თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2014, 11:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1939,
კომენტარები: 9
ვიდიჩი:"ევროპაში განსაკუთრბული რამის გაკეთება შეგვიძლია"
ნემანია ვიდიჩი ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობს.
ვიდიჩი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, ნემანია ვიდიჩი, თვლის, რომ მის გუნდს პუბლიკის გაოცება და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

ორივე თასიდან გამოვადნისა და ოთხეულში მოხვედრის შანსის თითქმის დაკარგვის შემდეგ, "იუნაიტედი" კონცენტრირებულია ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ გამოსვლაზე.

ვიდიჩის აზრით, რომელიც კლუბს წლის ბოლოს დატოვებს, "იუნაიტედს" ყველას გაოცება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს "წითელ ეშმაკებს" პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა ელით საბერძნეთში, ადგილობრივი "ოლიმპიაკოსის" წინაარმდეგ.

"ძალიან კარგი იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე. მე მართლაც ასე ვფიქრობ"

"თუ კი ისევე კარგად ერთიანად ვითამაშებთ, როგორც "პალასთან" ამასთან ფრომასაც შევინარჩუნებთ, ჩვენი დამარცხება რთული იქნება. ჩვენს გუნდში ირიცხებიან ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ გოლების გატანა. ჩემპიონთა ლიგაზე კი სწორედ ესაა საჭირო - დაცვაში კარგი თამაშის შემდეგ, მომენტების გმაოყენებაა აუციელებლი."

"ეს ერთადერთი ტურნირია, რომლის მოგებაც შეგვიძლია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ კარგად გამოვიყურებით ჩემპიონთა ლიგაზე. დიახ, "ოლიმპიაკოსთან" გასვლითი შეხვედრა რთულია, იქ ხომ საოცარი ატმოსფერო სუფევს, მაგრამ თუ ჩვენ კარგად ვიმოქმედებთ, "ოლდ ტრაფორდზე" დავბრუნდებით და იქ დავასრულებთ დაწყებულ საქმეს"

"სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. ჩვენ ვიცით, რომ ყოველ მატჩში უნდა მოვუმატოთ და ვფიქრობ ეს ნახეთ "კრისტალ აპალსთან" შეხვედრაში.

"იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კარგად უნდა იცავდე თავს. ვფიქრობ შაბათს ერთი მთლიანი გუნდივით ვთამშობდით. საუბარია არამარტო მცველებზე, არამედ გუნდზე და მე ვფიქრობ კარგად ვიცავდით თავს."

"თუ ჩვენ კარებს ხელუხლებელს დავტოვებთ, მე ყოველთვის მჯერა, რომ გოლის გატანა შეგვიძლია და ჩვენ ეს გავაკეთეთ შაბათს. ნამდვილად კმაყოფილი დავრჩი იმით, თუ როგორ ვითამაშეთ."
- განუცხადა ვიდიჩმა Manchester Evening News-ს.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: fabio
24 თებერვალი 2014 14:34
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
მოიგეთ ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა საერთოდ არ მინდა
0
№2
ავტორი: Macklemore
24 თებერვალი 2014 15:13
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მჯერა რო მომავალ წელს ვიასპარეზებთ ლიგაზე! მთავარია ლივერპული დავამარცხოთ სახლში!
0
№3
ავტორი: RobertoKarvari
24 თებერვალი 2014 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
№4
ავტორი: რედი
24 თებერვალი 2014 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
Macklemore,
ლეიძლება ლივერპული დავამარცხოთ მაგრამ რამდენად შეგვიძლია ყველა დარჩენილი მატჩი მოვიგოთ მოიესის ხელში?

ლიგაზე აუცილებლად გავცდებით ოლიმპიაკოსს. მაგრამ საინტერესოა მომავალი მეტოქე ვინ იქნება??? ( ბაიერნი, პსჟ, ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო(ეს გუნდი რთული მეტოქე ვერ იქნება), დამპალი ჩელსი ! რამდენად გვაქვს ამათთან შანსი?
0
№5
ავტორი: M.U.12
24 თებერვალი 2014 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
Macklemore

psj da atletikos wesit unda movugot psj mainc meechveba mara danarchenebtan shanis 0 dzma
0
№6
ავტორი: davita
24 თებერვალი 2014 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ ეპლ-ს არ გვარტყი derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№7
ავტორი: gilmour
24 თებერვალი 2014 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კრისტალ პალასს მოვუგეთ და ჭკუაზე აღარ ვართ?:)
რავიცი წელს თუ ეგ სასწაული მოხდება მოიესს პირადად მოვუხდი ბოდიშს:)
0
№8
ავტორი: Macklemore
24 თებერვალი 2014 18:44
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რედი,
M.U.12,
არ ვამბობ რო ეგ უეჭველად მოხდება. უბრალოდ მე მჯერა ამის და დიდი იმედი მაქვს გამიმართლდება ვარაუდი!
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 თებერვალი 2014 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯერ ოლიმპიაკოს გავცდეთ, არავის ეგონოს რო ადვილი თამაშები გვექნება...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top