქტიკური ვარიანტებია.
ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხვედრაში, "შახტიორის" და "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ მოიესის გუნდი მინიმალურ ამბიციას აჩვენებდა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
პლეი-ოფის ეტაპების გასვლითი მატჩები ჯგუფური ეტაპისგან განსხვავდება. როგორც ვიცით გასვლაზე გატანილი გოლი პერსპექტივას განიჭებს. ასე, რომ გასვლითი უშედეგო ფრე უკვე აზრს კარგავს.
საინტერესოა როგორ შეიცვლება "იუნაიტედის" სათამაშო ტაქტიკა და გახდება თუ არა იგი ჩვეული თავდაცვითი ტაქტიკის ნაცვლად შემტევი. გასვლითი გოლის ფაქტორისა და "ოლიმპიაკოსის" ძალის გათვალისწინებით მოიესისთვის ჯობია გუნდი გადააწყოს.
"იუნაიტედის" დაცვითი სქემა
თუკი მოიესი ისევ დაცვით ტაქტიკას აირჩევს, თამაშის სურათი შესაძლოა ქვემოთ მითითებულ სურათს დაემსგავსოს.
ამ თამაშში რობინ ვან პერსი ერთადერთი იყო, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. ველბეკი მარცნიდან, ინსაიდ-ფორვარდის პოზიციაზე, ხოლო ვალენსია მარჯვენა ფლანგზე. მაიკლ კერიკი ფელაინის უკან ჩაიწია და სურათზეც კი ვერ მოხვდა. ეშლი იანგი კი ალბათ ველბეს ჩაანაცვლებს დღევანდელ მატჩში.
ეს ყველაზე ნათელი ფორმაციაა 4-5-1 სახით, რომელსაც მოიესი ამ სეზონში იყენებდა. მოედნის ცენტრში კერიკი, ფელაინი და ქლევერლი თამაშობდნენ. ალბათ "ოლიმპიაკოსთან" მოიესი 4-4-1-1 ფორმაციას აირჩევს, სადაც იანგი მარცხენა ფლანგზე დადგება, ვალენსია მარჯვენაზე, რუნი კი პერსის უკან.
თუ ეს მოხდება, თამაშის სქემა ამ სურათს გაგვახსენებს.
სურათზე რუნი ევრას აზღვევს მარცხენა ფლანგზე, მაგრამ დღევანდელ მატჩში ეს როლი შესაძლოა იანგს დაეკისროს. რუნი ალბათ ცენტრთან ახლოს აიწევს, სადაც მატა თამაშობდა.
თუ კი მოიესი 4-4-1-1 ფორმაციას აირჩევს, რომელიც 4-5-1 გადადის მეტოქის მიერ ბურთის კონტროლის დროს, დიდი საკადრო დილემის წინაშე დადგება "იუნაიტედი".
ფელაინი "კრისტალ პალასთან" მატჩში დაბრუნდა და არც თუ ისე ცუდად უთამაშია კარიკთან ერთად, ასე რომ ქლევერლი სათადარიგოში დარჩება. აღსანიშნავია, რომ სერ ალექსის დროს სამივე ნახევარმცველსაც კი შეეძლო ეთამაშა ერთდროულად. "არსენალთან" მატჩში ასახული სურათი ამის დემონსტრირების კარგი საშუალებაა. ასეთი სურათი არადამახასიათებელია მოიესისთვის, მაგრამ საინტერესოა თუ რამდენად ხშირად იდგება რუნი მოედნის ცენტრში მატას მოსვლის შემდეგ.
"იუნაიტედის" ნახევარდაცვას დიდ ძალასა და ენერგიასათან მოუხდება გამკლავება, რომელსაც თავის მხრივ იოანის მანიატისი და დელვინ ნ'დინგა წარმოადგენენ. ბერძნულ კლუბში სუსტი ფეხბურთელები რომ ყოფილიყვნენ, რაიან გიგსი იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ასეთი ძალის მქონე ფეხბურთელებს მხოლოდ ძლიერი ნახევარდაცვა თუ გააჩერებს. თუმცა არც უელსელის გამოჩენაა გამორიცხული.
არ უნდა დავივიწყოთ ხავიერ სავიოლაც, რომელიც მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს "ემიუს" კართან.
ფლანგებიდან კონტრშეტევა
მოიესის "იუნაიტედი" ხშირად იყენებს ფლანგებიდან კონტრშეტევებს. არც თუ ისე ბრძნული ტაქტიკა "მიიტანეთ ბურთი ფლანგებამდე და წინ წაიღეთ" შესაძლოა აღარ ამართლებდეს ხშირად, მაგრამ "ემიუს" ვინგერებს საფრთხის შექმნა შეუძლიათ. "სოსიედადთან" მატჩში გადაღებული ეს ორი კადრი, კარგად აჩვენებს, რომ სწრაფმა და ჭკვიანურმა ფლანგურმა შეტევებმა შესაძლოა დიდი საფრთხე შექმნას მეტოქის საჯარიმოში.
პირველ სურათზე კაგავა მზადაა პასი ევრას გადააწოდოს, ხოლო რუნი, ფელაინი და ერნანდესი უკვე მზად არიან საჯარიმოში შეიჭრან. მეორე სურათზე კი რუნი ევრასგან იღებს ბურთს და მზადაა კაგავას გადააწოდოს. გარდა ამისა აქვს რამდნიმე ვარიანტი, ერნანდესსა და ფელაინიზე, რომლებიც მცველებისგან თავისუფლდებიანდ ა მზად არიან ბურტის მისაღებად.
წარმატებული შეტევის გასაღები იმაშია, თუ რამდენი მოთამაშე ეხმარება შეტევას. მატჩებში ჩანს, რომ ფელაინი კერიკისა და კლევერლისგან განსხვავდება მისი სურვილით შეიჭრას მეტოქის საჯარიმოში და რამდენიმე მცველი ჩამოიცილოს. მას არ ჰყოფნის სისწრაფე, რომ შეტევა დააჩქაროს, მაგრამ ის კიდევ ერთ ვარიანტს ქმნის შეტევის განვითარებისთვის.
ერნან პერესი-კიდევ ერთი სახიფათო მოთამაშე მეტოქის შემადგენლობაში. "იუნაიტედის" ვინგერებს დაცვაშიც მოუხდებათ თამაში, რათა საკუთარი კარის უსაფრთხოება უზრუნველყონ.
ცენტრული კონტრშეტევა-განსაკუთრებით მატჩის მიწურულს
"არსენალთან" გამართულ შეხვედრის ამსახველ ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ მატა მზადაა გამჭოლი პასი გადააწოდოს პერსის, რუნი კი ორ მცველს იშორებს.
მატა რა თქმა უნდა ვერ ითამაშებს, მაგრამ შესაძლოა იანუზაი დადგეს იმავე პოზიციაზე ან იანგი. ეს თამაშზეა დამოკიდებული.
მოცემულ შემთხვევაში წარმატების საიდუმლო "იუნაიტედის" თავდამსხმელებია, რომლებიც ცუდად არ გამოიყურებიან. იმავე მატჩში პერსიმ ძალიან რთული პასი მიითო მატასგან და ასევე რთული პოზიციიდან დაარტყა.
იმედი ვიქონიოთ, რომ მოიესი გუნდის დაბალანსებას შეძლებს და საპასუხო შეხვედრაში გუნდს თადარიგში ერთი გოლი მაინც ექნება.
redevils.ru