თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2014, 00:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2148,
კომენტარები: 13
რატომ დარჩა რუნი კლუბში და როგორ ხედავს ის "იუნაიტედის" მომავალს.
რუნის ექსკლუზიური, ძალიან საინტერესო ინტერვიუ.
რატომ დარჩა რუნი კლუბში და როგორ ხედავს ის
შემოგთავაზებთ უეინ რუნის ექსკლუზიურ ინტერვიუს:

-ალბათ აღფრთოვანებული ხართ კონტრაქტის გახანგრძლივებით.

-დიახ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბი და იმის გაგება, რომ ჩემი კარიერის უმეტეს ნაწილს "ოლდ ტრაფორდზე" გავატარებ, არის ის, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. მე ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ყველაფერი მოგვარებულია და ახლა მთლიანად კონცენტრაციას მოვახდენ ჩემს ფეხბურთზე.

-ახალი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თქვენ 10 წელზე მეტი გექნებათ "იუნაიტედში" გატარებული. იფიქრებდით, რომ ამდენ ხანს დარჩებოდით "ოლდ ტრაფორდზე" როდესაც პირველად მოაწერეთ ხელი?

-მე ნამდვილად არ ვიცოდი რა მოხდებოდა და ამაზე იმ დროს საერთოდ არ მიფიქრია, მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, რომ შევუერთდი ისეთ კლუბს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". ახლა რომ ვუფიქრდები, 10 წელი დიდი დროა, მაგრამ როდესაც შენ შენი საქმე გსიამოვნებს, ფეხბურთს თამაშობ ერთ-ერთ ისეთ უდიდეს კლუბში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" და კომფორტულად გრძნობ თავს ასე ხდება. ჩვენ ეს ვნახეთ პოლ სქოულზის, გარი ნევილის, რაიან გიგზისა და რიო ფერდინანდის მაგალითზე.

-ხალხის ერთი ნაწილი გაკვირვებული დარჩება თქვენი ახალი გადაწყვეტილებით, რადგან შესაძლოა კლუბი არ მოხვდეს "ჩემპიონთა ლიგაზე" შემდეგ სეზონში. რამდენად გადამწყვეტი ფაქტორი იყო ეს თქვენს არჩევანში?

-მე ვიცი, რომ პრესა აქტიურად წერდა ამაზე, თუმცა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, იმიტომ რომ მე ვიცი ამ კლუბის მიმართულება, და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ სეზონში წარმატების მიღწევას, ჩვენ უფრო ძლიერები დავრბუნდებით და დავამტკიცებთ, რომ ნამდვილად ვართ ლიგის გუნდი. მოდით ნუ დავივიწებთ იმასაც, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი წელს. მართალია, სხვა გუნდები კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და თუ ჩვენ კარგად დავასრულებთ სეზონს არავინ იცის რა მოხდება.

-თქვენ ხელი მოაწერეთ ხუთნახევარ წლიან კონტრაქტს, ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ თქვენ "ოლდ ტრაფორდზე" გაატარებთ ფაქტობრივად თქვენ მთლიან კარიერას?

-მე აქ 18 ქლიდან ვარ და ეს კონტრაქტი 13 წლამდე ამიყვანს, რაც ნიშნავს, რომ მე თითქმის მთლიანი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გავატარე. ჩემი კარგი თამაშების უმრავლესობა აქ მაქვს ჩატარებული და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უკეთესი ფეხბურთი ვითამაშო შემდეგი წლების მანძილზე. მე ბევრი განსაკუთრებული მომენტი მქონია და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრი წინ მელის.

-თქვენ ახლა მეოთხე ბომბარდირი ხართ "იუნაიტედის" ისტორიაში, ეს კონტრაქტი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ გადაუსწროთ სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს (249). იყო ეს ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც დარჩენა გადაგაწყვეტინათ?

- არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. მაგრამ მე რათქმაუნდა ვაანალიზებ, რომ ეს კონტრაქტი ამის საშუალებას მაძლევს. ეს ნამდვილად არის ის რისი მიღწევაც მინდა, და თუ შევძელი, მე ამით ძალიან ვიამაყებ. ჩემი მიზანი ყოველთვის არის გავიტანო და შევქმნა მაქსიმალური რაოდენობის გოლები, ამიტომაც, თუ მე გავაგრძელებ რეგულარულად გოლების გატანას და რეკორდის მოხსნას ეს გასაოცარი იქნება.

-"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივება ყოველი ფეხბურთელისთვის დიდი სიამოვნებაა, რადგანაც ის დღემდე რჩება ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად მსოფლიოში. თქვენ როგორ ხედავთ "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალს?

-"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი ნათელი და ბრწყინვალეა, ის კიდევ რჩება ერთ-ერთ წამყვან გუნდად მსოფლიოში, ჩვენ ეს ხუან მატას გადმოსვლამ კიდევ ერთხელ დაგვანახა. ხალხი ამბობდა, რომ ჩვენ გვიჭირდა მსოფლიო დონის ფეხბურთელების გადმობირება, მაგრამ მატას გადმოსვლის ფაქტორი გვაჩვენებს როგორ ცდებოდნენ ისინი. ეს კლუბისთვის ახალი ერაა, ჩვენ ახალი სამწრთვნელო ჯგუფი და შესანიშნავი მენეჯერი გვყავს დევიდ მოიესის სახით. უბრალოდ ცვლილებისთვის კიდევ გვჭირდება დრო. ჩვენ დიდებული ფეხბურთელები გვყავს და მიუხედავად ჩვენი ახლანდელი ფორმისა, ყველა ისევ ერთად შეიკრა და გუნდს ისევ აქვს ის სული, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ავიყვანთ "მანჩესტერ იუნაიტედს" მწვერვალზე, ადგილზე რომელსაც ის ეკუთვნის !

-მოლაპარაკებებმა დიდ ხანს გასტანა. პრესამაც არ დააყოვნდა და აჭრელდა ამ საკიტხის მიმოხილვით. როგორ ჩაიარა ყველაფერმა?

-გაზეთებში რაც იწერება ყველაფერი არ უნდა დაიჯეროთ. მედიის მიხედვით, მე ვითხოვდი კაპიტნად ყოფნას და ვითხოვდი ფულს კლუბის ტრანსფერებიდან (იცინის), რაც ჩემთვის ძალიან სასაცილოა და რათქმაუნდა ტყუილია. მოლაპარაკებებმა დიდ ხანს გასტანა, თუმცა აქ უჩვეულო არაფერია. კლუბში რთული პერიოდი იყო და ბევრი რამ ხდებოდა, მაგრამ მოლაპარაკებები თავიდანვე კარგად დაიწყო. დიდი ნდობა გამომიცხადეს დევიდ მოიესმა, ედ ვუდვარდმა და რათქმაუნდა ხელმძღვანელობამაც, ამან ჩემი გადაწყვეტილების მიღება ბევრად გაამარტივა და მინდა, რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. თანაგუნდელებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩემს გადაწყვეტილებაში, მე ასევე მათაც მინდა მადლობა მოვუხადო და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად უკეთ ვითამაშებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფანები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. ისინი გვერდში მედგნენ იმ წამიდანვე, როცა "იუნაიტედს" შევუერთდი, მედგნენ მხარში, როგორც რთულ ისე კარგ პერიოდებში.

-რამე ხომ არ გაქვთ ფანებისთვის სათქმელი?

-მე უბრალოდ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ გვერდში დგომისთვის პირველივე წუთიდან და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ მე ძალიან ვაფასებ ჩემს წითელ არმიას. უბედნიერესი ვარ ახალი კონტრაქტით და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვაჩუქო მათ განსაკუთრებული მომენტები და გავაბედნიერო ისინი.



WR10Official
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 თებერვალი 2014 01:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ახალი კაპიტანი love ჩალრტონის რეკორდსაც მალე მოხსნის ნაკრებსიც და კლუბშიც, დაცვაში დაყენებებს მოეშვან მარტო

მაგრად გამიხარდა
0
№2
ავტორი: chudikone
22 თებერვალი 2014 01:11
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ათი წელი პერმიერ ლიგაში - ვისაც არ გაქვს წაკითხული ეს წიგნი, ყველამ წაიკითხეთ ♥

ყოჩაღ, მარი ♥ სასიხარულო და საინტერესო სტატია მოგვაწოდე. როგორც ყოველთვის წერის გამართული მანერით :**
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: red_girl
22 თებერვალი 2014 01:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
-მე ვიცი, რომ პრესა აქტიურად წერდა ამაზე, თუმცა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, იმიტომ რომ მე ვიცი ამ კლუბის მიმართულება, და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ სეზონში წარმატების მიღწევას, ჩვენ უფრო ძლიერები დავრბუნდებით და დავამტკიცებთ, რომ ნამდვილად ვართ ლიგის გუნდი. მოდით ნუ დავივიწებთ იმასაც, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი წელს. მართალია, სხვა გუნდები კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და თუ ჩვენ კარგად დავასრულებთ სეზონს არავინ იცის რა მოხდება.
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
22 თებერვალი 2014 07:45
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Rooney♥♥
0
№5
ავტორი: red devil
22 თებერვალი 2014 08:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Daimsxvra chelsis fanebis imedebi :D
0
№6
ავტორი: chichaRITOOOo
22 თებერვალი 2014 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
:D :D :D :D iocnebos klubebma rooney nair pexburtelze :D <3 <3 <3 <3 miyvars es pexburteli <3 <3 <3 GGMU <3 manunited
0
№7
ავტორი: ლადო
22 თებერვალი 2014 09:57
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ რა მაგარიაააააააააააააააააააა
0
№8
ავტორი: VaRdo
22 თებერვალი 2014 10:56
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჩაუვარდა პრესას კოვზი ნაცარში. რაღა აკეთონ ეხლა ზაფხულამე რით გაირთონ საქმე? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: AkkRed
22 თებერვალი 2014 11:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველა ისევ ერთად შეიკრა და გუნდს ისევ აქვს ის სული...შრეკ <3
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 თებერვალი 2014 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საუკეთესო უნდა გახდე შენ მანჩესტერის ისტორიაში manunited acute2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top