თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2012, 15:35
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2197,
კომენტარები: 5
რიო: " კარგ ფორმაში შევდივართ "
რიო გუნდზე საუბრობს....
რიო:
რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ ლიდერობა ინგლისის პრემიერ-ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე არანაირად არ აძლევს "იუნაიტედის" ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას.

გამოცდილმა ფეხბურთელმა, რომელმაც ამ კვირაში თავისი 34-ე იუბილე აღნიშნა ამბობს, რომ ლიდერობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას მატებთ.

"არ ვიტყოდი, რომ ჩვენი თამაშით სრულიად კმაყოფილნი ვართ. ახლა უბრალოდ იმ პოზიციებზე ვართ, სადაც უნდა ვიყოთ.

ჩვენ ნაადრევად უნდა მოგვეპოვებინა შემდეგი ეტაპის საგზური, რადგანაც შემდეგ შედეგზე არ გვენერვიულა. ჩვენ ეს შევძელით, ამიტომაც ჯგუფის ლიდერები ვართ.

მალე სეზონში საახალწლო დასვენების დრო მოვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდისათვის. ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოვიპოვოთ ქულები და შევეცადოთ არ დავუშვათ შეცდომები.

ეს მიზანი კლუბს უკვე რამოდენიმე წლების განმავლობაში აქვს".

ბოლო დროს რიოს თავისი ფორმის გამო აკრიტიკებენ, რასაც ასაკს მიაწერენ თუმცა რიომ ეს ყველაფერი უარყო.

"მე არ ვსაუბრობ ჩემი ფორმის პრობლემებზე, რადგანაც არ მაქვს. ბოლო 18 თვე ჩემთვის ტრავმის გარეშე ჩატარდა, ამით მოხარული ვარ. თუ სერ ალექსს ახლაც სჭირდება ჩემი თავი ეს არის ძალიან კარგი. მე შემიძლი მაღალ დონეზე თამაში, რაც უკვე დავამკტიცე".

რიო ფიქრობს, რომ გუნდის დაცვა უფრო და უფრო უმატებს და სულ მალე ის გაუვალი იქნება.

"ვფიქრობ, როდესაც კლუბს ჰყავს სტაბილური ფეხბურთელები, ამას დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისათვის.

ამაზე არანაირად არ მოქმედებს ფეხბურთელების ახლანდელი ფორმა. სერ ალექსს არ შეეძლო უკვე ჩამოეყალიბებინა დაცვის ხაზი, რადგანაც კლუბს ძალიან ბევრი ტრავმიანი ფეხბურთელი ჰყავს ამ პოზიციაზე.

ჩვენ დიდი ხნის მანძილზე გვქონდა შეუთანხმლებლობა დაცვის ხაზში. ეს შეიძლება ცუდად შემობრუნებულიყო კლუბისათვის პრემიერ-ლიგის შუა ეტაპზე ან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები გოლი გავუშვათ. ბოლო კვირის განმავლობაში დაცვაში თამაში საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ჩვენ კარგ ფორმაში ვდგებით და მალე ძალიან ძლიერ გუნდათ წარმოვადგენთ თავს. ეს უბრალოდ დროის საკითხია"
- დაასრულა რიომ.

წყარო: Redevils.Ru
სტატიები, ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
10 ნოემბერი 2012 15:36
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ნამდვილად feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Malboro463
10 ნოემბერი 2012 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ერთი მცველი მაინც გვჭირდება
0
№3
ავტორი: Ví Ví
10 ნოემბერი 2012 16:02
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
რიო მხეცი ხარ რიოოო
0
№4
ავტორი: love united
10 ნოემბერი 2012 16:55
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ჰუმელსი დაგვხატავდა...
0
№5
ავტორი: Amanda Seyfried
10 ნოემბერი 2012 17:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რიო შენი იმედი მაქვს ვიდას არყოფნაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top