თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2014, 12:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1951,
კომენტარები: 4
რუნი: "ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტით"
ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, უეინ რუნიმ "მანჩესეტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელეკომპანიას MUTV-ს ინტერვიუ მისცა.
რუნი:
ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, უეინ რუნიმ "მანჩესეტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელეკომპანიას MUTV-ს ინტერვიუ მისცა.

გილოცავთ ახალი კონტრაქტის გაფორმებას. რამ იქონია გავლენა თქვენი დარჩენის გადაწყვეტილებაზე?

ზაფხულში ძალიან ბევრ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მე მართლაც მოხარული ვარ გუნდში მოიესის მოსვლით. მე მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს დევიდიც უცებ მენდო. ძალიან გახარებული ვარ, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

ასე, რომ თქვენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე ხართ გუნდში.

არც ასეთი მოხუცი ვარ (იცინის). პასუხისმგებლობა მართლაც უდიდესი მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდად მიმაჩნია თავი. ძალიან მინდა მაგალითი მივცე ახალგაზრდებს, დავეხმარო მათ, მაგრამ ამავდროულად საკუთარითავი საუკეთესო მხრიდან უნდა ვაჩვენო.

არაჩვეულებრივი შანსი გაქვთ სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხოთ.

არაჩვეულებირივია, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი შეიძლება გავხდე. ამისთვის უამრავი არც თუ ისე ცოტა გოლის გატანა მჭირდება, მაგრამ მე მჯერა რომ ეს შემიძლია. იმედი მაქვს ოდესმე მოხდება ეს. ეს ჩემი კარიერის უდიდესი პერიოდი იქნება.

იქონიეს თუ არა გავლენა გულშემატკივრებმა ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერაზე ?

ჩვენი გულშემატკივრები დიდებულები არიან. ყოველთვის ვამბობდი, რომ ისინი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. სეზონის პირველ შეხვედრაში, რომელიც "სუონსის" წინააღმდეგ გამართა, გულშემატკივრებმა ჩემ მიმართ დიდი სიყვარული გამოავლინეს. მე მათი მადლიერი ვარ.

redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
22 თებერვალი 2014 12:15
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
კვირაში 300 000 რომ მიხდიდნენ მეც ბედნიერი ვიქნებოდი lol
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
22 თებერვალი 2014 12:17
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეს იდო უკვე წაშალე
0
№3
ავტორი: GeorgeBest
22 თებერვალი 2014 12:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენც ბედნიერები ვართ lol
0
№4
ავტორი: RedGirl
22 თებერვალი 2014 20:36
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რუნი: "ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტით"


აბა ჩვენ გვკიტხე როგორი ბედნიერენუ ვართ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top