თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2012, 15:36
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2411,
კომენტარები: 5
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

ტრავმირებულები
სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა,რომ "ბრაგასთან" მატჩში მცირე დაზიანება მიიღო ჯონი ევანსმა ხოლო ნანის კუნთების დაჭიმვის გამო 10 დღის გამოტოვება მოუწევს.

"იმედი მაქვს,რომ ჯონი ევანსი შეძლებს შაბათს თამაშის ჩატარებას,რადგან მისი დაზიანება არც ისეთი სერიოზულია."

"ნანის კუნთების გაჭიმვის გამო 10 დღის გამოტოვება მოუწევს.მისი კუნთები ხელუხლებელია უბრალოდ ეტყობა ის გადაიღალა."

სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ თუ ჯონი ევანსი ვერ მოახერხებს თამაშს,მაშინ მის პოზიციას დაიკავს კრის სმოლინგი,რომელმაც საკმაოდ კარგად ითამაშა "ბრაგას" წინააღმდეგ.

"ჩვენ ვაპირებთ ამ ორ ფეხბურთელს უფრო მეტი სათამაშო დრო მივცეთ,მაგრამ თუ დღევანდელ მატჩში ევანსი ვერ მოახერხებს თამაშს,მაშინ მის ადგილს კრის სმოლინგი დაიკავებს."

კონცენტრაცია
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ "ვილა პარკთან" მას კარგი მოგონებები აკავშირებს,მაგრამ იმედოვნებს,რომ მისი ფეხბურთელები ამ მოედანზე კონცენტრირებას მოახდენენ.

"მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ "ვილა პარკზე" კარგად ვასპარეზობთ ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ თამაშის კონტროლი.ამ სტადიონზე ყოველთვის დიდი ატმოსფეროა.ჩვენ დიდი შრომის გაწევა მოგვიწევს სამი ქულის ასაღებად."

რუნი,ვან პერსი და ჩიჩარიტო.
სერ ალექსი დარწმუნებულია,რომ მიმდინარე სეზონში უეინ რუნი და ხივერ ერნანდესი მინუმუმ 20 გოლის გატანას შეძლებს.

"ჩვენ დიდი არსენალი გვაქვს ფორვარდების.რობინ ვან პერსი შესაფერის დროს მოვიდა ჩვენთან და მან უკვე 11 გოლის გატანა მოახერხა."

"მე ვფიქრობ,რომ რობინის მოსვლა გუნდში გადაჭრის გოლების გატანის პრობლემას.ალბათ ყველას კარგად გვახსოვს,რომ წინა წელს ბურთების სხვაობით დავმარცხდით პრემიერ ლიგაში.დარწმუნებული ვარ,რომ ეს აღარ განმეორდება."

"მიმდინარე სეზონში ჩიჩარიტომ რამოდენიმე თამაში მართლაც,რომ მაღალ დონეზე ჩაატარა.ამის საფულძველზე ვაცხადებ,რომ ის ამ სეზონში შეძლებს მინიმუმ 20 გოლის გატანას.მან უკვე 6 გოლი გაიტანა და ნელ-ნელა თავის ძველებურ ფორმას უბრუნდება."

ფილ ჯონსი
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ფილ ჯონსის დაბრუნება მოხდება "ქპრსთან" მატჩში 24 ნოემბერს ხოლო ნემანია ვიდიჩი ჯერ შორსაა დაბრუნებასთან.

"ნემანია ვიდიჩის დაბრუნება ჯერ კიდევ დიდი დროის საკითხია.შეიძლება ის საშობაოდ დაბრუნდეს."

"ფილ ჯონსი უკვე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ალბათ მისი დაბრუნება მოხდება "ქპრსთან" მატჩში." - დაასრულა ფერგიუსონმა.

წყარო : Redevils.Ru
პრესკონფერენცია
5 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
10 ნოემბერი 2012 15:36
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია მოვიგებთ smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Red Hooligan
10 ნოემბერი 2012 15:37
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ვიგებთ დამაჯერებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№3
ავტორი: Ví Ví
10 ნოემბერი 2012 16:02
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ამ თამშში ვილას განადგურებას აპირებს ფერგი მის თვალებში ვხედავ :D
0
№4
ავტორი: love united
10 ნოემბერი 2012 16:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა მოვიგოთ!..
0
№5
ავტორი: Amanda Seyfried
10 ნოემბერი 2012 17:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
არმოგება არ გვეპატიება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top