თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2014, 20:21
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1803,
კომენტარები: 4
ევრა: "რუნი ამ ხელფასს იმსახურებს"
გუნდის ვიცე კაპიტანი, პატრის ევრა მიიჩნევს რომ უეინ რუნი სრულად ამართლებს მასზე გაცემულ თანხას და ავანსებს.
ევრა:
პარასკევს რუნიმ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მომდევნო 24 საათში გუნდის კარი ბრწყინვალე დარტყმით დალაშქრა. როგორც ცნობილია, ინგლისელი ფორვარდი კვირაში 300.000 ფუნტს მიიღებს და პრემიერ ლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად მოიხსენიება. "იუნაიტედის" ფრანგი მცვლელი, პატრის ევრა კი აცხადებს რომ იგი თითოეულ პენს იმსახურებს.

"ის იმსახურებს რომ ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი." აცხადებს ევრა. "მე მახარებს ეს ფაქტი, რადგან ის მართლაც თავდაუზოგავად მუშაობს. ეს ფაქტი სასიხარულოა მისთვის, კლუბისთვის და გუნდის გულშემატკივართათვის. მოხარული ვარ "ვაზას" გამო, ის ნამდილად იმსახურებს ამ ხელფასს. მან გუშინ მშვენიერი დასასრული გამოუნახა ჩემს მიერ ჩაწოდებულ ბურთს."

ამ გამარჯვებით "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ცხრილში მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა და ამ სეზონში პირველად შეინახა კარი მშრალად, თუ "არსენალის" წინააღმდეგ დაფიქსირებულ შედეგს, 0-0ს არ ჩავთვლით.

"საქმე კარგად შევასრულეთ". აგრძელებს ევრა. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ჩვენ უკვე ბევრი მარცხი ვიწვნიეთ და მორიგი შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა. ვფქრობ, რომ ზლიერი "იუნაიტედი" ვიხილეთ, რომელიც თავდაჯერებულ ფეხბურთს თამაშობდა და ბურთი დიდი ხნის მანძილზე ეჭირა."

გამოცდილი ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის წყალობით, გუშინდელმა მატჩმა გაშვებული გოლის გარეშე ჩაიარა და ევრა იმედოვნებს, რომ მსგავსი მატჩები კიდევ მრავალი იქნება.

"ჩვენ უზადო გამოცდილება გაგვაჩნია. ფანტასტიური იყო, როდესაც რიო ვიხილე შეცვლაზე შემოსული "არსელანის" წინააღმდეგ. თქვენ ალბათ ხედავთ ვიდიჩის და ფერდინანდის ფორმას და მათი წყალობით შეგვიძლია მრავალი "მშრალი" მატჩი ჩავატაროთ."

"არ დაგავიწყდეთ ამ პოზიციაზე მოთამაშე ქრის სმოლინგი, ფილ ჯონსი და ჯონი ევანსი, რომლებიც ტრავმის მოშუშების შემდეგ კვლავ დაუბრუნდებიან გუნდს. ჩვენ კარგი ცენტრალური მცველები გვყავს და სათამაშო დრო მნიშვნელოვანია მათთვის." დაასრულა ევრამ.

წყარო: SkySports
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
23 თებერვალი 2014 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5894
როდის გამოასწორებთ საიტს? ძველი საიტივით დაიწყო ამანაც არევა ? :დ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2014 20:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იდო ეს სიახლე. მე დავწერე თავად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Manchester United 14
23 თებერვალი 2014 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
იმსახურებს ის მართლა მაგარია manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№4
ავტორი: M.U.12
24 თებერვალი 2014 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ar sheile bayvelas qondes statiss dadebis ufleba radgan erti dadebs meore ver dainaxavs da ityvis es ar idoo da sxva xelmeored dadebs igive statias

ar qondes statiis adeba yevals an unda icodnen ra rodis ideba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top