ესპანელი ნახევარმცველი, ხუან მატა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება მის ამჟამინდელ კლუბს, რადგან მან უკვე მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირში "ჩელსის" მაისურით. თუმცა დევიდ მოიესი ამართლებს კლუბისთვის სარეკორდო თანხად განხორციელებულ ტრანსფერს.
მოიესი იაზრებს იმას, რომ ზამთარში რთულია კარგი ტრანსფერის გაჩარხვა, მაგრამ მატას გადაბრება, იმდენად რეალური იყო, რომ შანსის დაკარგვა ნამდვლად არ ღირდა.
"ჩვენ გვინდოდა მატას შეძენა, როდესაც იგი ხელმისაწვდომი გახდებოდა და ეს ყველაფერი იანვარში მოხდა." აცხადებს "იუნაიტედის" ბოსი. "დიახ, იმედგასაცრუებელია ის ფაქტი, რომ მატა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაგვეხმარება და სწორედ ამიტომ ამბობს უმრავლესობა, რომ იანვარი ცუდი პერიოდია ტრანსფერის განსახორციელებლად."
"ამ პერიოდში კლუბების უმეტესობა ცდილობს იყიდოს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც არ აქვს შეზძუდვა ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ. მაგრამ, მატას მსავსად, დიდ ფეხბურთელებს სწორედაც რომ აქვთ. როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენ მატა უნდა შეგვეძინა მაშინვე, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემოდა."
"იუნაიტედს" რთულად აქვს საქმე, ვინაიდან იგი მეშვიდე ადგლზე იმყოფება და შანსები იმისა, რომ დევიდ მოიესის კლუბი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარაზებს, ძალიან მცირეა. თუმცა შოტლანდიელი იმედს არ კარგავს და ფიქრობს, მის გუნდს შეუძლია ამ ევროტურნირზე გასვლა ამავე ტურნირის მოგებით. "წითელმა ეშმაკებმა" წარმატებით გაიარეს ჯგუფური ეტაპი და მერვედ ფინალში ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდებიან.
"ჩვენ მშვენივრად ჩავატარეთ ჯგუფური ეტაპის მატჩები და პირველი პოზიციაც დავიკავეთ. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი. ნებისმიერ ტურნირზე შენ შანსი გაქვს - საუკეთესო გუნდები ყოველთვის ვერ აღწევენ წარმატებას. გაიხსენეთ შარშანდელი FA Cup-ი, როდესაც "უიგანმა" "მანჩესტერ სიტი" გამოთიშა."
"ჩვენ ახლა გვმართებს "ოლიმპიაკოსის" დამარცხება ორივე მატჩში, თუმცა ეს ადვილი არ იქნება, რადგან ეჭვგარეშეა რომ ის საბერძნეთის საუკეთესო კლუბია და მისი ფეხბურთელები ამ ზაფხულს საბერძნეთის ღირსებას დაიცავენ მსოფლიო ჩემპიონატზე."
"ამ ტურნირზე ყველას გამარჯვება სურს და ჩვენც სწორედ ამას შევეცდებით. გუნდებს არ უნდათ რომ "იუნაიტედს" დაუპირისპირდნენ, რადგან იციან თუ რა შეუძლია ამ გუნდს. ქვეყნის შიდა საქმეებს რაც შეეხება, მე კონცენტრირებული ვარ ოთხეულში მოხვედრაზე, რათა გუნდმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს." დაასრულა მოეისმა.