თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2014, 08:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1565,
კომენტარები: 8
მოიესი: "გამარჯვება დავიმსახურეთ"
დევიდ მოიესს სჯერა, რომ მისმა გუნდმა აბსოლუტურად დაიმსახურა მოგება "კრისტალ პალასთან".
მოიესი:
დევიდ მოიესს სჯერა, რომ მისმა გუნდმა აბსოლუტურად დაიმსახურა მოგება "კრისტალ პალასთან".

მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, "კრისტალ პალასის" კარის აღება 1 საათის განმავლობაში არ ხერხდებოდა, სანამ რობინ ვან პერსიმ არ გამოიყენა პატრის ევრას წაქცევისთვის დანიშნული 11 მეტრიანი.

მოიესი ამბობს, რომ ელოდა ასეთ თავდაჯერებულ და გაუტეხელ თამაშს "კრისტალ პალასის" მცველების მხრიდან, მაგრამ მას სჯეროდა თავისი შეგირდების და იმისაც, რომ სამხრეთ ლონდონიდან ქულების მაქსიმალურ რაოდენობას წამოიღებდნენ.

"მას შემდეგ რაც ტონი პულისი ჩაუდგა გუნდს სათავეში, "კრისტალ პალასი" გასვლაზე ყველასთვის რთულად დასამარცხებელი გუნდია - განაცხადა მოიესმა Sky Sports-თან ინტერვიუში - ისინი აღარ უშვებენ ბევრ გოლს და ძალიან რთულად დასამარცხებელ გუნდად იქცნენ. საბედნიეროდ ჩვენ ორი გოლის გატანა მოვახერხეთ მეორე ტაიმში"

"პირველი გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია პრემიერ-ლიგაში. იმის მიხედვით, თუ როგორ ვთამაშობდით, ჩვენ ის დავიმსახურეთ. რამდენიმე მომენტი გვქონდა და ნამდვილად დავიმსახურეთ პირველი გოლი"

მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე უეინ რუნიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და უკვე 40 გოლით ჩამორჩება სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს.

"იუნაიტედის" თავკაცმა არ დაიშურა საქებარი სიტყვები ინგლისელის მიმართ და დაამატა, რომ რუნის არაჩვეულებრივი შანსი აქვს "ოლდ ტრაფორდის" ისტორიაში შევიდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მან წინა კვირას ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"მეორე გოლი დახვეწილი გამოდგა. პატრის ევრამ ყველაფერი სწორად გააკეთა, მომენტის დასასრული კი დიდებული იყო"

manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2014 08:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმედი მაქვს ამაზე უკეთეს მატჩს იითამაშებთ საბერძნეთში...თუ არადა პალასივით არ იქნება იქ საქმე...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
23 თებერვალი 2014 08:38
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ბერძნები უნდა დავმარხოთ...
0
№3
ავტორი: Manchester_M
23 თებერვალი 2014 13:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ოლიმპიაკოსისთვის მოემზადეთ 2 იანს ვწერ არ გამიფუჭოთ რა პლზ :D:
0
№4
ავტორი: chudikone
23 თებერვალი 2014 13:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
2 სეზონში მოხსნის ჩარლტონის რეკორდს derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: RedGirl
23 თებერვალი 2014 14:49
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დარწმუნებული ვარ ჩარლტონის რეკორდსაც მოხსნის და ეპლ–ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებშიც წინ გადაინაცვლებს <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: davita
23 თებერვალი 2014 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
რუნი შენი თამაშით ვტკბები რაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№7
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2014 17:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დავიმსახურეტ და მოვიგეთ კიდეც. კარგი იყო გაგდება და ჩაწოდებები დიდად რომ არ იყო
0
№8
ავტორი: VaRdo
24 თებერვალი 2014 00:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
შემდეგი გაჩერება ოლიმპიაკოსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top