რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ ლიდერობა ინგლისის პრემიერ-ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე არანაირად არ აძლევს "იუნაიტედის" ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას.
გამოცდილმა ფეხბურთელმა, რომელმაც ამ კვირაში თავისი 34-ე იუბილე აღნიშნა ამბობს, რომ ლიდერობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას მატებთ.
"არ ვიტყოდი, რომ ჩვენი თამაშით სრულიად კმაყოფილნი ვართ. ახლა უბრალოდ იმ პოზიციებზე ვართ, სადაც უნდა ვიყოთ.
ჩვენ ნაადრევად უნდა მოგვეპოვებინა შემდეგი ეტაპის საგზური, რადგანაც შემდეგ შედეგზე არ გვენერვიულა. ჩვენ ეს შევძელით, ამიტომაც ჯგუფის ლიდერები ვართ.
მალე სეზონში საახალწლო დასვენების დრო მოვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდისათვის. ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოვიპოვოთ ქულები და შევეცადოთ არ დავუშვათ შეცდომები.
ეს მიზანი კლუბს უკვე რამოდენიმე წლების განმავლობაში აქვს".
ბოლო დროს რიოს თავისი ფორმის გამო აკრიტიკებენ, რასაც ასაკს მიაწერენ თუმცა რიომ ეს ყველაფერი უარყო.
"მე არ ვსაუბრობ ჩემი ფორმის პრობლემებზე, რადგანაც არ მაქვს. ბოლო 18 თვე ჩემთვის ტრავმის გარეშე ჩატარდა, ამით მოხარული ვარ. თუ სერ ალექსს ახლაც სჭირდება ჩემი თავი ეს არის ძალიან კარგი. მე შემიძლი მაღალ დონეზე თამაში, რაც უკვე დავამკტიცე".
რიო ფიქრობს, რომ გუნდის დაცვა უფრო და უფრო უმატებს და სულ მალე ის გაუვალი იქნება.
"ვფიქრობ, როდესაც კლუბს ჰყავს სტაბილური ფეხბურთელები, ამას დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისათვის.
ამაზე არანაირად არ მოქმედებს ფეხბურთელების ახლანდელი ფორმა. სერ ალექსს არ შეეძლო უკვე ჩამოეყალიბებინა დაცვის ხაზი, რადგანაც კლუბს ძალიან ბევრი ტრავმიანი ფეხბურთელი ჰყავს ამ პოზიციაზე.
ჩვენ დიდი ხნის მანძილზე გვქონდა შეუთანხმლებლობა დაცვის ხაზში. ეს შეიძლება ცუდად შემობრუნებულიყო კლუბისათვის პრემიერ-ლიგის შუა ეტაპზე ან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები გოლი გავუშვათ. ბოლო კვირის განმავლობაში დაცვაში თამაში საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ჩვენ კარგ ფორმაში ვდგებით და მალე ძალიან ძლიერ გუნდათ წარმოვადგენთ თავს. ეს უბრალოდ დროის საკითხია" - დაასრულა რიომ.