თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2014, 02:35
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1916,
კომენტარები: 6
რუნი ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს
ინგლისელი ფორვარდი აღიარებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტიტული შესანიშნავი იქნება ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის აღსანიშნავად
რუნი ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს
მთელი ზაფხულის განმავლობაში რუნის მომავალს აქტიურად უკავშირებედნენ "არისტოკრატებს", თუმცა ამ ჭორებს საბოლოოდ მოეღო ბოლო, როდესაც გასულ კვირას ინგლისელმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კაპიტნობის მთავარი კანდიდატი მოიაზრება ფეხბურთელად, რომელიც გუნდს ძველ დიდებას დიდებას დაუბრუნებს და თავადაც არ მალავს იმას, რომ მას სურს ამ სეზონშივე დაეუფლოს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს. რუნი ირიცხებოდა "იუნაუტედში", როდესაც ამ კლუბმა ევროპა დაიპყრო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ჩელსი" დაამარცხა.

"შენ ყოველთვის გინდა ამის მოგება". განაცხადა რუნიმ, რომელიც დევიდ მოიესის გვერდით იჯდა, "ოლიმპიაკოსთან" გასამართი ორთაბრძოლის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე. "ერთი არასოდესაა საკმარისი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ კლუბში ხარ. შენ არ უნდა შეწყვიტო ცდა, რათა ამ ჩემპიონატის ფინალს მიაღწიო. გრძნობა, რომელიც ამ თასის მოპოვების შემდეგ გეუფლება, ენით აღუწერელია. ამიტომ უბრალოდ შანსი არ არის, რომ მხოლოდ ერთით დაკმაყოფილდე. თუ ჩვენ ფინალში გავალთ, შესანიშნავი იქნება. შანსი გაჩნდება იმისა, რომ მორიგ ტიტულს დავეუფლოთ და იმედი მაქვს, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს."

იმისდა მიუხედავად, რომ "ოლიმპიაკოსი" შესაძლოა ჩემპიონატის ყველაზე სუსტ გუნდად მიიჩნეოდეს, "იუნაიტედი" აუთსაიდერთა სიაშია და შანსი იმისა, რომ "წითლები" 24 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ, ძალიან მცირეა. "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს და 11 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "ლივერპულს", მაგრამ რუნი ყველაფრისდა მიუხედავად აცხადებს, რომ სისულელე იქნება თუ ხალხი "ეშმაკუნებს" ჩამოწერს ჩემპიონთა ლიგის შესაძლო გამარჯვებულების სიიდან.

"იმ წელს, როდესაც "ჩელსი" ამ ტიტულს დაეუფლა, ისინი სამჯერ კინაღამ გამოეთიშნენ ასპარეზს." - აგრძელებს ინგლისელი ფორვარდი. "ჩვენ კარგად გამოვიყურებით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში და იმედი მაქვს ეს ყველაფერი სამშაბათსაც ("ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ) გამოჩნდება. გუნდში გვაქვს იმის საშუალება რომ ეტაპები გადავლახოთ, ასე რომ, იმედია მოვახერხებთ ამ ყველაფერს." დაასრულა რუნიმ.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
25 თებერვალი 2014 03:25
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია შრეკ! იმედია!
0
№2
ავტორი: red devil
25 თებერვალი 2014 07:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au ra magari iqneba wels liga
0
№3
ავტორი: davita
25 თებერვალი 2014 08:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ოცნებას კაცი არ მოუკლავს ....(სამწუხაროდ) pokerface
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№4
ავტორი: LizarD
25 თებერვალი 2014 08:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
davita,
ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა რამაა. რაც არ უნდა მახინჯი გუნდი იყოს მაინც ბოლომდე იხარჯება სუყველა. მანჩესტერს კიდე დიდი რესურსი აქვს.
0
№5
ავტორი: Manchester_M
25 თებერვალი 2014 14:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არაა გამორიცხული რომ მოვიგოთ სასწაულები წელს არ გვაკლია და იქნება ესეც 1-1 იყოს :D
0
№6
ავტორი: VaRdo
25 თებერვალი 2014 15:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
1/4 ფინალში შეგვხვდეს ატლეტიკო ან დორტმუნდი და ყველაფერი შესაძლებელია მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top