თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2014, 16:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1688,
კომენტარები: 8
მატა სახლში დარჩა
ხუან მატა კლუბს ათენში არ გაჰყვა.
მატა სახლში დარჩა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული, ხუან მატა ყოველკვირეულად პერსონალურ ბლოგზე "ხვდება" გულშემატკივრებს. ამჯერად იგი საუბრობს იმაზე, რომ მისი თანაგუნდელები ატენში გაფრინდნენ, ის კი მანჩესტერიდან დაუჭერს მხარს და იმედოვნებს, რომ წარმატებით დაბრუნდებიან.

"დღეს ჩემი თანაგუნდელები ნივთებს ალაგებენ რათა ათენში გაემგზავრონ, მე კი აქ, მანჩესტერში ვრჩები და აქედან ვუჭერ მხარს, რადგანაც წასვლა არ შემიძლია. როგორც იცით, მას შემდეგ რაც ჯგუფურ ეტაპზე ჩავატარე რამდენიმე შევედრა "ჩელსის" მაისურით, მე აღარ მაქვს უფლება იმავე ტურნირზე სხვა გუნდის შემადგენლობაში ვითამაშო. ეს სამწუხაროა, რადგან ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და მე კარგი მოგონებები მაკავშირებს მასთან, რამეთუ ორი წლის წინ იგი მოვიგე."

"გეტყვით, რომ ჩემი თანაგუნდელები ძალიან აღელვებულები არიან. მე მჯერა რომ შეგვიძლია წარმატების მიღწევა. მე ისევე ვუჭერ მათ მხარს, როგორც ნებისმიერი სხვა გულშემატკივარი."

"კარაისკაკისზე გუნდი რთული მეტოქეა. ისინი ლიდერობენ ლიგაში. მითროგლუმ-მათი ბომბარდირი და ვაისმა კლუბი იანვარში დატოვეს, მაგრამ "ოლიმპიაკოსმა" ორი კარგი მოთამაშე, ვალდესი და ერნან პერსი დაიმატა. "ოლიმპიაკოსს" რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში, რომელიც ლა ლიგაში გამოდიოდა: რობერტო, სავიოლა, ჩორი, დევიდ ფუსტერი და ჯოულ კემპბელი. იგივეს თქმა შეიძლება მენეჯერზე, მიშელზე, რომელსაც "რეალ მადრიდ კასტილიაში" ვხედავდი.

ნერვიულობისგან ალბათ ფრჩხილებს დავიჭამ, როცა მატს მივადევნებ თვალს. ისევე განვიციდი, როგორც თქვენ. მაგრამ ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ ამ მატჩის წინ. რამდენიმე კარგი ვარჯიში და "კრისტალ პალასთან" გამარჯვება კი ამაში ძალიან დაგვეხმარა. ამ სამმა ქულამ დიდი თავდაჯერებულობა შეგვმატა. მე ვფიქრობ გუნდურად ვთამაშობდით და ეს სუფთა მოგება იყო."

"მატჩი განსაკუთრებული იყო რუნისთვის, მას შემდეგ რაც ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ძალიან ბედნიერი იყო. ის ამას იმსახურეს. ის განსაკუთრებული მოთამაშეა კლუბისთვის და ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, რომ ის ჩვენთან რჩება რამდენიმე წლის მანძილზე."

"რაც შემეხება მე - 5 ჩატარებული მატჩის შემდგომ სულ უფრო და უფრო მეჩვენება, რომ თანაგუნდელების უკეთ მესმის მოედანზე. სიმართლე კი ისაა, რომ ასეთი დონის მოთამაშეების გვერდით ყველაფერი მარტივი ხდება.


manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
24 თებერვალი 2014 16:22
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ერთის მხრივ კარგია ლიგაზე რომ ვერ გვეხმარება, კაგავას მისცემს იმედია შანსს, თორემ დაიტანჯა, ბოლო თვეა საერთოდ არ უთამაშია.
0
№2
ავტორი: Best 7
24 თებერვალი 2014 16:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აუუ როგორ დაგვეხმარებოდა ეს
0
№3
ავტორი: davita
24 თებერვალი 2014 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
შემდეგ წელს დაგვეხმარება ზატო am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№4
ავტორი: Shako Jones
24 თებერვალი 2014 17:49
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
dampali mourinho :)))))
icoda manchestershi ro unda wasuliko da 20 wuti atamasha specialurad ;d
0
№5
ავტორი: UTD-Rule
24 თებერვალი 2014 18:59
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეჰჰ ხუანიტო არაუშავს what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Manchester_M
24 თებერვალი 2014 19:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გაყოლოდა ისე და ეყურებია თამაშისთვის ლაივში თუ არ შეუშვებდნენ სტადიონზე ?:D
0
№7
ავტორი: VaRdo
24 თებერვალი 2014 20:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არაუშავს დარჩი და ივარჯიშე ბევრი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Manchester United 14
24 თებერვალი 2014 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
Shako Jones,
ხო ეგ კრისა

Shako Jones,
სართოდ არ შეშვა მაინც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top