მარუან ფელაინი "იუნაიტედმა" სახაფზულო ტრანსფერის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიძინა. თუმცა მან დიდი ვერაფერი სარგებელი ანახა გუნდს. თუმცა თავის წარმოჩენაში მას ტრამვებმაც შეუშალეს ხელი.
თუმცა ბოლო თამაშში მარუანმა ყურადღება მიიპყრო. მან კარგი თამაში აჩვენა და უფრო მეტიც, შეეძლო გოლის გატანა. თუმცა მეტოქის კარი ამ შეხვედრეში რობინ ვან პერსიმ და უეინ რუნიმ დალაშქრეს და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულა მოიპოვეს.
ფელაინიმ ამ თამაშში წითლების ფორვარდის, უეინ რუნის ქება დაიმსახურა:
"ვფიქრობ, რომ მან ყველაფერს კარგად გაართვა თავი. ის ნამდვილად კარგი მოთამაშეა და რაც ყველაზე ძალიან მომწონს, ჩვენგან, ყველასგან განსხვავებულია. ის დიდი და ძლიერია და შეუძლია მოედნის სრულიად ფლობა. "კრისტალ პალასთან" მატჩში ყველაფერი კარგად გააკეთა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მე მისით კმაყოფილი ვარ."-ასრულებს ფორვარდი.
არც მოიესი იშურებს საქებარ სიტყვებს:
"მე მოხარული ვარ მისი თამაშით. ის გამოვიდა მოედანზე და რაღაც განსხვავებული გვანახა, ის რასაც ამდენი ხანი ველოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად ვიხილავდი. მართალია მან საკმაოდ კარგი შანსი ვერ გამოიყენა ბურთის გასატანად, მაგრამ არაუშავს, მან პირველად ითამაშა სამთვიანი პაუზის შემდეგ და გასაკვირი არაა, რომ მას დრო სჭირდება ფორმაში ჩასადგომად. ეს ყველას სჭირდება."