სეზონის დასაწყისში უეინ რუნი თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებდა, რასაც გულშემატკივრების შეშფოთება მოჰყვა. ამ ყველაფერს "ფულემთან" მიღებული ტრავმა დაერთო. საბედნიეროდ იგი მალე დაბრუნდა და სერ ალექსის განკარგულებაშია.

"ამხანაგური მატჩები კარგად ვერ ჩავატარე, რასაც ჩემი ცუდი ფორმა მოჰყვა. ჩემი ფიზიკური მდგომარეობა მშვენიერი არ არის. არ ვიცი რა გახდა ამის მიზეზი, ალბათ ცოტას ვვარჯიშობდი ან რაღაც ასეთი. როდესაც "ფულემთან" ტრავმა მივიღე მივხვდი, რომ დრო უქმად არ უნდა დამეხარჯა. რეაბილიტაცია კარგად გავიარე, აღვიდგინე ფიზიკური ფორმა და ახლა ენერგიით ვარ აღსავსე. ნახევარდაცვაში დგომა უფრო დიდ ფიზიკურ ვარჯიშს მოითხოვს. შენ მოედნის ცენტრში იმყოფები, ამიტომ ხან წინ უნდა წახვიდე ხან უკან. თუ კი მენეჯერი იტყვის, რომ ნახევარდაცვაში უნდა ვითამაშო, ამ დავალებას აუცილებლად შევასრულებ. რა თქმა უნდა როდესაც სულ თავდასხმაში ხარ უფრო მეტი შანსი გაქვს გოლის გატანის. მაგრამ როგორც ნებისმიერ მოთამაშეს ყველგან მინდა თამაში. ასე, რომ თუ მწვრთვნელი გადაწყვეტს ჩემს ცენტრში დაყენებას, მე ყველაფრისთვის მზად ვარ"._განაცხადა უეინ რუნიმ.