სერ ალექსი კარგ შეფასებას უკეთებს "ასტონ ვილას" მწვრთნელს პოლ ლამბერტს, რომელიც ცდილობს გუნდი ახალ ფილოსოფიას შეაჩვიოს.
"პოლ ლამბერტი - ეს ახალი ადამიანი "ასტონ ვილაში". მის წინაშე ძალიან დიდი და ძნელი მიზანია - გაამართლოს გულშემატკივრების იმედები.
თუ დააკვირდებით "ასტონ ვილას" შემადგენლობას, შეამჩნევთ, რომ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია: 4 ახალი მცველი და რამოდენიმე ნახევარმცველი და თავდამსხმელი.
ამ ფეხბურთელების შეთამაშებისათვის გარკვეული დროა საჭირო. პოლ ლამბერტმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი, როგორც კარგი მენეჯერი, ამიტომ არამგონია მას რაიმე პრობლემა შეექმნას.
"ასტონ ვილას" ბრწყინვალე ისტორია აქვს.
გუნდის მთავარი მიღწევა რა თქმა უნდა 1982 წელს "ბაიერნის" დამარცხებაა. ვფიქრობ, ის ხალხი მართალია ვინც ამბობს, რომ "ვილა" ახლა უფრო კარგად უნდა თამაშობდეს.
მახსოვს, რომ 1992/93 წლებში მათთან ერთად ვბრძოლობდით ჩემპიონობისათვის.
ვფიქრობ, მათი ახალი მწვრთნელი პოლ ლამბერტი ბევრ კარგ რამეს მოუტანს გუნდს" - დაასრულა სერ ალექს ფერგიუსონმა.