თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2014, 19:53
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1760,
კომენტარები: 6
ვიდიჩი მხარს უჭერს რუნის
ნემანია ვიდიჩი მხარს უჭერს რუნის, როგორც კაპიტნობის მთავარ კანდიდატს.
ვიდიჩი მხარს უჭერს რუნის
ნემანია ვიდიჩი დღეს დღეობით გუნდის ღირსებას იცავს, მაგრამ სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით ის სხვა კლუბში გადაბარგდება. ეს ყველაფერი კი დევიდ მოიესს საფიქრალს უჩენს თუ ვის გადასცეს კაპიტნის სამკლაური სერბი მცველის გუნდიდან წასვლის შემდეგ.

სწორედ უეინ რუნი მოისაზრება კაპიტნობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად, მას შემდეგ რაც მან ახალ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვიდიჩი მიიჩნევს რომ ეს ფაქტი კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თანადგომას უცხადებს ინგლისელ ფორვარდს.

"რუნი დიდი ფეხბურთელია და კლუბში დარჩენა მისთვისაც მნიშვნელოვანი გახლავთ". აცდადებს ვიდიჩი Sky Sport-სთან ინტერვიუში, "კრისტალ პალასის" დამარცხების შემდეგ. "უეინმა გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და რამდენიმე წელში იგი კლუბისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება."

როდესაც ნემანიას ჰკითხეს, თუ რაოდენ დიდია შანსი იმისა რომ რუნი გახდებოდა მომდევნო კაპიტანი, მან ასე უპასუხა: "სიმართლე რომ გითხრათ ეს მწვრთველზეა დამოკიდებული და სწორედ მან უნდა დანიშნოს გუნდში ახალი კაპიტანი. რუნი მთავარი კანდიდატია და სულაც არ გამიკვირდება თუ სწორედ მან მოირგო კაპიტნის სამკლაური." დაასრულა ვიდიჩმა.

წყარო: SkySPORTS
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: davita
23 თებერვალი 2014 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
კაი იქნება თუ დანიშნავენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№2
ავტორი: love united
23 თებერვალი 2014 20:20
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ალბათ რუნი გახდება კაპიტანი.იმსახურებს ნამდვილად.
0
№3
ავტორი: RedGirl
23 თებერვალი 2014 20:27
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ მეც მინდა რუნი რა.. და თუ რუნი არა დე ხეა, მარა რუნი !! ეგაა მომავალი კაპიტანი !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: Manchester_M
23 თებერვალი 2014 21:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნი იქნება კონტრაქტი გაანხაგრძლივა თან და ზედ გამოჭრილია :)
0
№5
ავტორი: red devil
23 თებერვალი 2014 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Shreki unda iyos capitani aucileblad
0
№6
ავტორი: ikawym
30 დეკემბერი 2020 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top