თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2014, 13:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1602,
კომენტარები: 5
მოიესი: "რუნი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა"
დევიდ მოიესი გამოტყდა, რომ ის ძალიან გახარებულია რუნის გადაწყვეტილებით.
მოიესი:
დევიდ მოიესი გამოტყდა, რომ ის ძალიან გახარებულია რუნის გადაწყვეტილებით.

რას გრძნობთ მას შემდეგ, რაც უეინმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი?

ძალიან ბედნიერი ვარ. ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა. მინდა რუნის დონის ბევრი მოთამაშე მoვიყვანო კლუბში. რა თქმა უნდა მისი გაშვება ძალიან არ გვინდოდა.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს რუნი სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის დამხობას?

რუნის ბევრი დრო აქვს ამისთვის, მან ხომ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჩვენ გულშემატკივრებს ძალიან უყვართ ისეთი მოთამაშეები, როგორიც სერ ბობი და ჯორჯ ბესტი არიან. რუნი ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ მათ რიგებში ჩადგეს. რუნის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

რამდენად მნიშვნელოვანია რუნი მომავლის "იუნაიტედისთვის"?

ის დაუჯერებლად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომლის ირგვლივაც გვინდა გუნდის აშენება. ჩვენ გვინდა სახელოვანი მოთამაშეები მოვიპატიჟოთ, ისეთი მოთამაშეები კი, როგორიც უეინ რუნი და ხუან მატაა, მათ დარწმუნებაში დაგვეხმარება. რუნი მართლაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. უყურებ როგორ მუშაობს, როგორ დებს თავს და პატივისცემით ივსები. ის საკუთარი თავისთვის არაა, გუნდური თამაში მისთვის მნიშვნელოვანია. გულშემატკივრებმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს, რის გამოც რუნი მზადაა ყველაფერი აჩვენოს რაც შეუძლია.

ვნახეთ თუ როგორ მოვიდა კლუბში ხუან მატა. ახლა კი რუნი ახალ კონტრაქტს აწერს ხელს. არის თუ არა ეს თავისებური გზავნილი პრემიერ-ლიგის სხვა კლუბებისთვის?

სიმართლე თუ გინდათ, ასეთი კითხვები არ მაწუხებს. უფრო მთავარია ის, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა მომავლის გეგმები დაინახონ. რესურსი გვაქვს კლუბში სხვების მოსაწვევად. ჩვენი შეთანხმებები რომ უკანასკნელი არ იქნება, ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ.

redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 თებერვალი 2014 12:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ კურტკა, ეს უკვე მომეწონა winked
0
№2
ავტორი: LizarD
22 თებერვალი 2014 12:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ძალიან კარგია. მომავალი სეზონიდან ახალი სისხლი ექნება იუნაიტედს ახალი ფეხბურთელების სახით და ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები იქნებიან , ჩემი აზრით
0
№3
ავტორი: BERDI
22 თებერვალი 2014 20:06
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
აბა მოიეს ეხლა რუნი მხოლოდ თამაშზე იქნება გადართული და ბოლომდე უნდა გამოიყენო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 თებერვალი 2014 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გიორგი,
კურტკა wink yahoo2
0
№5
ავტორი: RedGirl
22 თებერვალი 2014 20:44
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეგრე რა მოიეს რა <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top