თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2014, 16:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1906,
კომენტარები: 8
მოხვდება "იუნაიტედი" ოთხეულში?
"იუნაიტედის" ვარსკვლავმა "წითლების" ოთხეულში მოხვედრის შანსებზე ისაუბრა.
მოხვდება
დევიდ მოიესის ბიჭებს მორიგი პრემიერ ლიგის მატჩის ჩატარება შაბათს უწევთ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ. "წითლები" ამჟამად ოთხეულს 11 ქულით ჩამორჩებიან და ირვინი აცხადებს, რომ "იუნაიტედს" ახლა მხოლოდ "არწივებთან" მოპოვებული სამი ქულა გადაარჩენს.

"თუ კიდევ რაიმე შანსი დარჩა ოთხეულში მოხვედრისა ეს შანსი მოგებაა. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ თამაშების მოგება და ვეცადოთ დავთრგუნოთ ცხრილში ჩვენს მაღლა მყოფი გუნდები,"–განუცხადა ირვინმა "იუნაიტედის" ოფიციალურ საიტს.

""პალასი" არც ისე მარტივი დასამარცხებელი იქნება. ტონი პულისმა შეძლო საოცრებების გაკეთება, მას შემდეგ, რაც ჩაიბარა კლუბი და "არწივებიც" უფრო მოტივირებულად და თავდაჯერებულად გამოდიან სტადიონზე."

"დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვის წინ, ბევრმა ხაზი გადაუსვა მათ და ფიქრობდნენ კიდეც, რომ "პალასს" ჩემპიონშიპში მოუწევდა გადასვლა. მაგრამ მათ ახლა სხვა მწრთვნელი ჰყავთ, რომელიც ფანტასტიურად მუშაობს და ჩვენ საქმეს კიდევ უფრო გვირთულებს. თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე ერთი რამ ვიცით, ერთი რამ გვჭირდება, ჩვენ უნდა მოვიგოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ!"
–დაასრულა "იუნაიტედის" ლეგენდამ.

ManUtd.com
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: davita
21 თებერვალი 2014 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
იასნა მოხვდება

P.S 333 კომენტარი am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№2
ავტორი: Macklemore
21 თებერვალი 2014 17:00
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია მოვხვდებით 4ეულში. თუ მოვხვდით ფეხბურთელების დამატებისას ეს ძალიან წაგვადგება.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
21 თებერვალი 2014 17:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოგებათა სერია გვჭირდება და კრისტალ პალასიდან უნდა დავიწყოთ

სანამ თეორიული შანსი მაინც იქნება იმედი მაინც მექნება ოთხეულის
0
№4
ავტორი: Manchester_M
21 თებერვალი 2014 17:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მინდა მოხვდეს და რამდენად ამისრულდება სურვილი ეგ სხბაა 4 ეულში მოხვედრას მირჩევნია ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ და იქედან მოვხვდეთ შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე :D
0
№5
ავტორი: gilmour
21 თებერვალი 2014 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
12 ტური და აღმოსაფხვრელი 11 ქულა, წარმოუდგენელი არ არის, უბრალოდ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებსაც ვერ ვუგებთ. მოგებების სერიის დაწყებას ველოდები რაც მატა დავიმატეთ და რუნი–პერსი გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ ვერ ვეღირსეთ, ლივერპულს უნდა მოვუგოთ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩი იქნება.
0
№6
ავტორი: red devil
21 თებერვალი 2014 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Droa loserpooli daeshvas qvemot
0
№7
ავტორი: RojoDiablo
21 თებერვალი 2014 18:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პალასი სახლში მართლა კერკეტი კაკალია...საერთოდ დიდ გუნდებს კარგად ეთამაშებიან ასეტი კლუბები. სიტისაც კი ეჭიდავეს ეტიჰადზე, მაგრამ ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზევე მორჩება ყველაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: ლადო
21 თებერვალი 2014 19:36
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
თუ რამის მიღწევა გვინდა ყველას უნდა გადაუაროთ აღარრანაირი ფრე...ან წაგება, რა ფრეზეა ლაპარაკი როცა ამდენი თამაში წავაგეთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top