მაიკლ ოუენი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰყავს ფანტასტიური მეკარე - დევიდ დე ხეა:"დევიდი შესანიშნავი მეკარეა. ვიცი, რომ სიმართლევს ვამბობ, როდესაც ვიძახი, რომ ის ტოპ-კლასის მოთამაშეა. ჩემი აზრით, 5 წელიწადში ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდება. მაგრამ ის შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ ამას ვერ გაექცევი. თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს, შეიძლება ითქვას, რომ ის ფენომენალური მოთამაშეა." - აცხადებს ოუენი hereisthecity.com-თან.
"გაიხსენეთ ედვინ ვან დერ სარი დევიდის ასაკში. თუ მათ ერთმანეთს შევადარებთ, ძალიან დიდ მსგავსებას დავინახავთ. თუ დევიდის მომავალზე ვისაუბრებთ, მას ჯერ ყველაფერი წინ აქვს."