"მანჩესტერ იუნაიტედმა" დღეს განაცხადა, რომ კლუბი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში იტალიურ "რომასა" და "ინტერს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესის გუნდი საზაფხულო ტურნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს.
შაბათს 26 ივლისს, პირველი მატჩი გაიმართება, რომელსაც "იუნაიტედი" "რომასთან" გამართავს. სამშაბათს 29 ივლისს, "მანჩესტერ იუნაიტედი" იტალიის მეორე წარმომადგენელს, მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება.
"იუნაიტედი" "რომას" ბოლოს 2008 წლის 9 აპრილს დაუპირისპირდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალში. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც "ეშმაკებმა" იტალიელები მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი "იუნაიტედის" ფორვარდმა, კაროლს ტევესმა გაიტანა 70-ე წუთზე.
მილანის "ინტერთან" ბოლო მატჩი 2009 წლის 11 მარტს გაიმართა, სადაც "იუნაიტედმა" 2-0 იმარჯვა. თავი ნემანია ვიდიჩმა და კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინეს.
ვიდიჩს 4-ე წუთზე პირველი გოლი გააქვს "ინტერის" კარში
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.