როგორც The Telegraph იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ადნან იანუზაიმ უარი განუცხადა კოსოვოს ნაკრების პირველ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე.
როგორც The Telegraph იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ადნან იანუზაიმ უარი განუცხადა კოსოვოს ნაკრების პირველ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ სცნო ფიფა-მ კოსოვო დამოუკიდებელ საფეხბურტო ფედერაციად. ახლა კი ეს პატარა ბალკანური ქვეყანა თავისი პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება, რომელიც მარტში ჰაიტის წინააღმდეგ გაიმართება.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩია, იანუზაის მომავალში არავითარი ვალდებულება არ ეკისრებოდა და მას შეეძლო ნებისმიერ სხვა ნაკრებში ეთამაშა. თუმცა წყაროს ცნობით, იანუზაიმ უარი განუცხადა კოსოვოს ნაკრებს, ისევე როგორც ადრე ბელგიასა და ალბანეთს.
მოსალოდნელია, რომ 19 წლის იანუზაი თავის ბედს სწორედ ინგლისის ნაკრებს უკავშირებს. ინგლისის მოქალაქეობის მიღება და როი ჰოჯსონის ნაკრებში თამაშის უფლება მხოლოდ 2017 წელს შეეძლება ადნან იანუზაის.