თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2014, 18:41
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2007,
კომენტარები: 10
ფლეტჩერი ნაკრებში დაბრუნდა
დიდი პაუზის შემდეგ ფლეტჩერი ისევ შოტლანდიის ნაკრების ღირსებას დაიცავს.
ფლეტჩერი ნაკრებში დაბრუნდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" 30 წლის ნახევარმცველს არ უთამაშია შოტლანდიის ნაკრებში ბოლო 16 თვის მანძილზე. ამის მიზეზი მისი ავადმყოფობა და კარიერის დროებითი შეწყვეტა იყო.

ყველაფრის მიუხედავად, მან ვარჯიში განაახლა და ახლა "ეშმაკუნების" ძირითადი შემადგნელობისთვის იბრძვის. ამასობაში კი, მან შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთვნელის, გორდონ სტრაჩანის ყურადღება მიიპყრო.

"შესანიშნავი იყო საშობაო პერიოდში მისი დაბრუნების ხილვა დიდ ფეხბურთში." ამბობს სტრაჩანი ფლეტჩერზე. "ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. მე მის თამაშს თვალს ვადევნებდი და ვნახე, რომ მას ის ენთუაზიაზმი არ დაუკარგავს. დარენის ნაკრებში დაბრუნება შესანიშნავი იქნება."

"დანდი იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველი, ენდიუ რობერტსონი პირველად იქნა გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში. "სანდერლენდის" ფილ ბერდსლი კი, დიდი სანაკრებო პაუზის შემეგ კვლავ დაიცავს მისი ქვეყნის ღირსებას.

რობერტსონი და მისი თანაგუნდელი რაიან გაულდი, დიდი ალბათობით მიიღებენ მონაწილეობას 5 მარტის შეხვედრაში, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება. შოტლანდიის ნაკრებს ვერ დაეხმარება "აბერდინის" წყვილი, ტიპერ პაულეტი და მარკ რეინოლდსი.

შოტლანდიის შემადგენლობა:


მეკარეები: მეტ გილკსი, დევიდ მარშალი, ალან მაქგრეგორი.

მცველები: ფილ ბერდსლი, ქრისტოფ ბერა, გორდონ გრირი, გრანტ ჰანლი, ალან ჰიუტონი, რასელ მარტინი, ენდრიუ ბობერტსონი, სტივენ ვაითაქერი.

ნახევარმცველები: ჩარლი ადამი, იკეჩი ანია, ბერი ბენანი, სკოტ ბრაუნი, ქრის ბურკი, დარენ ფლეტჩერი, ჯეიმს ფორესტი, ჯეიმს მორისონი, ჩარლი მალგრიუ, რობერტ სნოდგრასი.

ფორვარდები: სტივენ ფლეტჩერი, როსს მაქქორმაქი, სტივენ ნაისმიტი.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
19 თებერვალი 2014 18:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი ამბავია ეგ მაგრამ შოტლანდია დიდი არაფრის მაქნისი გუნდია :X
0
№2
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2014 18:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია კარგი winked არ ვიცი ვის არ ევასება ეს კაცი, მაგრამ დასაფასებელია ყველაფერი ის რაც გააკეთა და შეძლო, ამდენი ტრავმის შემდეგ ისევ აგრძელებს თამაშს
0
№3
ავტორი: ლადო
19 თებერვალი 2014 18:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ისეთი გამოცდილების პატრონია ეს კაცი, რომ გასაკვირიც იქნებოდა ნაკრებში, რომ არ გამოეძახათ
0
№4
ავტორი: Lev
19 თებერვალი 2014 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
კარგად იღებს ბურთს კარგად ტრიალდება და წინაც აკეთებს პასებს ზოგიერთი ინვალიდისგან განსხვავებით. მე მაგრად მევასება ამის თამაშის მანერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 თებერვალი 2014 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კაია რო დააბრუნეს, დიდი სტიმმული იქნება ფლეტჩერისთვის. ისე საინტერესო სურათია winked wink
0
№6
ავტორი: davita
19 თებერვალი 2014 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
RESPECT <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№7
ავტორი: Gio Ghonghadze
19 თებერვალი 2014 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ჩემპიოონთალიგაზე მილანს რეები გაუკეთა ამან და რუუნიმ..
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
19 თებერვალი 2014 19:43
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Fleetch♥♥
0
№9
ავტორი: Tamara
19 თებერვალი 2014 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ვსო მომდევნო ევროპას შოტლანდია იგებს
0
№10
ავტორი: Manchester United 14
20 თებერვალი 2014 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
შოტლანდიდან ყველას ჯობს spiteful2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top