თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2014, 03:09
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1985,
კომენტარები: 9
რუნი: "ფეხბურთელების სინდისზეა ყველაფერი"
"იუნაიტედის" ფორვარდი აცხადებს, რომ გუნდის ფეხბურთელები პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ იმ ფაქტს, რომ გუნდი მიმდინარე სეზონს მოსალოდნელზე ცუდად ატარებს.
რუნი:
პრემიერ ლიგის ამჟამინდელმა ჩემპიონებმა ტიტულის დაცვის ურთულესი გზა გამონახეს და ახლა ისინი მეექვსე ადგილს იკავაბენ მიმდინარე სეზონში. რუნი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მოიესის ხელმძღვანელობით გუნდი ნამდვილად ვერ ატარებს კარგ სეზონს და იმედოვნებს, რომ ისინი სეზონს დამაჯერებლად დაასრულებენ, რათა შემდეგი უფრო იმედისმომცემი და შედეგიანი გამოდგეს.

"ჩვენ, ფეხბურთელებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღეს "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს." აცხადებს რუნი. "ვიცით რომ უკეთესები ვართ და არ ვატარებთ ისეთ მატჩებს, როგორიც შეგვფერის. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. ახლა მნიშვნელოვანია სეზონი კარგად ჩავამთავროთ და მუხტი მომდევნო სეზონს გადავცეთ, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ოთხეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზია."

ამ წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ მოიესს არ მიეცა შანსი უფრო მეტჯერ გამოეყენებინა გუნდის მთავარი დუეტი, რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის სახით. ამ ყველაფერს კი ხელი ტრავმებმა შეუშალა. ამ შესანიშნავი წყვილის მონაწილეობით, საერთო ჯამში ჩატარებული 36 მატჩიდან, "იუნაიტედმა" მხოლოდ ორი მათგანი დათმო და რუნი აღიარებს, რომ გულდასაწყვეტია ის ფაქტი, ტრავმების გამო მას არ მიეცა საშუალება უფრო მეტჯერ ეთამაშა ჰოლანდიელის მხარდამხარ.

"რობინი შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მთელს მსოფლიოში. ჩვენ ერთად თამაშის სასიამოვნო რეკორდი გვაქვს. სამწუხაროდ, ტრამვა ერთდროულად მივიღეთ და იმედი მაქვს, რომ ფორმაში დავრჩებით და დავეხმარებით გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში. როდესაც ფორმაში ვართ, ჩვენ გაგვაქვს გოლები, მაგრამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ასევე მშვენივრად გამოსდით ამის გაკეთება." დაასრულა რუნიმ.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
25 თებერვალი 2014 03:26
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ფეხბურთელების ბრალიცაა და მწვრთნელის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო! მომავალი სეზონიდან გამოჩნდება რა შეუძლიათ ფეხბურთელებს და რა შეუძლია მწვრთნელს!
0
№2
ავტორი: red devil
25 თებერვალი 2014 07:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Pirvelive wels velodi eget scenars vnaxot momavali wlidan ra iqneba
0
№3
ავტორი: davita
25 თებერვალი 2014 08:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
მომავალ წელს კროოსიც გვეყოლება მატაც ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზა შეიძლება როისიც აი სად დაგერხათ 3d_2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№4
ავტორი: LizarD
25 თებერვალი 2014 08:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: Macklemore
ფეხბურთელების ბრალიცაა და მწვრთნელის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო! მომავალი სეზონიდან გამოჩნდება რა შეუძლიათ ფეხბურთელებს და რა შეუძლია მწვრთნელს!

+1
წელს ვინც დიდ რამეს ელოდა იუნაიტედისგან რისი იმედი ჰქონდა უბრალოდ ვერ ვხვდები. რუნი და პერსი თუ ერთად ითამაშებენ დარჩენილ სეზონს დარწმუნებული ვარ შევალთ ოთხეულში.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2014 14:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
mtlad moyes-sac xom ver gadaabrale aba. wels rom shesrulebastanac gvaqvs problema, klastan, sheqmnastan, dacvastan yvelafertan es natelia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Manchester_M
25 თებერვალი 2014 14:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მართალია მთლად მწვრთვნელის ბრალი არ არის ყველაფერი მაგრამ ზოგი თამაში მართლაც უნიჭო ტაქტიკის გამო წავაგეთ .
0
№7
ავტორი: gilmour
25 თებერვალი 2014 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
შეიძლება ამ სეზონისგან ბევრს არაფერს ველოდი მაგრამ, მეექვსე და მეშვიდე ადგილი უკვე ნამეტანია რაა, რაც არ უნდა იყოს და რა ცვლილებებიც არ უნდა იყოს, მეექვსე ადგილს გამართლება არ აქვს.
0
№8
ავტორი: VaRdo
25 თებერვალი 2014 15:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: gilmour
შეიძლება ამ სეზონისგან ბევრს არაფერს ველოდი მაგრამ, მეექვსე და მეშვიდე ადგილი უკვე ნამეტანია რაა, რაც არ უნდა იყოს და რა ცვლილებებიც არ უნდა იყოს, მეექვსე ადგილს გამართლება არ აქვს.


ევერტონსაც და ტოტენჰემსაც ჩავაცვავთ მალე არ იდარდო მაგაზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: red_girl
25 თებერვალი 2014 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
momavlidan minda vixil roisi kroosi da premierligis chempioni manchesteri. midit bichebo <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top