"იუნაიტედის" იმედგამაცრუებელი სეზონები.
ჩვენს შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდა "იუნაიტედის" ფანია, რომელთაც შესაძლოა არც კი სმენიათ კლუბის ყველაზე რთული მომენტების შესახებ. მაგალითად, სამწუხაროდ, "მიუნხენის" ტრაგედია ბევრისთვის მხოლოდ თარიღია, 6 თებერვალია, რომელიც უნდა აღინიშნოს და არა ჭრილობა გულში. ჩვენ არ მოგვიწია იმ მძიმე პერიოდის გადატანა, ჩვენ არ განგვიცდია ის, რაც მათ განიცადეს, ჩვენ არასდროს გამოგვივლია ის პერიოდი, როცა "იუნეაიტედი" ბასბიმ დატოვა და სხვადასხვა მწრთვნელი უშედეგოდ ცდილობდა მის ჩანაცვლებას, სანამ არ გამოჩნდა ფერგიუსონი.
"იუნაიტედის" ორი ლეგენდა: სერ მეტ ბასბი და სერ ალექს ფერგიუსონი.თუმცა ფერგის გამოჩენის შემდეგაც კი ჰქონდა წითელ არმიას წარუმატებელობის პერიოდები. 1991/2 წელი და ამ წელს ბოლო მომენტში განცდილი კრახი, ალბათ შორეულ წარსულში რჩება დღევანდელი ახალი ფანებისთვის, რომლებსაც მხოლოდ "იუნაიტედის" წარმატება ახსოვთ. მას შემდეგ, რაც დაიწყო "პრემიერ ლიგა" "მანჩესტერის" დიდებას დასასრული არ უჩანდა და ყველას ღამის კოშმარად ექცა. იყო პერიოდი, როცა ფიქრობდნენ, რომ ჟოზე მოურინიოს ვერავინ ვერ შეაჩერებდა, თუმცა ეს ისევ და ისევ ფერგიუსონმა შეძლო და სრულიად საფეხბურთო სამყარომ კიდევ ერთხელ დაინახა „იუნაიტედის“ ძალა 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
"იუნაიტედი" ჩემპიონობას აღნიშნავს. 2008წ. რა ხდება დღეს? დღეს, ყველა ფანი იმედგაცრუებულია. რთულია უყურო როგორ იბრძვიან ჩემპიონები ოთხეულისთვის, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ნამდვილი ჩავარდნა. ამიტომაც, ეს სეზონი ძალიან საშიშია სხვა კუთხითაც. წელს რომ „იუნაიტედს“ სამარცხვინო შედეგები აქვს ეს ყველამ იცის, თუმცა ამაზე მეტად საშიში და საზრუნავი ის არის თუ როდის ჩადგება კლუბი მწყობრში. ტრანსფერებისთვის საკმარისი და საკმარისზე მეტი თანხაც კია გამოყოფილი, მაგრამ არავინ იცის სწორად გამოიყენებს თუ არა ამ ფულს „იუნაიტედის“ თავკაცი.
მართალია, სერ ალექსის ბიჭები ბრწყინავდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი ლეგენდის დროს "იუნაიტედს" ჩავარდნა არ ჰქონია. ბევრი იმედგაცრუებაც იყო. მათგან ოთხი სეზონია "გამორჩეული":
2001/2002
ეს სეზონი ფანებისთვის ძალიან იმედგამაცრუებელი გახლდათ. ასეთი „იუნაიტედი“ გულშემატკივარს არ ენახა. გუნდში დიდი პრობლემები იყო. ისტორია კი სიტუაციას უფრო ამძაფრებდა და ჩავარდნასაც უფრო თვალსაჩინოს ხდიდა.
„იუნაიტედს“ ამ დროს ვერონი და რუდ ვან ნისტელროი ჰყავდა. ყველა „წითლების“ წარმატებაზე საუბრობდა, თითქოს „ეშმაკუნებს“ „ჩემპიონთა ლიგა“ და „პრემიერ ლიგა“ თავისუფლად უნდა აეწიათ, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც ელოდნენ და „მანჩესტერი“ უტიტულოდ დარჩა.
სეზონის დასაწყისში, სტამი „ლაციოში“ გაუშვეს. ამასობაში კი დაბალ ფასად ლორან ბლანი შეიძინეს, რომელთანაც სერ ალექსს უთანხმოება ჰქონდა.
კლუბში ყველაფერი უფრო და უფრო უარესდებოდა. „იუნაიტედმა“ მარცხი განიცადა ლიგის ხუთ თამაშში ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში. იანვარში კი, „მანჩესტერის“ წარუმატებლობებს კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა–ლივერპულმა კიდევ ერთხელ დაამარცხა „მანჩესტერი“.
ამის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონმა წასვლაც კი გადაწყვიტა. მცირე პერიოდის განმავლობაში, თითქოს „იუნაიტედის“ სათავეში ახალი მწრთვნელი ერიკსენი მოვიდა. როგორც პრესა იწერებოდა, ოფიციალური მხარე უკვე მოგვარებული იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ფერგიუსონმა გადაწყვეტილება შეცვალა. ამის შემდეგ კიდევ ცოტა ხანი სერ ალექსმა ვერ შეძლო ტიტულის მოგება. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ჯერ კიდევ არსებობდა.
„იუნაიტედი“ მარტივად გავიდა ჯგუფიდან და პირველი ადგილიც კი დაიკავა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, „მანჩესტერს“ ნამდვილად ჰყავდა ის გუნდი, რომელთაც ლიგის მოგება შეეძლოთ, მაგრამ „იუნაიტედს“ ისევ ტრამვებმა შეუშალა ხელი. „წითელ ეშმაკებს“ გარი ნევილის, როი კინისა და ბექჰემის გარეშე მოუწიათ თამაში. ფერგიუსონი იმედს ჯერ კიდევ არ კარგავდა, მას ყავდა ვან ნისტელროი, პოლ სქოულზი, ოლე გუნარი და რაიან გიგზი. ეს „იუნაიტედის“ ყველაზე კარგი შედეგი იყო ფინალში გასვლისა, მანამ სანამ ისინი არ შეხვდნენ „პორტოს“ 2004 წელს.
2004/2005
არსებობს ცუდი სეზონები, მაგრამ ასევე არსებობს სეზონები, სადაც ცხოვრება ინგრევა, ნადგურდება და აღუდგნლად იშლება. 2004/5 წლის სეზონი ერთ–ერთი ასეთი სეზონია.
შემადგენლობა საშინელი იყო. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. ჟოზე მოურინიო იქ იყო ჩასაფრებული „მანჩესტერის“ მახლობლად და ცდილობდა „იუნაიტედის“ დამხობას. მოუმ სეზონი „იუნატედის“ დამარცხებით დაიწყო და ამას შემდეგ იბრძოდა მათ წინააღმდეგ.
„იუნაიტედის“ ფანები საშინლად გრძნობდნენ თავს. ჩელსის ფანების სიმღერით გამოწვეულ უბედურებას შემდგომში „არსენალთან“ მარცხიც დაემატა. ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა.
ამასობაში „ლივერპული“ „მილანთან“ 3-0ს აგებდა. ბოლოს და ბოლოს სკაუზერების მხიარულება სრულდებოდა. მაგრამ არა ! რაფა ბენიტეზის ბიჭებმა საოცრება მოახდინეს და შეძლეს სამბურთიანი ქამბექის გაკეთება. დამატებით დროში „ლივერპულმა“ ლიგა მოიგო, მაშინ, როცა „იუნაიტედს“ არაფერი ჰქონდა.
ჟერარდი: შესვენებაზე გასახდელში ვიჯექი, თავი ჩახრილი მქონდა და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი უკვე დასრულებული იყო.ეს წელი „იუნაიტედისთვის“ ღამის კოშმარს ჰგავდა წარსულიდან.
2011/2012
სეზონის ბოლოს, თითქოს ყველამ იცოდა, რომ თასს „მანჩესტერ სიტი“ აწევდა, რადგანაც ქალაქელებს მარტივი მეტოქე „ქპრ“ ჰყავდათ. მაგრამ, მანამ სანამ „იუნაიტედმა“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თასი მეოცედ აეწია, მანამ სანამ „წითლებმა“ დაამარცხეს „სანდერლენდი“, „მანჩესტერის“ ცისფერი მხარე სახლში აგებდა.
„იუნაიტედს“ უკვე ჩემპიონობა უნდა აღენიშნა, სულ რამდენიმე წუთი რჩებიდა, რომ „სიტიმ“ დამატებით 5 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხა და ქალაქელებმა „ქამბექის მეფეებს“ ტიტული წაართვა. ეს წარმოუდგენელი ტკივილი იყო სრულიად მანჩესტერული სამყაროსთვის. მაგრამ წითელ არმიას იმედი არ დაუკარგავს, ყოველთვის სჯეროდათ და სწორედ ამ რწმენამ მოაგებინა ტიტული მომდევნო წელს:
2013/2014
და ბოლოს, მოვედით დღევანდელ დღეზე, სადაც ჩემპიონები ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვიან.
ყველაფერი კარგი ოდესღაც სრულდება, სერ ალექს ფერგიუსონის ერაც დასრულდა და დიდი ლეგენდა დევიდ მოიესმა ჩაანაცვლა. მოიესს ევროპაში ჯერ წარმატებისთვის ვერ მიეღწია, თუმცა ახლა უკვე ჩემპიონებს იბარებდა, იბარებდა გუნდს დიდი ისტორიით, გუნდს, რომლის სათავეშიც ცოტა ხნის წინ თვით სერ ალექსი იდგა.
ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯარამდე რამდენიმე წუთით ადრე, „წითლებმა“ შეიძინეს მარუან ფელაინი, რომელიც დიდად ეიმედებოდათ ფანებს, თუმცა მან ვერაფერი გააკეთა და ტრამვაც მიიღო. „იუნაიტედი“ შემადგენლობის გაძლიერების მიზნით ცდილობდა შეეძინა ტიაგო ალკანტარა, ფაბიო კოენტრაო, ლეიტონ ბეინსი, სემი ხედირა და ერერა, თუმცა უშედეგოდ.
გუნდში დიდი პრობლემებია. ფილ ნევილმა და მოიესმა რამდენიმეჯერ რაფაელის შენაცვლება კრის სმოლინგით სცადეს, მისცეს შანსი ქლევერლისა და ქერიკს, ხოლო ფლანგებზე ვალენსიასა და იანგს. შედარებით ცოტა სათამაშო დრო მიიღო კაგავამ, რომლის თამაშის ხილვაც ფანებს ძალიან სურთ. ასევე კლუბი სათამაშო დროის არქონის გამო არენდით დატოვეს სერ ალექსის ბოლო შენაძენმა–ზაჰამ და ბრაზილიელმა, რომელსაც რუნიზე უკეთეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ–ანდერსონმა.
დაცვაში დიდი პრობლემებია. პატრის ევრა დაბერდა და ცენტრის იდეალური წყვილიც, რიო–ვიდიჩიც, ფორმიდან ამოვარდნენ. რაღაც უნდა გაკეთებულიყო, „იუნაიტედს“ ახალი სისხლი ესაჭიროებოდა. მაგრამ იანვარში ნორმარული ტრანსფერის გაკეთება არც ისე მარტივი იყო. ამისდა მიუხედავად, მოიესმა შეძლო „არისტოკრატების“ ნახევარმცველის, ხუან მატას გადმობირება, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ. მოიესმა კი ის როგორც ვინგერი ისე გამოიყენა.
ფანებისთვის ძალიან მტკივნეულ შედეგებს აფიქსირებს „მანჩესტერი“. მოქმედმა ჩემპიონებმა წააგეს „ლივერპულთან“, „მანჩესტერ სიტისთან“, „ვესტ ბრომვიჩთან“, „ევერტონთან“, „ნიუკასლთან“, „ტოტენჰემთან“, „ჩელსისთან“, „სტოკ სიტისთან“, „სუონსსა“ და „სანდერლენდთან“. ამასთანავე, ფრე ითამაშეს „კარდიფთან“, „ფულჰემსა“ და „საუთჰემპტონთან“.
კლუბს წარმატებაზე მეტი ჩავარდნა აქვს. ეს კლუბი კი „იუნაიტედია“. ეს სტკივა გულშემატკივარს. გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში „პრემიერ ლიგა“ მოიგო, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, რომელიც წლების მანძილზე საფეხბურთო სამყაროს ღამის კოშმარად ექცა, „ლივერპული“ დაამხო და ყველა დარტყმას გაუძლო დღეს ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და ეს იმედგამაცრუებელია.
თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს უბრალოდ ხდება და ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. კლუბი სერ ალექს ფერგიუსონმა დატოვა. ამის მნიშვნელობა, როგორც ჩანს ჯერ კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული. მოიესი დიდი წნეხის ქვეშაა, ის იმ ადამიანის პოსტზეა, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონი ჰქვია. ის იმ გრანდის თავკაცია, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჰქვია და მან უნდა შეძლოს და როგორმე ამ გასაჭირიდან ამოიყვანოს კლუბი.
რას იზამს „იუნაიტედი“? მოხვდება ლიგაზე? ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა იმედი არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დავნებდეთ, რადგან ჩვენ ისევ დავბრუნდებით, ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანები ვართ და ნამდვილი „წითელი ეშმაკები“ არასდროს კარგავენ რწმენას!
ManUtdBlog